ახალი ამბები
დღეიდან სავაჭრო ცენტრები და მაღაზიები გაიხსნა
FaceBook
სავაჭრო ცენტრები და მაღაზიები 1-ელი თებერვლიდან გაიხსნა. შესაბამისი გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. როგორც ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, სავაჭრო ობიექტებს მუშაობის უფლება შაბათ -კვირას არ ექნება.

გარდა ამისა, როგორც ცქიტიშვილმა აღნიშნა, 5 ქალაქში: ბათუმში, ზუგდიდში, ფოთში, გორსა და თელავში შაბათ-კვირას არ იმუშავებს არც მუნიციპალური ტრანსპორტი, რომელიც აღნიშნულ ქალაქებში 1-ელი თებერვლიდან აღდგება.

"იმის გათვალისწინებით, რომ როგორც უკვე აღვნიშნე, იწყებს მუშაობას მუნიციპალური ტრანსპორტი 5 ქალაქში, აღდგება სკოლების ფუნქციონირება, მაღაზიების და სავაჭრო ცენტრების ფუნქციონირება, აქედან გამომდინარე, იმისთვის, რომ დავაკომპენსიროთ გაზრდილი მობილობა, შაბათ-კვირას ყველა ამ ქალაქში არ იფუნქციონირებს მუნიციპალური ტრანსპორტი. რესტორნები, კვების ობიექტები, მაღაზიები იმუშავებენ ისევ დისტანციურ რეჟიმში. ეს არის შაბათ-კვირის შეზღუდვა", - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ამასთან 1-ელი თებერვლიდან შესაძლებელი იქნება გაყიდული საქონლის გადაცვლა, რაც საახალწლო პერიოდში დაშვებული არ იყო. ასევე შესაძლებელი იქნება გასახდელების ფუნქციონირება.

რომელი შეზღუდვები იხსნება და რჩება ძალაში 1-ლი თებვლიდან ნახეთ აქ.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
14:51 / 24.04.2024
"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა, ქუთაისის საკრებულოს სხდომა, ხმაურის და დაპირისპირების ფონზე დატოვეს.
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა,
საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
12:32 / 24.04.2024
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.