ახალი ამბები
ქუთაისში საკლასო ოთახებში სასწავლო პროცესის განახლების საკითხი 15 თებერვალს გადაწყდება
FaceBook
ქუთაისის სკოლებში  საკლასო ოთახებში სასწავლო  პროცესის განახლების თარიღი 15 თებერვალს გახდება ცნობილი.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სასწავლო პროცესი პირველ მარტს უნდა განახლებულიყო, თუმცა შესაძლოა ეს თარიღი ეპიდვითარების მიხედვით შეიცვალოს. 

"15 თებერვალს კიდევ ერთხელ შეფასდება არსებული ეპიდსიტუაცია და თუ შვიდი დღის მაჩვენებელი ჩამოსული იქნება 4%-მდე, დაიწყება შემდგომი შემსუბუქების პროცედურები. მინდა აღვნიშნო, რომ, რასაკვირველია, ყველას გვინდა, ყველა სკოლაში სასწავლო პროცესი იყოს ბუნებრივ გარემოში – საკლასო ოთახებში. ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ. აქედან გამომდინარეობს ჩვენი გეგმაც. სასწორის მეორე მხარეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხი: ეს არის ჩვენი ბავშვების, ჩვენი შვილების ჯანმრთელობა. სწორედ, ამ პრინციპების გათვალისწინებით არის ეს გადაწყვეტილებები მიღებული",-
ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში განახლების თარიღის შესაძლო ცვლილების შესახებ იციან ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრში.

"ვიცით, რომ უწყებათაშორის საბჭოს სხდომაზე ისაუბრეს  თარიღის ცვლილებაზე, თუმცა ჯერჯერობით ჩვენამდე ეს დოკუმენტის სახით მოსული არაა. თუ გადაწყვეტენ, რომ  15 თებერვალს უნდა დავიწყოთ სწავლა, ჩვენ ამისთვისაც მზად ვართ. ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენა პირველ მარტამდეა გადავადებული, ესეც მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ პედაგოგებმა და მოსწავლეებმა სკოლაში იარონ. სხვა მხრივ პრობლემა არ არის. სკოლები აღწურვილია სადეზინფექციო ხსნარებით, პირბადეებით და ა.შ,"- განაცხადა ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსეცნტრის უფროსმა მაია ცქიტიშვილმა.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სასწავლებლების Covid-19-ზე ტესტირება იქნება რეგულარული, ანუ ყოველ ორ კვირაში მოხდება მასწავლებლების სისტემატური ტესტირება.

ქვეყნის დიდ ქალაქებში, მათ შორის ქუთაისში, სასწავლო პროცესი 4 ნოემბრიდან დისტანციურად მიმდინარეობს. საგაკვეთილო პროცესი 14 იანვარს უნდა განახლებულიყო თუმცა უწყებამ ეს გადაწყვეტილება კოვიდინფექციის გაზრდილი შემთხვევების გამო მიიღო.

ქუთაისში სულ 38 საჯარო სკოლაა, სადაც 24 ათასამდე მოსწავლე ირიცხება.

ავტორი: ანა ჯიქია

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
16:38 / 25.04.2024
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში
არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.
13:02 / 25.04.2024
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.