რეგიონი
წითელი ლენტით გახსნილი საავტომობილო ხიდი ტყიბულში
FaceBook
ტყიბულში ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე საავტომობილო ხიდი, რომელიც ქალაქთან 20 ოჯახს აკავშირებს, 20 ივლისს გაიხსნა.
მისი რეაბილიტაციისთვის ტყიბულის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 36 000 ლარი დაიხარჯა. გამაგრებითი სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია შპს
"ამჯ ჯგუფმა" განახორციელა, რომელმაც სავალ ნაწილზე რკინა-ბეტონის ფილა დააგო და ორივე მხარეს მოჯირები დაამონტაჟა.

ადგილობრივების განმარტებით, ხიდი სამი თვის წინ დაზიანდა.

"ეს ხიდი 70-იან წლებში გაკეთდა. თავის დროზე არ მოხდა კედლების ჩასხმა და მხოლოდ ქვები დაალაგეს. მაგრამ 40 წელი კარგ მდგომარეობაში იყო. დროთა განმავლობაში კი გაფუჭდა. ხიდი მწყობრიდან რამდენიმე თვის წინ მთლიანად გამოვიდა, როცა მეზობელს დიდი სატვირთო მანქანით სამშენებლო მასალა გადაჰქონდა. ამის შემდეგ მივმართეთ გამგეობას", - ამბობს ჯავახიშვილის ქუჩის მცხოვრები, გურამ დარსაძე.



ჯავახიშვილის ქუჩაზე ხიდი ტყიბულის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა მოსახლეობასთან ერთად გახნა. წითელი ლენტი  კი, ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა და საკრებულოს თავმჯდომარემ გაჭრა.




თეონა ჯანელიძე

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისიპოსტის ინფორმაციით,
წყალტუბოს #2 საჯარო სკოლის  დირექტორმა გიორგი ბენიძემ, 
მეხუთე კლასის სამი მოსწავლე,  კლასში, გაკვეთილის მიმდინარეობის
დროს  დააჩოქა.
15:47 / 10.10.2019

ქუთაისიპოსტის ინფორმაციით, წყალტუბოს #2 საჯარო სკოლის  დირექტორმა გიორგი ბენიძემ,  მეხუთე კლასის სამი მოსწავლე,  კლასში, გაკვეთილის მიმდინარეობის დროს  დააჩოქა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.