რეგიონი
რა პრობლემებს უქმნის გადაადგილების შეზღუდვა სოფლად მცხოვრებლებს
FaceBook

ეს ტყიბულის მუნიციპალიტეტში შემავალი სოფელი მუხურაა.


ერთ–ერთი ყველაზე დიდი სოფელი, სადაც 600 კომლი ცხოვრობს. 

მჭიდრო დასახლების მიუხედავად აქ მხოლოდ რამდენიმე მაღაზიაა და არცერთი აფთიაქი.

აფთიაქის არარსებობაზე სოფელში ამ დრომდე არავინ სწუხდა. სხვა გარემოებაა დღეს, როცა პანდემიამ მუხურაში მეტი ადამიანი დააბრუნა. შესაბამისად, თვითიზოლაციის პირობებში ძალიან საჭირო გახდა სამედიცინო თუ სასურსათო ობიექტები. 

მუხურაში მცხოვრებლები ამბობენ, რომ ავტომანქანებით გადაადგილების შეზღუდვის გახანგრძლივების შემდეგ,  სოფლებში მოსახლეობის ნაწილი  მედიკამენტებისა და პროდუქტების გარეშე დარჩა. მათ შორის ისინი, ვინც სხვადასხვა ქალაქებიდან სოფელში გარკვეული მარაგით ჩავიდა.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, შეძენილი მარაგი უკვე ამოეწურათ.  ხოლო დახმარების მიზნით მუნიციპალიტეტის მიერ გაგზავნილი პირები მათ საჭიროებებს სრულად და  დროულად ვერ უზრუნველყოფენ.

ნინო ცაავა ერთ–ერთია ვისაც ანალოგიური პრობლემა შეექმნა. ის მცირეწლოვნებთან ერთად უკვე ერთი თვეა ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურაში, თვითიზოლაციაში იმყოფება. ნინოს ავტომობილების გადაადგილების მოულოდნელმა შეზღუდვის გამო, ჩვილისთვის საჭმლის შეძენის პრობლემა შეექმნა.

,,ორი თვის ჩვილი გვყავს ოჯახში, რომელსაც სპეციალური საჭმელი სჭირდება. მარაგი გველეოდა და არ ვიცოდით რა გვექნა.  სოფელში აფთიაქი არ არსებობს. გამოსავლის ძიებაში სად არ დავრეკეთ. ცხელ ხაზზე უხეშად გვიპასუხეს მოგემარაგებიათო. ძალიან გავნერვიულდით ასეთი დამოკიდებულების გამო. ამის მერე მართალია დაგვიანებით, თუმცა ადგილობრივი მუნიციპალიტეტი დაგვეხმარა. გამოგზავნა მანქანა და შევძელით  პატარასთვის საჭმლის ყიდვა,“ – ყვება ნინო.

ამავე სოფელში მცხოვრები ცონტე აბესაძე გვეუბნება, რომ უახლოესი მაღაზია, სადაც საკვები პროდუქტების მომარაგება შეიძლება უბნებიდან კილომეტრების დაშორებით მდებარეობს. ამიტომ ადგილობრივებს ობიექტებამდე ფეხით მისვლა უჭირთ.

,,ქალაქში რომ პროდუქტები მოიმარაგონ, ამისათის ერთი მანქანა ემსახურება სოფელს. დახმარებას კი ბევრი ოჯახს სჭირდება. რადგან კორონავირუსის შემდეგ აქ დიდი რაოდენობით ჩამოვიდა ხალხი ქალაქებიდან. კარგი იქნება, თუ შეზღუდვების მოხსნამდე პროდუქტების მომარაგებისთვის მუნიციპალიტეტიდაბ მეტ ადამიანს დაგვახმარენ,“ – ამბობს ცოტნე.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ისინი მაქსიმალურად ცდილობენ სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას პროდუქტების შეძენაში დაეხმარონ.  როგორც მუნიციპალიტეტის მერიის პრესცენტრის ხელმძღვანელი ელისო ჭანტურიძე გვეუბნება თითოეულ თემს  ორი ადამიანი, ორი ავტომობილით ემსახურება.

,,ამ დრომდე ასამდე ადამიანმა მოგვმართა. მათგან 80 % დავაკმაყოფილეთ. მათ ჩვენი რესურსებით მაქსიმალურად ვეხმარებით,“ – აცხადებს ჭანტურიძე. მისივე თქმით, სოფლად მცხოვრებლებს, რომლებსაც პროდუქტებით მომარაგებისთვის ქალაქში გადაყვანა სჭირდებათ მითითებულ ნომრებზე უნდა დაუკავშირდნენ: ( 595) 700 717, (497) 222 020

ერთ კვირაზე მეტია პროდუქტების მომარაგებისთვის ავტომობილს ელოდებიან წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მამაწმინდაში. 

