ახალი ამბები
რა ხდება იმერეთის სოფელში, რომელიც შესაძლოა ჩაიკეტოს
FaceBook
ბოლოს 24 საათის განმავლობაში ჭიათურის სოფელ ითხვისში კორონავირუსის 17 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ითხვისის რწმუნებულის როლანდ მოცრაძის თქმით, სოფელში კორონავირუსის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დღეს გამოვლინდა.

"მოსახლეობის ნაწილი თვითიზოლაციაშია, ნაწილი კლინიკაში მკურნალობს", - განმარტავს სოფლის რწმუნებული როლანდ მოცრაძე.

მისი თქმით, სოფლის შესაძლო ჩაკეტვის შესახებ ტელევიზიით გაიგო.

ადგილობრივები  ამბობენ, რომ  სოფელი არ უნდა ჩაიკეტოს, რადგან წინა ჩაკეტვის დროს მათთვის სურსათისა და მედიკამენტების მიწოდება პრობლემა იყო.

"თუ ჩავიკეტეთ აქ აფთიაქიც არ არის, არ ვიცი რას ფიქრობენ როცა ამბობენ, შესაძლოა ჩავკეტოთო,
ამ მაჩვენებელის მიხედვით ჩაკეტვა არ შეიძლება", -  ამბობს ადგილობრივი მკვიდრი  გაგა შერგილაშვილი.

ადგილობრივების ინფორმაციით, ლოქდაუნის დროს მედიკამენტებს უახლოეს აფთიაქში ყიდულობდნენ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ
სოფელ ითხვისში კორონავირუსის მომატებული რაოდენობის გამო მდგომარეობა საყურადღებოა და სოფელი შესაძლოა ჩაიკეტოს.

იმერეთის რეგიონში კორონავირუსის 34 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ჭიათურაში მაღაროელები უკვე მე-200 დღეა, ქუჩაში არიან გამოსული და
სამართლიანი და ღირსეული სამუშაო გარემოსთვის იბრძვიან.
12:54 / 15.09.2025
ჭიათურაში მაღაროელები უკვე მე-200 დღეა, ქუჩაში არიან გამოსული და სამართლიანი და ღირსეული სამუშაო გარემოსთვის იბრძვიან.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში განხორციელებული ცვლილებების
შესაბამისად, 1-ელი ოქტომბრიდან CE, DE კატეგორიების და C1E, D1E
ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები
გამოცდების პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი ხდება.
12:47 / 15.09.2025
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, 1-ელი ოქტომბრიდან CE, DE კატეგორიების და C1E, D1E ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდების პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი ხდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.