ახალი ამბები
რა გეგმა აქვს ქუთაისის მერიას ტრანსპორტის ამუშავებაზე
FaceBook
ქუთაისის მერიაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენასთან დაკავშირებით რამდენიმე ვარიანტზე მუშაობენ.

შპს "ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიის" დირექტორის მოადგილე, ირაკლი ცხვედიანი ამბობს, რომ განიხილავენ არამხოლოდ იმას, თუ როგორ უნდა განთავსდნენ მგზავრები სატრანსპორტო საშუალებებში, ასევე, დგინდება მოძრაობის გრაფიკი. ცხვედიანის თქმით, გეგმა მუშავდება როგორც ავტობუსების, ასევე, მიკროავტობუსების შემთხვევაში.
მერიაში ჯერჯერობით ვერ ამბობენ როდის ამუშავდება ტრანსპორტი, თუმცა, აცხადებენ, რომ გეგმა, სავარაუდოდ, თვის ბოლოს ან 10 ივნისისთვის შემუშავდება.

"მიმდინარეობს დაზუსტება, როგორ უნდა განლაგდნენ ადამიანები ტრანსპორტში, ჭადრაკისებურად, თუ სხვაგვარად. რამდენი უნდა იყოს დისტანცია, მეტრნახევარი თუ ორი მეტრი. ფაქტია, რომ 15 კაციან მიკროავტობუსში 15 მგზავრი ვერ ავა, შეიძლება ავიდეს 5, 7 ან 10, ზუსტად ამის თქმა ჯერჯერობით არ შეგვიძლია. უნდა გაკეთდეს ისე, რომ მგზავრებს არ შეექმნათ გადაადგილების პრობლემა და ამიტომ ახლა ვმუშაობთ ინტერვალებზე. რეგულაციები, რა თქმა უნდა ყველგან ერთნაირი იქნება, ამიტომ უფრო დაზუსტებით გვეცოდინება თვის ბოლოს ან 10 ივნისისთვის", - ამბობს ირაკლი ცხვედიანი.

კორონავირუსის გამო, საქართველოში  საზოგადოებრივი ტრანსპორტის  მოძრაობა 28 მარტს აიკრძალა.  


რომელი შეზღუდვა მოიხსნა და რომელი დარჩა, ნახეთ აქ:

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ,
17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
08:13 / 18.04.2024
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ, 17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით
გამოეხმაურებიან.
15:30 / 17.04.2024
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით გამოეხმაურებიან.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.