ახალი ამბები
ლექციებიდან ვირუსთან ბრძოლის წინა ხაზზე
FaceBook
კორონავირუსის მართვის პროცესში მოხალისეობრივად ქუთაისში, მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებიც ჩაერთვებიან.

ისინი ამბობენ, რომ ამის სურვილი მათ იმაზე უფრო ადრე ჰქონდათ, ვიდრე განათლების მინისტრი ამის მოწოდებას გააკეთებდა.

საბა ჩხკივაძე ერთ-ერთია იმ სტუდენტთაგან, რომლებიც ვირუსის მართვის პროცესში მაშველ ძალად მოიაზრება. მას მიაჩნია, რომ სტუდენტებიც ვირუსთან ბრძოლაში სამედიცინო პერსონალს გვერდით უნდა დაუდგნენ.

საბა 23 წლისაა, ის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის პროგრამა მედიცინა+პლბ-ის მეექვსე კურსზე სწავლობს. უნდა, რომ კარგი ნეიროქირუგი გახდეს, თუმცა მანამდე კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი.

მომავალი ექიმი ამბობს, რომ ვირუსმა მისი სასწავლო გრაფიკი უკვე დიდი ხანია შეცვალა. ახლა მათთვის პრიორიტეტი კოვიდინფექცია გახდა, რაზედაც ყველა ინფორმაციას ინტერესით ეცნობიან.

"ჩვენი სასწავლო კურსი ინფექციოლოგიის შესწავლას ისედაც ითვალისწინებდა, მაგრამ დღეს უკვე სხვა მდგომარეობაა და ამ მიმართულებით უფრო მეტი ინფორმაციის მიღება გახდა საჭირო. ვირუსი ახალია, ახალი სიმპტომები ვლინდება", - ამბობს საბა.

სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტი თვლის, რომ მათი ჩართულობა პირველადი ჯანდაცვის სისტემისთვისაც და ასევე, სტუდენტებისთვისაც დიდი გამოწვევა და გამოცდილებაა.

"ვირუსის მართვაში ჩვენი ჩართვა, სურვილზე კი არ უნდა იყოს დამოკიდებული, ჩემი აზრით, ეს ვალდებულება უნდა იყოს. ვირუსთან საომარ სიტუაციაში ვართ და არ შეიძლება ამ სიტუაციაში სტუდენტების როლი არ გაიზარდოს,"- მიაჩნია საბას.

საჭიროების შემთხვევაში კორონავირუსის მართვის პროცესში ჩასართავად მზადაა მედიცინის ფაკულტეტის სამკურნალო საქმის მეოთხე კურსის სტუდენტი ნაზი მაჩიტიძეც.

,,ბუნებრივია, ამ დროს ახლობლებმა შესაძლოა ეს ემოციურად მიიღონ, მაგრამ ჩემი მომავალი პროფესია შიშს არ ცნობს. პირველ რიგში, ქვეყანაში შექმნილი კოვიდსიტუაცია მოითხოვს იმას, რომ ექიმებს, ექთნებს, ვინც დღედაღამე მუშაობენ გვერდით დავუდგეთ. ეს ჩვენთვის არის დიდი გამოცდილების მიღებაც, რომელსაც შემდგომში გამოვიყენებთ, ამავდროულად სოლიდარობა სამედიცინო პერსონალისადმი", - ამბობს ნაზი მაჩიტაძე.


ნაზი მაჩიტაძე - სტუდენტი

ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე 700 სტუდენტი სწავლობს. დამამათავრებელ კურსზე - 40, რომელთა დიდმა ნაწილმა გამოთქვა მოხალისედ მუშაობის სურვილი.

ფაკულტეტის დეკანი, ირინე ფხაკაძე ამბობს, რომ სტუდენტების კლინიკებში სასწავლო პრაქტიკით გაშვება ისედაც ხდება, რაც სამომავლო პროფესიული განვითარებისთვის აუცილებელია.

რაც შეეხება პანდემიას, მსგავს შემთხვევებში სტუდენტებისთვის შესაბამისი უნარების გამომუშავება განსაკუთრებით აქტუალური კორონავირუსის მსოფლიო კრიზისის დაწყებიდან გახდა.

"ჩვენი სტუდენტები ახლაც მზად არიან ჩაერთონ მოხალისეობრივ პროცესში და სასწავლო კურსის გარეთაც მიიღონ მონაწილეობა მსგავს პროგრამებში",- ამბობს ირინე ფხაკაძე.

