ახალი ამბები
ქუთაისის მერია "ლაგუნასთან" ტერიტორიის გაცვლაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს
FaceBook
საცურაო აუზი "ლაგუნა", შესაძლოა, ქუთაისის წყალბურთელთა ნაკრებს გადაეცეს.

ამის შესახებ ქუთაისიპოსტს "ლაგუნას" მენეჯერმა, ელიზბარ არქანიამ განუცხადა.

მისი თქმით, აუზთან ერთად საუბარია მიმდებარე ხელოვნურსაფარიანი სტადიონისა და სამსართულიანი შენობის გაცვლაზეც, რის შესახებაც მოლაპარაკებები ერთდროულად რამდენიმე უწყებასთან მიმდინარეობს. მათ შორისაა, ქუთაისის მერია და ეკონომიკის სამინისტრო.

არქანია აცხადებს, რომ სამხარაულის ექსპერტიზამ უკვე შეაფასა საცურაო აუზი და მისი მიმდებარე ტერიტორია, რომელიც ამჟამად კომპანია "ვისოლის" საკუთრებაა.

"ყოველდღე ველოდებით პასუხს. ჯერ არ ვიცით მოხდება თუ არა გაცვლა," - ამბობს საცურაო აუზ "ლაგუნას" მენეჯერი, ელიზბარ არქანია.

მისივე თქმით, საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, საცურაო აუზი ქუთაისის წყალბურთელთა ნაკრებს გადაეცემა.

ამ საკითხზე ქუთაისის მერიაში ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ და მხოლოდ იმას განმარტავენ, რომ "ლაგუნასთან" მიმდინარეობს მოლაპარაკებები.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე
13:31 / 03.05.2024
ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე"-ს ინფორმაციით, საქართველო პრესის თავისუფლების ინდექსით 53.05 ქულით, 180 ქვეყანას შორის 103-ე ადგილზეა.
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის, საჯარო სკოლები, დღეიდან, 3
მაისიდან (წითელი პარასკევი) 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.
10:22 / 03.05.2024
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის, საჯარო სკოლები, დღეიდან, 3 მაისიდან (წითელი პარასკევი) 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.