ახალი ამბები
ქუთაისის N 124-ე უბანზე, ბიულეტენები, რომელსაც არაუფლებამოსილმა პირმა მოაწერა ხელი, გაბათილდება
FaceBook
ქუთაისის N 124-ე უბანზე "ნაციონალური მოძრაობის" სახელით რეგისტრატორად მყოფი პირის მიერ ხელმოწერილი ბიულეტენები გაბათილდება.
როგორც ირკევვა, მანანა გიორგაძემ, რომელიც მისივე პარტიის მიერ იქნა გამოწვეული აღნიშნული უბნის კომისიის შემადგენლობიდან, არამხოლოდ კენჭისყრის წინა პროცედურებში, არამედ,  უშუალოდ კენჭისყრაშიც კანონდარღვევით მიიღო მონაწილეობა. მან,  როგორც რეგისტრატორმა, უბანზე ყოფნის 40 წუთის განმავლობაში სამი ამომრჩეველი მიიღო. შესაბამისად, მისი ხელმოწერით საარჩევნო ყუთში სამი ბიულეტენი მოხვდა.

ქუთაისის საოქლო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ავთანდილ ოსეფაიშვილის თქმით, ეს კანონდარღვევაა, რის გამოც, სამივე ბიულეტენი გაბათლდება, კომისიის თავმჯოდმარე კი შენიშვნას მიიღებს.

"ნაციონალურმა მოძრაობამ" 7 ნოემბერს გაიწვია თავისი კომისიის წევრები და  რა თქმა უნდა ჩვენც ამოვიღეთ პროგრამიდან სიები. როგორც ჩანს, ამის შესახებ არ ჰქონდა ინფორმაცია არც ქალბატონ მანანა გიორგაძეს და არც უბნის კომისიის თავმჯდომარეს, რომელმაც დროულად არ გადაამოწმა ეს ინფორმაცია. როგორც აღმოჩნდა, ამ ქალბატონმა სულ სამი ამომრჩეველი მიიღო, რომელთა ბიულეტენებიც გაბათილდება. სამწუხაროა, რომ ამის გამო ამომრჩეველი დაზარალდა",-განაცხადა ავთანდილ ოსეფაიშვილმა.

მისივე თქმით, ის, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" მანანა გიორგაძე კომისიიდან მეორე ტურის წინ გაიწვია და მხოლოდ 12 კომისიის წევრი დარჩა, ეს კანონდარღვევას არ წარმოადგენს, რადგან არჩევნების ჩატარება კომისიის 10 წევრიან შემადგენლობასაც შეუძლია.

ქუთაისის N 124-ე უბანზე მანანა გიორგაძე "ნაციონალური მოძრაობის" პარტიის სახელით პირველ ტურშიც იმყოფებოდა, თუმცა, მეორე ტურზე პარტიამ იგი კომისიიდან გაიწვია.

ქუთაისში ადგილობრივი თვიმმართველობის არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. პირველი ტური 21 ოქტომბერს ჩატარდა. ქუთაისის მერობის 8 კანდიდატიდან ზღვარი ვერც ერთმა მათგანმა ვერ გადალახა. კონკურენტებს შორის ყველაზე მეტი ხმა გიორგი ჭიღვარიამ და გრიგოლ ვაშაძემ მიიღო.

ცესკოს მონაცემებით, პირველ ტურში გიორგი ჭიღვარიამ ხმების 48.66% დააგროვა, ხოლო მეორე ადგილზე "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე 27.03%–ით გავიდა.

მიუხედავად იმისა, რომ გრიგოლ ვაშაძემ კანდიდატურა მოხსნა, ეს განცხადება ოფიციალურად დარეგისტრირებული არ არის, შესაბამისად მისი სახელი და გვარი ბიულეტინზე რჩება.


ქუთაისში 124 საარჩევნო უბანია, მათ შორის 123 სამოქალაქო და  ერთი სპეც. უბანი, რომელიც  N2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მუშაობს.

ქუთაისში  სულ 152 561 ამომრჩეველია რეგისტრირებული. მათგან 85 440 ქალია და 67 121 მამაკაცი.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
15:21 / 19.04.2024
"ოქროს ჩარდახის“ რეაბილიტაცია, რომლის პროექტმაც საზოგადოების გარკვეულ წრეებში პროტესტი გამოიწვია, დასრულდა.
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.
14:08 / 19.04.2024
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.