საზოგადოება
მაკ–დრაივი და ღია ტერასები – ქუთაისში მშენებარე „მაკდონალდსის“ ახალი ობიექტის პროექტი (ფოტო)
FaceBook
ქუთაისში, ცენტრალური მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, "მაკდონალდსის" ახალი ობიექტის მშენებლობაზე ნებართვა ქუთაისის მერიამ უკვე გასცა.
1416.0 კვმ–ზე სწრაფი კვების ობიექტს შპს "თ და კ რესტორნები" აშენებს.

პროექტის მიხედვით, შენობა ორსართულიანი იქნება, რომლის პირველ სართულზე გათვალისწინებულია გაცემის ზონა – ე.წ. მაკ–დრაივი, დარბაზი, სამზარეულო და სხვა დამხმარე სათავსოები.

ხოლო, მეორე სართულზე იქნება დარბაზი, რომელსაც თან ახლავს ღია საზაფხულო ტერასები.

ობიექტის მარჯვენა მხარეს, მუზეუმისა და საათის  უკან მოეწყობა ავტოსადგომი. 



ავტოსადგომზე მოხვედრა მხოლოდ თბილისის ქუჩიდან იქნება შესაძლებელი.



პროექტის მიხედვით, გამწვანებამ ობიექტისთვის გათვალისწინებული მიწის ფართობის 0.1 კვმ უნდა შეადგინოს.
ამასთანავე, შენობას ორივე მხრიდან უნდა ჰქონდეს ბუნებრივად გამწვანებული თაღები.

შენობის წინა ფასადის ზედა ნაწილი, ე.წ. პანელი მუქ მწვანე ფერებში უნდა გაკეთდეს.

პროექტში კარგად ჩანს დავიწროებული კიბეები და განსხვავებული ვიზუალის მქონე საათი შენობის მარჯვენა მხარეს, მუზეუმის გვერდით.

შპს "თ და კ რესტორნებმა" ქუთაისის ცენტრალური მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე 416 კვმ. მიწის ფართობი ეკონომკის სამინისტროსგან 2016 წლის 18 ნოემბერს შეიძინა.

ადგილზე "მაკდონალდსის" ახალი ობიექტის მშენებლობას ადგილობრივთა პროტესტი ჯერ კიდევ მშენებლობის დაწყებამდე მოჰყვა.

შენობის იერსახის პირვანდელი ვერსია, რომელიც საზოგადოების ფართო წრეს არ უნახავს, კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულმა სააგენტომ ქალაქის ისტორიული ნაწილის არქიტექტურასთან შეუსაბამობის გამო დაიწუნა.

ამის შემდეგ, ქუთაისის მერიამ კომპანიას წარმოდგენილი ესკიზი შენიშვნებით უკან დაუბრუნა.

ქალაქის მერი შოთა მურღულია ამბობდა, რომ კომპანიას საათის ამაღლების და შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მეტი სიმწვანის უზრუნველყოფის რეკომენდაცია მისცა. რეკომენდაციის მიხედვით, მუქი მწვანე ფერი უნდა ყოფილიყო დომინანტი შენობის ფასადზეც.

მოგვიანებით, ქალაქის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ კომპანიამ შენიშვნები გაითვალისწინა და "მაკდონალდსის" შენობის უკვე გამზადებული პროექტის საჯარო განხილვა მოაწყო.

ხმაურიან განხილვაზე შეხვედრის მონაწილეებმა პროექტი დაიწუნეს და მშენებლობა კიდევ ერთხელ გააპროტესტეს.
ამის მიუხედავად, ქალაქის მერიამ "მაკდონალდსის" ახალი ობიექტის მშენებლობის ნებართვა მიანც გასცა.

ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე სწრაფი კვების ობიექტის მშენებლობა 6 თვეში უნდა დასრულდეს.

შპს "თ და კ კომპანიებმა" "მაკდონალდსის" მშენებლობით ქალაქში 2 800 000 ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს და 40 ადამიანი დაასაქმოს.

ამავე თემაზე:

ქუთაისის მერიამ "მაკდონალდსის" შესწორებული ესკიზი უკან დააბრუნა

ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე არსებულ საათს სხვა ადგილზე გადაიტანენ


ქუთაისში სასულიერო პირები "მაკდონალდსის" მშენებლობას აპროტესტებენ

გია თევდორაძე ქუთაისში "მაკდონალდსის" მშენებლობაზე – ეს არის უზნეობის გამოვლენა

გოგი წულაია: "მაკდონალდსის" სახით ქუთაისში კიდევ ერთი სიმახინჯე გვექნება

ქუთაისში "მაკდონალდსის" მშენებლობის გამო 112 გამოიძახეს

ქუთაისელები ცენტრალური მოედნიდან ე.წ ქუჩის საათის გადატანაზე – გამოკითხვა (ვიდეო)

ქუთაისის მერიას "მაკდონალდსის" ახალი რესტორნის პროექტი ჯერ არ განუხილავს


Print E-mail
FaceBook Twitter



მსგავსი სიახლეები
თუ თქვენ საინტერესო ამბების და
ადამიანების ისტორიების მოსმენა გიყვართ,
16:04 / 23.02.2021
თუ თქვენ საინტერესო ამბების და ადამიანების ისტორიების მოსმენა გიყვართ,

პირველ თებერვალს, რიონის ხეობაში პროტესტის
მეასე დღე დაღამდა.
19:50 / 01.02.2021
პირველ თებერვალს, რიონის ხეობაში პროტესტის მეასე დღე დაღამდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.