ახალი ამბები
ქუთაისის მერია - „უფასო სასადილოს საჭმელში ბარდას მარცვალია აღმოჩენილი“
FaceBook
ქუთაისის მერია "მადლიერების სახლში" ბენეფიციართა მიერ თაგვის ექსკრემენტების პოვნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს. ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, საკვები უკვე გამოიკვლია დასავლეთ საქართველოს სურსათის უვნებლობის სააგენტომ და მასში არა თაგვის ექსკრემენტები, არამედ, ბარდას მარცვალი აღმოჩნდა.

"მადლიერების სახლის სასადილო გუშინ რამდენიმე საათით დაიხურა, ადგილზე აღმოჩენილი ხარვეზების გამო. სურსათის ეროვნული საააგენტოს ჯგუფმა გუშინვე განახორციელა სამუშაოები და სამზარეულო მალევე გაიხსნა. დასავლეთ საქართველოს სურსათის უვნებლობის სააგენტოს ხელმძღვანელის ფიქრია ჭლიკაძის განცხადებით, საკვებში არა თაგვის ექსკრემენტი, არამედ ბარდის მარცვალია აღმოჩენილი, " - ნათქვამია ქუთაისის მერიის განცხადებაში.

მერიის ინფორმაციით, "მადლიერების სახლში" მერის მოადგილე ნინო თვალთვაძე იმყოფებოდა, რომელმაც ბენეფიციარებთან ერთად ისადილა და ადგილზე არსებულ მდგომარეობას გაეცნო. ნინო თვალთვაძე, ასევე გამოეხმაურა ბენეფიციარების განცხადებას დაწესებულების ადმინისტრაციის წარმომადგენლების მიერ მათი შეურაცხყოფის შესახებ და განაცახდა, რომ მსგავსი ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში მერია შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.

ბენეფიციარების თქმით, "მადლიერების სახლის" სამზარეულოში მომზადებულ საკვებში თაგვის ექსკრემენტები სამი დღის წინ, სასადილოდან სახლში მიტანის შემდეგ იპოვეს.

ქუთაისიპოსტზე გასული ინფორმაციის შემდეგ სურსათის უვნებლობის ეროვნულმა სააგენტომ დაწესებულებას საწარმოო პროცესი შეუჩერა, თუმცა, მხოლოდ რამდენიმე საათით.

წარმოების პროცესის შეჩერებას არ ადასტურებს თავად "მადლიერების სახლის" დირექტორი. თამთა ბაკურაძის განცხადებით,  სააგენტოს წარმომადგენლებმა დაწესებულებაში ხარვეზები მართლაც იპოვეს, რაც მალევე  აღმოიფხვრა, საწარმოო პროცესის შეჩერებაზე კი საუბარი არ ყოფილა.

"მადლიერების სახლი" ბენეფიციართა მომსახურებას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს. 

ქუთაისშუ უფასო სადილს  800 ბენეფიციარი იღებს,  რომელთა მომსახურება ადგილობრივ ბიუჯეტს დღეში 2. 14 ლარი ჯდება.

ამავე თემაზე:

ერთ დღეში შეჩერებული და აღდგენილი საწარმოო პროცესი ქუთაისის უფასო სასადილოში

ქუთაისის "მადლიერების სახლში" საჭმელში თაგვის ცურცლები იპოვეს (ფოტო)

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე
13:31 / 03.05.2024
ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე"-ს ინფორმაციით, საქართველო პრესის თავისუფლების ინდექსით 53.05 ქულით, 180 ქვეყანას შორის 103-ე ადგილზეა.
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის, საჯარო სკოლები, დღეიდან, 3
მაისიდან (წითელი პარასკევი) 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.
10:22 / 03.05.2024
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის, საჯარო სკოლები, დღეიდან, 3 მაისიდან (წითელი პარასკევი) 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.