ახალი ამბები
ქუთაისში მერიამ ახალი ავტობუსები შემოიყვანა
FaceBook
ქალაქში პირველ ეტაპზე ათი ახალი ავტობუსი შემოიყვანეს.


ახალი ავტობუსები საქალაქო ხაზზე ახალი წლიდან იმოძრავებენ. მერიამ მათ კიდევ 50 ავტობუსი უნდა დაამატოს.

ადგილობრივ თვითმმართველობაში არ აკონკრეტებენ რომელ უბნებზე გადანაწილდება ტრანსპორტი ან რა ვადებში მოხდება დამატებითი სატრანსპორტო საშუალებების შემოყვანა. ამბობენ, რომ ოფიციალური განცხადებები ხვალ, 19 ნოემბერს გაკეთდება. სავარაუდოდ, სწორედ ხვალ გამართავს მუნიციპალური განვითარების ფონდი ტრანსპორტის პრეზენტაციას.

მათ შესაძენად მერიამ მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 1,039,517.97 ევროს გრანტი და 5,775,099.85 ლარის სესხი აიღო. ვალად აღებული თანხა მერიამ 10 წლის განმავლობაში უნდა დაფაროს.

ახალ ავტობუსებს "მუნიციპალური განვითარების ფონდი" საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია "იბიარდთან" თანამშრომლობით ყიდულობს.

ქუთაისში ახალი მუნიციპალური ავტობუსების შემოყვანა გასული წლის ზაფხულში დაანონსდა. ქალაქის მაშინდელი მერი გიორგი ჭიღვარია ჯერ ამბობდა, რომ ძველ ავტობუსებს არა 60, არამედ 80 ახალი ავტობუსი ჩაანაცვლებდა, მუნიციპალური ტრანსპორტი კი ქალაქში 2020 წლის გაზაფხულიდან იმუშავებდა. მოგვიანებით რაოდენობა შემცირდა, ვადამ კი მიმდინარე წლის ოქტომბერში გადაინაცვლ
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
„ქუთაისქალაქობა 2024-ის’’ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიების გამო,
განსაზღვრულ ადგილებში, სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა დროებით
შეზღუდულია.
12:21 / 02.05.2024
„ქუთაისქალაქობა 2024-ის’’ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიების გამო, განსაზღვრულ ადგილებში, სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა დროებით შეზღუდულია.
ქუთაისი, დღეს, 2 მაისს, ტრადიციულად,
11:31 / 02.05.2024
ქუთაისი, დღეს, 2 მაისს, ტრადიციულად, "გვირილობის" დღესასწაულს აღნიშნავს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.