მისივე თქმით, ამ საკითხზე 28 ოქტომბერს არის შეხვედრა ჩანიშნული, სადაც, სავარაუდოდ, სტუდენტთა ჩართვის პროცედურებზე იმსჯელებენ.

ქუთაისში სულ ხუთი კოვიდკლინიკაა, სადაც ამბობენ, რომ სამედიცინო პერსონალი სიმცირეს არ უჩივიან. თუმცა, ინიციატივას და სტუდენტების ჩარვის ინიციატივას იწონებენ.

"ამ ეტაპზე რესურსი გვყოფნის. ჩვენ ინფიცირებული სამედიცინო პერსონალი არ გვყავს, მაგრამ თუ ვინმე გამოთქვამს მოხალისეობრივად ჩართვის სურვილს, პრობლემა არ იქნება",- აცხადებენ ,,ლჯ და კომპანიაში".

,,ზოგადად იდეა კარგია, რომ დამატებით გადამზადდეს მედ პერსონალი. საჭიროების შემთხვევაში ჩაერთვებიან პროცესში. ჩვენთან 170 საწოლია და შესაბამისი მედ.პერსონალიც გვყავს,"- განმარატვენ კლინიკა "ბომონდში".

რამდენი ან  რა პროცედურების გავლით ჩაერთვებიან  მოხალისეობრივად სტუდენტები კორონავირუსის მართვის პროცესში ჯერჯერობით უცნობია. განათლების მინისტრის განცხადებით, მოხალისე სტუდენტების ბაზა ერთ კვირაში უნდა შეიქმნას. 

ავტორი: ანა ჯიქია
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი
შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.



შახტის ყოფილი თანამშრომელი ხვიჩა გაბუნია
ფეისბუქპოსტში წერს, რომ საწარმოში გახშირებული ავარიები მოშლილი
სისტემის შედეგია და არსებული მდგომარეობის გაგრძელებამ შესაძლოა
შახტის დახურვა და ასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენა
გამოიწვიოს.


მისი განცხადებით, მძიმე მდგომარეობაა ნახშირის
მომპოვებელ უბნებზეც, სადაც დასაქმებულებს მუშაობა მაღალი რისკის
პირობებში უწევთ. გაბუნიას თქმით, არ ხდება ტექნიკის განახლება და
მოძველებული მექანიზმების ახლით ჩანაცვლება, ხოლო საწარმოს მართვაში
გამოცდილი კადრების როლი შემცირებულია.

შახტის ყოფილი თანამშრომელი არსებულ ვითარებას 2018
წლის პერიოდს ადარებს, როდესაც, მისი თქმით, საწარმოში ავარიები და
ფატალური შემთხვევები გახშირებული იყო. ის იხსენებს მეშახტეების
მაშინდელ პროტესტსაც, რომელშიც თავად მონაწილეობდა და რომლის მიზანი
საწარმოში მდგომარეობის გაუმჯობესება იყო.

გაბუნია მეშახტეებს მოუწოდებს, სამუშაო პირობებთან
დაკავშირებულ რისკებზე ხმა აიმაღლონ. მისი შეფასებით, პრობლემების
მოუგვარებლობამ შესაძლოა შახტის დახურვა და ტყიბულში ასობით ადამიანის
უმუშევრად დარჩენა გამოიწვიოს.
14:19 / 10.10.2026
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.


შახტის ყოფილი თანამშრომელი ხვიჩა გაბუნია ფეისბუქპოსტში წერს, რომ საწარმოში გახშირებული ავარიები მოშლილი სისტემის შედეგია და არსებული მდგომარეობის გაგრძელებამ შესაძლოა შახტის დახურვა და ასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენა გამოიწვიოს.


მისი განცხადებით, მძიმე მდგომარეობაა ნახშირის მომპოვებელ უბნებზეც, სადაც დასაქმებულებს მუშაობა მაღალი რისკის პირობებში უწევთ. გაბუნიას თქმით, არ ხდება ტექნიკის განახლება და მოძველებული მექანიზმების ახლით ჩანაცვლება, ხოლო საწარმოს მართვაში გამოცდილი კადრების როლი შემცირებულია.

