ახალი ამბები
ქუთაისში კოვიდვაქცინის "ამცრელი სივრცე" მოეწყობა
FaceBook
ქუთაისში კოვიდვაქცინის გასაკეთებელი სივრცე შეიქმნება.
ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცნეტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

ამირან გამყრელიძის თქმით, ქუთაისში, თბილისში, ბათუმსა და რუსთავში ასაცრელი სივრცე შეიქმნება.

"საქართველოს ოთხ დიდ ქალაქში – თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში უნდა ჩამოვაყალიბოთ დიდი ამცრელი სივრცეები. თბილისში სულ მცირე სამი ან ოთხი, დანარჩენ ქალაქებში თითო-თითო. კარვებზე არ არის საუბარი. საუბარია, უფრო დიდ სივრცეებზე. დასამალი არ არის, აქტიურად ვმუშაობთ "ექსპო ჯორჯიასთან" მათი პავილიონების გამოყენაბასთან დაკავშირებით, ასევე ჰუალინგის ცენტრთან მათი ფართობების გამოყენებასთან დაკავშირებით, რამდენიმე სპორტულ დაწესებულებასთან, სადაც დიდი დარბაზებია, მოლებთან, რათა ინტენსიური ვაქცინაცია ივლისიდან ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს, როგორც წინასწარი დაჯავშნით, ისე ცოცხალი რიგით", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ქუთაისში კოვიდვაქცინის გაკეთება ამ ეტაპზე სამ კლინიკაშია შესაძლებელი: ზ. ცხაკაიას სახელობის დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნულ ცენტრში, შპს ო. ჩხობაძის სახელობის ინვალიდთა და ხანდაზმულთა სამკურნალო სარეაბილიტაციო კლინიკური ცენტრში, შპს. "თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონალური ცენტრში."

ვაქცინაციის პროცესი საქართველოში 15 მარტიდან დაიწყო.

25 მარტიდან ვაქცინაციის პროცესს, სამედიცინო პერსონალთან ერთად 65 წელს ზემოთ ასაკის პირებიც შეუერთდნენ.

საქართველოში 4 მაისს ჩინური წარმოების ვაქცინა "სინოფარმით" 18 წელს ზევით ასაკის მოქალაქეების ვაქცინაცია დაიწყო.

საქართველოში ასევე შეომოსულია ჩინური წარმოების ვაქცინა "სინოვაკი". "სინოვაკით" აცრაზე რეგისტრაცია უკვე დაიწყო.

ჩინური წარმოების ვაქცინა "სინოვაკი" ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ საგანგებო გამოყენებისთვის ავტორიზებულ ვაქცინათა სიაში შეიყვანა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში,
შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი
მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
14:13 / 26.04.2024
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს,
ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან
შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.
13:08 / 26.04.2024
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.