ახალი ამბები
4 ოქტომბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში რიგის მიმართულებით რეგულარული ავიარეისები განახლდა
FaceBook
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი რეგულარული ავიარეისების მიღებას ანახლებს.
4 ოქტომბრიდან 6 თვიანი პაუზის შემდეგ, რიგა-ქუთაისი-რიგას მიმართულებით პირველი რეგულარული ავიარეისი შესრულდება.

მათი ინფორმაციით, ევროპის უმსხვილესი უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air, პირველ ეტაპზე, ფრენებს მხოლოდ რიგა-ქუთაისი-რიგას საჰაერო ხაზზე კვირაში ერთი სიხშირით შეასრულებს.

როგორც "საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში" აღნიშნავენ, ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების მიხედვით, სიხშირეებისა და მიმართულებების რაოდენობა ეტაპობრივად გაიზრდება.

COVID 19-ის პანდემიის პერიოდში არსებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მხოლოდ ჩარტერული, საწვრთნელი და არაკომერციული დაშვებები ხორციელდებოდა.

დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი მზად არის, COVID 19 პანდემიის პირობებში დაწესებული ყველა წესის სრული დაცვით განაახლოს რეგულარული ავიარეისების მიღება. ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ" ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა უსაფრთხო გადაადგილებისთვის ეროვნული რეგულაციებით და ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) მიერ გაცემული გაიდლაინები და რეკომენდაციების შესრულება სრულად უზრუნველყო. რა წესები უნდა დაიცვან აეროპორტის თანამშრომლებმა კორონავირუსის დროს მგზავრთა მომსახურებისას - ქუთაისის აეროპორტის თანამშრომლებს ამის შესახებ სპეციალური ინსტრუქტაჟი ჩაუტარდათ.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით აეროპორტში დამონტაჟდა ხელის სადეზინფექციო აპარატები, სპეციალური თერმოსკანერები, რომლითაც მოხდება მგზავრებისთვის სიცხის გაზომვა. დისტანციის დაცვის მიზნით, მოფრენისა და გაფრენის ტერმინალები მოინიშნა სპეციალური სტიკერებით, განთავსდა COVID 19ის პრევენციის შესახებ საინფორმაციო ბანერები, ასევე, სარეგისტრაციო დახლებსა და მომსახურეების არეებში მოეწყო ბარიერები, რათა არ მოხდეს პირდაპირი კონტაქტი მგზავრსა და აეროპორტის თანამშრომლებს შორის.

შეგახსენებთ, არსებული რეგულაციების თანახმად, ტერმინალში დაიშვებიან მხოლოდ მგზავრები. ტერმინალში გამცილებლის შესვლა ნებადართულია მხოლოდ არასრულწლოვანისა და შშმ პირის თანხლების შემთხვევაში. პირბადის გარეშე ტერმინალში შესვლა აკრძალულია. მგზავრებს, რომლებსაც 37.5 -ზე მეტი ტემპერატურა დაუფიქსირდებათ ტერმინალში არ დაიშვებიან",-აღნიშნულია ინფორმაციაში.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
15:21 / 19.04.2024
"ოქროს ჩარდახის“ რეაბილიტაცია, რომლის პროექტმაც საზოგადოების გარკვეულ წრეებში პროტესტი გამოიწვია, დასრულდა.
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.
14:08 / 19.04.2024
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.