შახტის ყოფილი თანამშრომელი არსებულ ვითარებას 2018 წლის პერიოდს ადარებს, როდესაც, მისი თქმით, საწარმოში ავარიები და ფატალური შემთხვევები გახშირებული იყო. ის იხსენებს მეშახტეების მაშინდელ პროტესტსაც, რომელშიც თავად მონაწილეობდა და რომლის მიზანი საწარმოში მდგომარეობის გაუმჯობესება იყო.

გაბუნია მეშახტეებს მოუწოდებს, სამუშაო პირობებთან დაკავშირებულ რისკებზე ხმა აიმაღლონ. მისი შეფასებით, პრობლემების მოუგვარებლობამ შესაძლოა შახტის დახურვა და ტყიბულში ასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენა გამოიწვიოს.

"ბოლო დროს, შახტში ხშირია მარცხი, რომელიც სავალალო შედეგებით მთავრდება, ნახშირმომპოვებელი უბნები, ერთმანეთის მოყოლებით ფეთქდება და იწვის. რისი თქმა მინდა მეგობრებო, ამ წარმოებაში, მოშლილა სისტემა.

ორმა არაპროფესიონალმა ადამიანმა, ერთპიროვნულად ჩაიგდო ხელთ, მართვის სტრუქტურა. გამოცდილ კადრებს, რომლებიც თითზე ჩამოსათვლელი დარჩა ამ წარმოებაში, ( ჩემი პატივისცემა მათ) აღარაფერს ეკითხებიან. წარმოების სადავეები რამოდენიმე ნარკომანს და სოცკისთან დაახლოებული, არაპროფესიონალ კადრებს უჭირავს, რაც იწვევს შახტში, მოხშირებულ მარცხებს. ყველა, მექანიზმი და სატრანსპორტო საშვალება, რომელიც ემსახურება, მშრომელების გადაადგილებას და ნახშირის ტრანსპორტირებას, შახტიდან ზედაპირამდე , თითქმის 100% -ით გამოსულია მწყობრიდან, რაც საფრთხეს უქმნის მეშახტეთა სიცოცხლეს.

ნახშირ მომპოვებელი უბნები, კატასტროფულ მდგომარეობაშია, იქ ადგილზე მომუშავე პერსონალი, ძალიან დიდი რისკის ქვეშაა. არანაირი გადაიარაღება და ახლით ჩანაცვლება არ ხდება, რაც წარმოებას საბოლოოდ მიიყვანს დაკეტვის პირას და 100 ობით ადამიანის უმუშევრად დარჩენას. რისი თქმა მინდა მეგობრებო? ეს წარმოება უბრუნდება, 2018 წლის ნიშნულს, მარცხისა და სიკვდილიანობის მხრივ, როდესაც მოცემულ წლებში, ყოველ სამ თვეში, ათობით ადამიანი, მარცხდებოდა და იღუპებოდა. მაშინ, პირადად მე, ყველა მეშახტემ, ვისთვისაც ღირებილი იყო ადმიანის სიცოცხლე, გული შესტკიოდა წარმოების მომავალზე ხმა ამოვიღეთ და მიზანსაც მივაღწიეთ.

უპირველეს ყოვლისა, წლების განმავლობაში, აღარ ხდებოდა შახტში მარცხი, წარმოებაც შევინახეთ და გადავარჩინეთ. მეამაყება, მაშინდელ წლებში პროტასტის, რომელსაც პირადად მე,100 ობით მეშახტესთან ერთად ვხემძღვანელობდით და შედეგიც დავდეთ, ეს ყველა მეშახტეს კარგად ახსოვს. ამიტომ იყო, რომ წლების შემდგომ, არ მაპატიეს, მეშახტეების გვერჩიდგომა, ყველა მათ არასწორ გადაწყვეტილებაზე ხმის ხმამაღლა ამოღება და სისტემამ, მომიშორა თავიდან. მინდა მივმართო ყველა მეშახტეს! ხმა ამოიღეთ მეგობრებო, ყველა იმ რისკებზე, რაც თქვენ ჯამთელობას და სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს, თორემ შემდგომ, ჯვარი დაგწეროთ ღმერთმა გვიანი იქნება", - წერს  შახტის ყოფილი  თანამშრომელი. 

„ქუთაისიპოსტი“ შახტში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით საწარმოს ადმინისტრაციის პოზიციის გარკვევას შეეცდება.
საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში
მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული
შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება
დაასრულა.
13:20 / 10.10.2026

საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.