ახალი ამბები
ლეიკემიით დაავადებული მოზარდების დასახმარებლად ქუთაისში საქველმოქმედო ღონისძიებები გაიმართება
FaceBook
29-30 ივნისს, ქუთაისსა და თბილისში ორდღიანი საქველმოქმედო ღონისძიებები გაიმართება, რომლის მიზანი ლეიკემიით დაავადებული მოზარდების დახმარებაა.

26 ივნისს, ქუთაისის ‘არესის’ მორაგბის, საბა მაღლაფერიძის დაბადების დღეა, რომელიც ლეიკემიით გარდაიცვალა და მისი ბოლო სიტყვები იყო - „ბიჭებს უთხარით, რომ საბამ ბოლომდე იბრძოლა...“ - სწორედ საბას ბრძოლის გაგრძელებაა ეს ორდღიანი ღონისძიება.

მისი პირველი, სპორტული ნაწილი, 29 ივნისს საბას მშობლიურ ქალაქ ქუთაისში ჩატარდება და „აია არენაზე“ 2006-2007 წლებში დაბადებულ მორაგბეებს შორის „საბას თასი“ გათამაშდება.

საქართველოს რაგბის კავშირის ინფორმაციით, ტურნირი, რომელიც ტრადიციული გახდება, 11 საათზე დაიწყება და მასში 8 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. პარალელურად, ქუთაისში დაიდგმება სპეციალური, შესაწირი ყუთები და ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დახმარების შესაძლებლობა ყველა მსურველს ექნება.

მეორე დღეს, 30 ივნისს თბილისში, ლისის ტბაზე გაიმართება სარაგბო ეკიპირების გამოფენა-გაყიდვა, ასევე „ჩემპიონთა აკადემიის“ აბონიმენტებისა და ეკიპირების გაყიდვა. იქვე გაიყიდება ვაკის ხორცპროდუქტების ჰოთ-დოგები და გამაგრილებელი სასმელები.

ორი დღის ჯამში, ქუთაისსა და თბილისში შეგროვილი თანხა, სრულად გადაეცემა „დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში,
შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი
მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
14:13 / 26.04.2024
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს,
ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან
შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.
13:08 / 26.04.2024
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.