,,პური, ზეთი, შაქარი ხომ გჭირდება ოჯახში. მომარაგება ვერ მოვასწარით, ზოგს ფული არ ჰქონდა. მერე ძლივს მივაკვლიეთ სად დაგვერეკა. ზოგმა გლეხმა სულ არ იცის მობილურის გამოყენება, ან არ აქვს. ბოლოს ცხელ ხაზზე დავრეკეთ, იქედან მერიაში გადაგვარეკინეს, მერე რწმუნებულთან დარეკეთო. ბოლოს შეგვპირდნენ რომ მოვლენ, წაგვიყვანენ და გვაყიდიებენ ყველაფერს.  მაგრამ ჯერ არ ჩანან," – ამბობენ მამაწმინდაში მცხოვრებლები. 


მამაწმინდის მსგავსად, პრობლემები აქვთ სოფელ დღნორისაში, სორმონში, მექვენასა და ოფურჩხეთშიც. 

ამის შესახებ ,, ქუთაისიპოსტს" წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნაციონალი დეპუტატი ესაუბრა. 

,,ათობით სოფელია ამ დღეში.  საუბარია სოფლებზე, რომელიც რიონის ხეობაშია, გუმათიდან ზემოთ. ქუთაისი თუ არ გაიარა, სხვანაირად სხვა ქალაქში ვერ მოხვდებიან, ქუთაისში ფეხითაც ვერ შევლენ. სოფლებიდან მირეკავენ როგორ მოვიქცეთო, ზოგს ჩაწოლილი ავადმყოფები ყავს, ან ქრონიკულები, წამლები გამოელიათ. არ გამქრალა ამ ქვეყნიდან სხვა დავადების მქონე ავადმყოფები. მივმართავ მთავრობას, როგორ მოიქცეს ამ ადამიანებმა, როცა144 პასუხობს ექიმა მოქცეს საშვიო, ესენი სად ნახავენ ექიმს, ჩაკეტილები არიან სოფლებში,“ – ამბობს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნაციონალი დეპუტატი მამუკა საღარეიშვილი. ის ამავდროულად აცხადებს რომ რამდენიმე ოჯახს პირადად დაეხმარა საჭირო პროდუქტების მომარაგებაში.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ ისინი სოფლად მცხოვრებლებს აქტიურად ეხმარებიან. ხოლო თითოეულ ადმინისტრაციულ ერთეულს ემსახურება ერთი ან ორი ავტომანქანა. ამას გარდა, წყატუბოს მუნიციპალიტეტის სოფლებში მაცხვორებლები ქვეყანაში შექმნილი ამ საგანგებო მდგომარეობის გათვალიწინებით საჭიროების მიხედვით სარგებლობენ სხვადასხვა მომსახურებით. მათ შორის ფულადი და საკვები პროდუქტებით.

,,სულ ამ ეტაპზე საკვები პროდუქტების დახმარებით მიიღო მუნიციპალიტეტში მცხვორებმა 3406 ოჯახმა. მათ ვისაც გადაადგილები, ან სხვა პრობლემა აქვთ უნდა დარეკონ ცხელს ხაზზე 595959072. ან ნომერზე 599359017," – ამბობენ წყალტუბოს მუნიციპალიტეტში.

მთავრობის 22 აპრილის გადაწყვეტილების თანახმად, 27 აპრილამდე საქართველოს რეგიონებში დილის 6:00-8:00 საათამდე და საღამოს 18:00-19:00-მდე მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილებას დაუშვებენ, თუმცა, მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების განხორციელების მიზნით. შესაბამისად, ადამიანები, რომელთაც, მაგალითად, პროდუქტის ყიდვა სურთ, ამ გამონაკლისით ვერ ისარგებლებენ.

მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს გამოცხადდა, საავტომობილო გადაადგილების აკრძალვა კი ძალაში შევიდა 17 აპრილიდან. ეს აკრძალვა, მთავრობის გადაწყვეტილებით, 22 აპრილს უნდა შეჩერებულიყო. თუმცა შეზღუდვა 27 აპრილამდე გასტანს, საგანგებო მდგომარეობა კი 22 მაისამდე გაგრძელდება.





Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ბოლო ექვსი თვის განმავლობაში კოვიდ-19-ის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი
მედ პერსონალში იმერეთის რეგიონში დაფიქსირდა.
10:52 / 05.08.2022
ბოლო ექვსი თვის განმავლობაში კოვიდ-19-ის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მედ პერსონალში იმერეთის რეგიონში დაფიქსირდა.
საქართველოში 1 კვირის განმავლობაში კორონავირუსის 11 802 შემთხვევა
გამოვლინდა.
17:30 / 02.08.2022
საქართველოში 1 კვირის განმავლობაში კორონავირუსის 11 802 შემთხვევა გამოვლინდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.