კულტურა
ქუთაისის ოპერის თეატრი დისტანციური კონცერტების ტრანსლირებას იწყებს (ვიდეო)
FaceBook
COVID 19-ის გავრცელებასთან დაკავშირებით, შექმნილი სიტუაციის გამო ქუთაისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი დისტანციურად რჩება სამუშაო რეჟიმში.
თუმცა თეატრში ცდილობენ არ გაჩერდნენ და ონლაინ კონცერტების სერიას სთავაზობენ ოპერის მოყვარულებს.

„უჩვეულოა ეს ფორმატი, მაგრამ პანდემიის პერიოდში ძალიან შეგვიმსუბუქა ცხოვრება იმ ვიდეოტრანსლაციებმა, რომლებიც შემოგვთავაზა ჩვენი პლანეტის საუკეთესო დარბაზებმა. თუ საოპერო თეატრებმა. ჩვენც ჩვენის მხრივ ვეცადეთ ეს დრო გამოგვეყენებინა გეგმაზომიერად  გავუშვით გასული წლების ჩვენი ყველაზე დიდი ნამუშევრები რაც შევძელით ამ წლების განმავლობაში. ახლა ვიწყებთ ახალ სერიას, რომელიც მოიცავს ჩვენი სოლისტების მინი-კონცერტებს, რომლის ტრანსლირებაც მოხდება ჩვენს  Fecebook  გვერდზე და Youtube არხზე“
, - ამბობს  თეატრის მთავარი დირიჟორი რეზო ჯავახიშვილი. 

დისტანციური კონცერტების პირველ სერიაში მონაწილეობა მიიღეს მომღერლებმა სოპრანო - მარიკა მაჩიტიძემ და ტენორმა - ბადრი ადამიამ კონცერტმეისტერი - გიორგი რევიშვილი, მთავარი დირიჟორი - რევაზ ჯავახიშვილი, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი - ირინე ლომინაძე.



„ძალიან რთული პერიოდია ჩვენთვის.  მომღერლებს მუსიკოსებს, ისევე როგორც მაგალითად სპორტსმენებს ტრენაჟი და ფორმაში ყოფნა ჭირდებათ ეს იქნება სასარგებლო თვითონ მომღერლებისთვის და ჩვენი თეატრის აქტივობაც გამოჩნდება“, - მიაჩნია დირიჟორს. 

თეატრის მთავარი დირიჟორი საუბრობს იმ ახალ ტექნოლოგიურ გამოწვევებზეც, რომელიც პანდემიამ კიდევ უფრო ცხადი გახადა. 

„ამ ყველაფერმა გვიჩვენა, რომ ჩვენ ტექნიკურადაც არა ვართ გამართული. ონლაინ სტრიმინგს ტექნიკურად კარგად აღჭურვა და მომზადება ჭირდება ეს სახელმწიფო დონეზე უნდა გადაწყდეს. ბევრი თეატრია ჩვენს სამეზობლოშიც და მსოფლიოში ონლაინ სტრიმინგის შესაძლებლობა რომ აქვს. ამას  მაღალი დონის მომზადება ჭირდება როგორც ტექნიკურად ისე შემოქმედებითად. უმაღლეს ოსტატობას მოითხოვს. ეს არის  21 საუკუნის გამოწვევა“, - აღნიშნა რეზო ჯავახიშვილმა.

ქუთაისის ოპერის თეატრი მაყურებელს კიდევ რამდენიმე ონლაინ კონცერტს შესთავაზებს.

თეატრმა კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გამო მუშაობა დროებით,  2 მარტს შეწყვიტა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, 10 მარტს, ფილმის ,“ქუთაისის კათოლიკეები - უწინ და დღეს”,
პრეზენტაცია გაიმართება.
11:12 / 09.03.2024
ქუთაისში, 10 მარტს, ფილმის ,“ქუთაისის კათოლიკეები - უწინ და დღეს”, პრეზენტაცია გაიმართება.
20 თებერვალს, ქუთაისის ოპერის თეატრის დამაარსებლის თეიმურაზ
კობახიძის დაბადებიდან ასი წლისადმი მიძღვნილი კონცერტი
გაიმართება. 
15:27 / 14.02.2024
20 თებერვალს, ქუთაისის ოპერის თეატრის დამაარსებლის თეიმურაზ კობახიძის დაბადებიდან ასი წლისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება. 
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.