ახალი ამბები
ვაქცინაციის ცენტრი - ქუთაისში პარლამენტის ყოფილი შენობის ახალ ფუნქციაზე საუბრობენ
FaceBook
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ცენტრად ქუთაისში პარლამენტის ყოფილ შენობას მოიაზრებენ.

როგორც ალერგოგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა "პირველი ხაზი"-ს ეთერში განაცხადა, ვაქცინაციისათვის საჭირო დიდი ცენტრები იქნება და შესაძლოა ამ კუთხით დატვირთვა ქუთაისში მდებარე პარლამენტის ყოფილ შენობასაც მოეძებნოს.

"ქვეყანაში თუ იქნება საწყის ეტაპზე ფაიზერის ვაქცინა თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში, ეს უნდა იყოს ძალიან დიდი ცენტრები. მაგალითად, თბილისში საგამოფენო ცენტრი. ქუთაიში შეიძლება ფუნქცია მოვუძნოთ პარლამენტის შენობას და იქ გაკეთდეს ცენტრი. ეს უნდა იყოს ძალიან  ორგანიზებული დიდი ჯგუფები, სადაც სპეციალიტებიც იქვე იქნებიან, მოსაცდელი დარბაზები იქნება, პაციენტები რომლებიც რისკის ჯგუფუს არიან 15-30 წუთი იქნებიან მეთვალყურეობის ქვეშ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამ სისტემურმა რეაქციებმა, რომელიც იშვიათია, მაგრამ იქნება და გარდაუვალუა, რაიმე ზიანი არ მიაყენოს ვაქცინაციის პროცესს",- განაცხადა კულუმბეგოვმა. 

ქუთაისში, პარლამენტის შენობა, რომლის მშენებლობაც ბიუჯეტს 340 მილიონ ლარზე მეტი დაუჯდა, წელიწადზე მეტია მიტოვებულია. 2019 წლის იანვრიდან შენობა დაიცალა და საკანონმდებლო ორგანომ მუშაობა თბილისში გააგრძელა. უფუნქციოდ დატოვებული შენობის შენახვა ბიუჯეტს ყოველწლიურად ასიათასობით ლარი უჯდება. შეიძენს თუ არა ქუთაისში პარლამენტის ყოფილი შენობა ახალ ფუნქციას ჯერჯერობით დაზუსტებული არაა.

სამაგიეროდ ცნობილია, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შენახვა ქუთაიში, დაავადებათა კონტროლის ცენტრის შენობაში შესაძლებელია. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსმა გოჩა გიორგიძემ განუცხადა, მას დაავადებათა კონტროლის ცენტრის შენობაში ისევე შეინახავენ, როგორც სხვა ვაქცინებს. გიორგიძის განცხადებით, ქუთაისის სამმართველოში 20 მ³ და 30 მ³ სამაცივრე მოწყობილობები აქვთ და ყველა პირობაა იმისათვის, რომ ახალი ვაქცინის დოზების შეინახონ.

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით ,,კოვაქს" პლატფორმასთან მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა. ქვეყანა ჯერ ფაიზერს, სემდეგ კი ასტრაზენეკას ვაქცინებს მიიღებს. მოსახლეობის ვაქცინაცია კი შესაძლოა სამ ან ოთხ ეტაპად დაიყოს. პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველო არის, ''კოვაქს'' პლატფორმის წევრი და ამ პლატფორმის საშუალებით ქვეყანა მიიღებს მილიონნახევარ ვაქცინას.



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
15:21 / 19.04.2024
"ოქროს ჩარდახის“ რეაბილიტაცია, რომლის პროექტმაც საზოგადოების გარკვეულ წრეებში პროტესტი გამოიწვია, დასრულდა.
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.
14:08 / 19.04.2024
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.