ახალი ამბები
ქუთაისში, მუზეუმის ყოფილი შენობის ერთადერთი კედელიც დაშალეს
FaceBook
ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე მდებარე მუზეუმის ყოფილი შენობის დარჩენილი ერთადერთი კედელიც დაშალეს.

აღნიშნული ფასადი მულტიფუნქციური საგამოფენო სივრცის მოსაწყობად უნდა გამოეყენებინათ, რათა ობიექტს არქიტექტურული იერსახე შენარჩუნებოდა.

თუმცა, მას შემდეგ, რაც ექსპერტიზამ მისი არამდგრადობა დაადასტურა, მერიას ახალი კედლის აშენება მოუწევს, რომელშიც მუზეუმის შენობის დაშლილი ფასადების შემონახულ დეტალებსა და ორნამენტებს გამოიყენებს.

როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, საგამოფენო სივრცის მოწყობის პროექტი დარედაქტირდება, ეს კი,  თავის მხრივ,  სამუშაო ვადებსაც გაახანგრძლივებს.

გამოდის, რომ სამუშაოები, რომელიც თავდაპირველი პროექტის მიხედვით, მიმდინარე წლის თებერვალს უნდა დასრულებულიყო, ჯერ არც დაწყებულა.

არადა ეს ის პროექტია, რომლითაც ადგილობრივ თვითმმართველობაში თავს იწონებდნენ, სარეაბილიტაციო სამუშაოები კი ისე დაიწყეს, შენობის მდგრადობა შესწავლილი არც კი ჰქონდათ.

თავდაპირველი პროექტის მიხედვით, მულტიფუნქციური საგამოფენო სივრცე, მუზეუმის ყოფილი შენობის სამივე კედლის გამოყენებით უნდა აშენებულიყო, ვინაიდან ობიექტის მთავარ არქიტექტურულ ღირებულებას სწორედ ეს ფასადები (დასავლეთის, სამხრეთისა და ჩრდილოეთის) წარმოადგენდა.

თუმცა, როგორც მაშინ მერიაში განმარტეს, სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესში გაირკვა, რომ შენობა არ იძლეოდა სამხრეთის და ჩრდილოეთის კედლების შენარჩუნების საშუალებას, ამიტომ, ორივე კედელი დაშალეს. მესამე კედლის მდგრადობის შესწავლა კი, მხოლოდ მას შემდეგ "მოაფიქრდათ", რაც სამუშაოების შეჩერების მოთხოვნით არქიტექტორი გამოვიდა, შემდეგ კი კედლის მცირე ნაწილიც ჩამოიშალა

როგორი უნდა ყოფილიყო ქალაქის ცენტრში მულტიფუნქციური სივრცე ნახეთ აქ.

ქუთაისში, მუზეუმის ყოფილ შენობაში საგამოფენო სივრცის მოწყობითი სამუშაოები გასული წლის ზაფხულში დაიწყო. კომპანია "ართვინ ჯორჯია" ტერიტორიაზე ღია ტიპის საგამოფენო სივრცის მოწყობას 4 მილიონ 999 227 ლარის სანაცვლოდ ახორციელებს.

ახალი სივრცის პროექტი შპს "ნს სტუდიომ" მოამზადა, რომლის მიხედვითაც შენობას ძველი იერსახე შეუნარჩუნდება და ახალ არქიტექტურასთან სინთეზი მოხდება.

ეთნოგრაფიული მუზეუმის ყოფილი შენობა 1860 წელს აშენდა. 2013 წლამდე აქ მუზეუმი ფუნქციონირებდა. 2012 წლის 9 იანვარს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მაშინდელი მინისტრის ბრძანებით, ობიექტს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მოეხსნა. 2017 წელს, ფუნქციის გარეშე დარჩენილ შენობაში ბიზნესმენი თემურ ჭყონია სასტუმროს მშენებლობას გეგმავდა, თუმცა, საბოლოოდ, შეთანხმება არ შედგა.

წლების განმავლობაში მერიამ შენობას ფუნქცია ვერ მოუძებნა. ისტორიულ ნაგებობას ერთადერთი დატვირთვა ჰქონდა - ადგილობრივი ხელისუფლება მის ფასადს ქალაქში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების ამსახველი ბანერების გამოსაფენად იყენებდა.


ამავე თემაზე:

მულტიფუნქციური საგამოფენო სივრცე - სამუშაო ვადებსა და იერსახეში აბნეული პროექტი

მერია მუზეუმის შენობის ფასადის მდგრადობას სამუშაოების დაწყებიდან 6 თვის შემდეგ შეისწავლის

ქუთაისის მუზეუმის ყოფილი შენობის ფასადის ნაწილი ჩამოიშალა

"დროებით შეჩერდეს სარეკონსტრუქციო სამუშაოები"- არქიტექტორი ხელისუფლებას მიმართავს

ცენტრალურ მოედანზე საგამოფენო სივრცის მოწყობითი სამუშაოები დაიწყო

რა ისტორია უკავშირდება მუზეუმის ყოფილ შენობას, სადაც ახალი სივრცე უნდა მოეწყოს




Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
325 789 700 ლარი გრანტის მოცულობაა, რომლითაც საქართველოს 2023 წლის
ბიუჯეტი შეივსო.  ინფორმაციას ამის შესახებ აუდიტის
სამსახური ავრცელებს.
13:54 / 08.05.2024
325 789 700 ლარი გრანტის მოცულობაა, რომლითაც საქართველოს 2023 წლის ბიუჯეტი შეივსო.  ინფორმაციას ამის შესახებ აუდიტის სამსახური ავრცელებს.
13:27 / 08.05.2024

"ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, შეიქმნება მონაცემთა ბაზა, სადაც განთავსდება ინფორმაცია იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც ''ძალადობაში, სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მუქარასა და შანტაჟში არიან ჩართულნი, ან ამგვარ ქმედებებს საჯაროდ იწონებენ".

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.