ახალი ამბები
რა თანხა სჭირდება საქართველოს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შესაძენად
FaceBook
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველოს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების შესაძენად დაახლოებით, 64 მილიონიდან 158 მილიონ ლარამდე თანხა სჭირდება.
როგორც გაბუნიამ მთავრობის ადმინისტრაციაში პრეზენტაციაზე განაცხადა, თანხის ნაწილი ქვეყანას ბიუჯეტიდან უკვე გადახდილი აქვს კოვაქსპლატფორმაში, ხოლო ნაწილს ევროპის საინვესტიციო ბანკიდან მიიღებს.

"რა არის ის საჭიროება რაც გეგმის განხორციელებისთვის მზად უნდა გვქონდეს - შეფასებული მინიმალური საჭიროება ეს არის 64 მილიონი ლარი, მაქსიმალური ღირებულება 158 მილიონი ლარია, განსხვავება უკავშირდება ვაქცინის განსხვავებულ ღირებულებას, რადგან ვაქცინის ფასი შესაძლოა მერყეობდეს სხვადასხვა დროს სხვადასხვა გზით მიღების შემთხვევაში. ძირითადი განსხვავება ამ ბიუჯეტურ პარამეტრებში უკავშირდება ვაქცინის ფასს.

ქვეყანამ მოახერხა ის, რომ ნაწილი ამ თანხის ბიუჯეტიდან გადაიხადა კოვაქსის პლატფორმაში, რაც ჩვენ გვაძლევს გარანტიას მოსახლეობის 20%-სთვის ვაცინის მიღების თაობაზე, თუმცა, დამატებით კიდევ იქნება რესურსი საჭირო, რაც უკვე მობილიზებულია სხვადასხვა წყაროდან, ერთ-ერთი გახლავთ ევროპის საინვესტიციო ბანკის სასესხო ხელშეკრულება, რაც ძალიან მალე ამოქმედდება. წლის ბოლომდე ეს მოგვცემს საშუალებას სრულად მოვიცვათ ბიუჯეტურად, რაც გვჭირდება", - განაცხადა გაბუნიამ.

დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განმარტა, რომ წლის ბოლომდე ქვეყნის 60 პროცენტი უნდა აიცრას.

"საქართველოში ის ვაქცინა შემოვა, რომელიც განთავსდება "კოვაქს" პლატფორმაზე და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ იქნება აღიარებული. ჩვენი ვაქცინაციის გეგმა მოსახლეობის 60 პროცენტზეა გათვლილი, რაც 18 წელს ზემოთ კონტიგენტს გულისხმობს.

საზოგადოებრივი იმუნიტეტის შექმნისთვის მოსახლეობის 60% უნდა აიცრას, რათა ჩვენ ნორმალური ცხოვრების რიტმს დავუბრუნდეთ", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

საქართველო კორონავირუსის ვაქცინებს სავარაუდოდ თებერვლის ბოლოს მიიღებს
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ,
17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
08:13 / 18.04.2024
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ, 17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით
გამოეხმაურებიან.
15:30 / 17.04.2024
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით გამოეხმაურებიან.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.