ახალი ამბები
ქუთაისის #24-ე საჯარო სკოლის დირექტორს და ორ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
FaceBook
ქუთაისის #24 -ე საჯარო სკოლაში, შესაძლოა, ახალი კლასტერი გაჩნდეს.


13 სექტემბერს კორონავირუსი  სკოლის დირექტორს, ბუღალტერს და საქმეთა მმართველს დაუდასტურდა.

სკოლის დირექტორის ელიზბარ ბარბაქაძის ინფორმაციით, ტესტი სკოლის  თანამშრომლებსა და პედაგოგებს უკვე აუღეს და ყველა პასუხი უარყოფითია. თუმცა,
როგორც ირკვევა, საქმეთა მმართველმა, რომელიც ამავდროულად აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრია, 12 სექტემბერს უნივერსიტეტში დიპლომის დაცვის გამოცდა ჩააბარა. მომხდარის გამო, ახლა თვითიზოლაციაში იმყოფება ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანი ლუკა დვალიშვილი და ის პირები, როლებიც გამოცდას ესწრებოდნენ.

"მე გუშინ დამიდგინდა. სტაციონარში ვწევარ ახლა. დღეს უკეთ ვარ. სკოლა დაკეტილია და ტარდება შესაბამისი სამუშაოები. ყველა პედაგოგს აუღეს ანალიზი და ჯანმრთელები არიან. რაც შეეხება ორ ინფიცირებულს, ერთი ბუღალტერია, რომელსაც პირველად აღმოაჩნდა, მეორე საქმეთა მმართველი", - ამბობს ელიზბარ ბარბაქაძე.

ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანის ლუკა დვალიშვილის ინფორმაციით, მაგისტრს გამოცდის ჩაბარების პროცესში სიმპტომები არ ჰქონდა,  საგამოცდო  ოთახში კი  დისტანცია დაცული იყო. ამის მიუხედავად, ყველას, ვინც გამოცდაზე იმყოფებოდა,  ბიოლოგიური ნიმუში აუღეს.

"გუშინ დილით დამირეკეს და ავიღე ანალიზი. პარასკევს იყო მოსული, სადიპლომოს დაცვა ჰქონდა. უსიმპტომო იყო. ჩვენ ყველა ზომა დაცული გვქონდა, აუდიტორიაც გვაძლევდა იმის საშუალებას, რომ დისტანცია დაგვეცვა. იმედია, ყველაფერი კარგად იქნება", - ამბობს ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანი ლუკა დვალიშვილი.

წერეთლის უნივერისტეტში ვირუსზე ტესტის პასუხს ახლა რვა ადამიანი ელოდება.

კორონავირუსი დაუდგინდა ქუთაისის #32-ე საჯარო სკოლის პედაგოგებსაც. მათი  კლასტერი ყოველდღიურად იზრდება. იმერეთის გუბერნატორის, ზვიად შალამბერიძის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში გამოვლენილი 10 შემთხვევიდან უმრავლესობა #32-ე სკოლის პედაგოგებს უკავშირდება.

ქუთაისში, ბოლო ერთი დღის განმავლობაში 1 132 ტესტი გაკეთდა. უფასო კვლევა ქალაქის ცენტრში განთავსებულ საველე ლაბორატორიაში ყოველდღიურად ტარდება.


ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
16:38 / 25.04.2024
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში
არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.
13:02 / 25.04.2024
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.