ახალი ამბები
„საქართველოს პრეზიდენტი ჩადის ირანის დიქტატორის დაკრძალვაზე"
FaceBook
ქუთაისში, მერიის შენობასთან, სამოქალაქო აქტივისტმა აკაკი საღინაძემ საპროტესტო  პერფორმანსი დააანონსა.

„საქართველოს პრეზიდენტი ჩადის ირანის დიქტატორის დაკრძალვაზე. მან დახოცა უამრავი უდანაშაულო ადამიანი. იქ იკრიბებიან ავტორიტარული ძალები და გული მწყდება, რომ იქ საქართველოს წარმომადგენელიც იქნება“, — ამბობს ქუთაისელი აქტივისტი აკაკი საღინაძე.

მისი განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის ირანში დაგეგმილი ვიზიტი და ირანის უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეის დაკრძალვაზე დასწრება მიუღებელია, რადგან, მისი თქმით, ირანის ხელისუფლება პასუხისმგებელია ათასობით ადამიანის სიცოცხლის ხელყოფაზე და ღონისძიებას ავტორიტარული რეჟიმების წარმომადგენლები ესწრებიან.

საღინაძის თქმით, ის მერიის შენობასთან Facebook-ის პირდაპირ ეთერში წაიკითხავს ირანის ხელისუფლების მიერ მოკლული ათასობით ადამიანის სახელებსა და გვარებს, რითაც რეპრესიების მსხვერპლთა ხსოვნას მიაგებს პატივს.

აქტივისტის განცხადებით, აღნიშნული ქმედება წარმოადგენს საპროტესტო აქციას, რომლითაც ის საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის, ირანში ვიზიტს ეხმაურება.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში არსებული წითელი, თეთრი და ჯაჭვის ხიდების მიმდებარე
ტერიტორიებზე, ასევე მდინარე  რიონის სანაპიროს საყრდენ
კედლებზე, მოუვლელობის გამო მცენარეები ამოვდა.
12:33 / 01.07.2026
ქუთაისში არსებული წითელი, თეთრი და ჯაჭვის ხიდების მიმდებარე ტერიტორიებზე, ასევე მდინარე  რიონის სანაპიროს საყრდენ კედლებზე, მოუვლელობის გამო მცენარეები ამოვდა.

ქუთაისის №3 საჯარო სკოლის შენობის ფასადიდან
რამდენიმეთვიანი ბათქაშის ცვენის შემდეგ  მერიამ ტენდერი
ახლა  გამოაცხადა.
12:54 / 29.06.2026

ქუთაისის №3 საჯარო სკოლის შენობის ფასადიდან რამდენიმეთვიანი ბათქაშის ცვენის შემდეგ  მერიამ ტენდერი ახლა  გამოაცხადა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.