ახალი ამბები
ხარვეზების გამო, ქუთაისში სტუდენტების ნაწილი დისტანციურ ლექციებში ვერ ერთვება
FaceBook
კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ქუთაისში დისტანციური სასწავლო პროცესი 16 მარტს დაიწყო.
თუმცა სტუდენტთა ნაწილი, ძირითადად, მუნიციპალიტეტის სოფლებში, ინტერნეტის არ არსებობის გამო მასში ჩართვას ვერ ახერხებს.

მთავარ პრობლემა კი, მათი უმრავლესობისთვის სწავლის გადასახადის დაფარვაა.

ამავე უნივერსიტეტის აღმოსავლური ფილოლოგიის მეოთხე კურსის სტუდენტი, გვანცა სვინტრაძე ქუთაისიპოსტთან საუბარში ამბობს, რომ ის ონლაინ ლექციებს, ჯერჯერობით, ვერ ესწრება, რადგან რაიონში იმყოფება და იქედან ჩართვას ვერ ახერხებს. სტუდენტის თქმით, ეს სემესტრი აკადემიურად უნდა გამოცხადდეს.

"გამოაცხადონ აკადემიურად ეს თვეები. ყველას ადრე გვინდა დამთავრება, მაგრამ ამ რთულ პერიოდში მარტივი არ არის 500 ლარის შეტანა. თან დისტანციური სწავლებისას სწავლის ხარისხი ძალიან დაბალია და ასევე, საუბარია ჩათვლიან თუ არა ამ სემესტრს საერთოდ", - ამბობს გვანცა სვინტრაძე.

არსებული საგანგებო ვითარების გათვალისწინებით, აწსუ-მ სტუდენტებს შესაძლებლობა მისცა ამ ეტაპზე, გადაიხადონ მიმდინარე ვალდებულების ნაწილი (მაგალითად, 200-300 ლარის ფარგლებში), ხოლო დანარჩენ ნაწილზე ითხოვონ გადავადება. ამისათვის, მათ ონლაინ განცხადებით უნდა მიმართოთ უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს.

სტუდენტი, ანა გაბუნია სასწავლო დაწესებულების ამ ინიციატივას დადებითად აფასებს, მაგრამ მისივე თქმით, ის ამ შეღავათით ვერ ისარგებლებს.

"უნივერსიტეტის ეს რეგულაცია მე ვერ დამეხმარა, რადგან სამსახურიდან დროებით გათავისუფლებული ვარ და აღდგენა როდის მოვა ისიც კი არ ვიცი, რომ თავის დაზღვევის მიზნით განცხადება დავწერო. ამიტომ, ამ სემესტრში აკადემიურის აღება მომიწევს", - ამბობს ანა გაბუნია.

რაც შეეხება დისტანციურ ლექციებს, სტუდენტები ვინც ონლაინ სწავლების რეჟიმში ჩაერთო, მის ტექნიკურ გაუმართაობაზე საუბრობენ.

"ინტერნეტი ჭედავს და ხმა ხან ისმის, ხან არა. უნივერსიტეტი ცდილობს როგორმე გადაგვაგორებინოს ეს წელი და ერიდება აკადემიურის გამოცხადებას", - ამბობს საჯარო მმართველობის მეორე კურსის სტუდენტი, ლიკა ქათამაძე.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გვითხრეს, რომ სტუდენტების აღნიშნულ კითხვებზე პასუხს წერილობით მომართვის შემთხვევაში გაგვცემენ. 


დისტანციური რეჟიმის სწავლებაზე გადავიდა 16 მარტიდან ქუთაისის უნივერსიტეტიც.

უნივერსიტეტის ადმინისტრაციის განცხადებით, მათ თავიანთი სტუდენტები ონლაინ ლექციებისთვის საჭირო ტექნიკით, პლანშეტებითა და კომპიუტერებით, უზრუნველყვეს.


ფოტო: ქუთაისიპოსტის არქივი
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში,
შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი
მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
14:13 / 26.04.2024
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს,
ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან
შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.
13:08 / 26.04.2024
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.