ახალი ამბები
1-ელი ნოემბრიდან მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მესამე ტალღა იწყება
FaceBook
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მესამე ტალღა 1-ელი ნოემბრიდან დაიწყება.
ის ითვალისწინებს კომუნალური გადასახადების ანაზღაურებას მოქალაქეებისთვის ნოემბრიდან 4 თვის მანძილზე.

პრემიერის თქმით, როგორც წინა ეტაპზე, ეს შეეხება თითოეულ ოჯახს, რომელსაც ექნება 200 კილოვატამდე მოხმარებული ელექტროენერგია, ასევე 200 კუბურ მეტრამდე გაზის მოხმარება, ასევე წყლისა და დასუფთავების ანაზღაურება.

"მოგეხსენებათ, რომ ჩვენ მთავრობის ანტიკრიზიული გეგმის მესამე ტალღა დავაანონსეთ. ეს ტალღა მოიცავს, როგორც ბიზნესის მხარდაჭერას, ასევე ცალკეული მოქალაქეების სოციალურ მხარდაჭერას და ის პირველი ნოემბრიდან იწყება.

ეს გახლავთ კომუნალური გადაასახადების ანაზღაურება ჩვენი მოქალაქებისთვის, რომელიც მოიცავს ზამთრის პერიოდს. ეს იქნება ნოემბრიდან 4 თვე და როგორც წინა ეტაპზე, შეეხება თითოეულ ოჯახს, რომელსაც ექნება 200 კილოვატამდე მოხმარებული ელექტროენერგია, ასევე 200 კბ მეტრამდე გაზის მოხმარება, ასევე წყლისა და დასუფთავების ანაზღაურება.

ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის ის მინიმუმი, რაც დღეს სახელმწიფოს შეუძლია, რომ მოქალაქეებს მხარში დაუდგეს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს უაღრესად მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც პანდემიის და გლობალური ეკონომიკური კრიზისის გამო, შემოსავალი დაკარგეს, თუმცა, ამავე დროს გვესმის, რომ ჩვენს ბევრ მოქალაქეს მსგავსი მხარდაჭერა შეიძლება არ სჭირდება და დღეიდან მათ შესაძლებლობა ექნებათ, საკუთარი განაცხადის საფუძველზე უარი განაცხადონ მთავრობის ამ მხარდაჭერაზე", - განაცხადა გახარიამ.

მიმდინარე წლის აპრილში მთავრობამ პანდემიით გამოწვეეული ანტიკრიზისული გეგმა შეიმუშავა.  მთავრობა ამ მიმართულებით 3.5 მილიარდ ლარს დახარჯავს.

ანტიკრიზისული გეგმა მოიცავს როგორც ფინანსურ დახმარებას იმ პირებისთვის, რომლებმაც შექმნილი ვითარების გამო სამუშაო დაკარგეს, ასევე, ბიზნესის ხელშეწყობის მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებს.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ,
17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
08:13 / 18.04.2024
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ, 17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით
გამოეხმაურებიან.
15:30 / 17.04.2024
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით გამოეხმაურებიან.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.