საზოგადოება
ავტოსადგომი საზოგადოებრივი სივრცის ხარჯზე
FaceBook
ქუთაისის ცენტრალურ ბაზარში მშენებარე ავტოსადგომი ბაზრის ტერიტორიას სცდება და საზოგადოებრივ სივრცეს იკავებს.
ფალიაშვილის ქუჩაზე ავტოსადგომის დაბოლოება, ფეხით მოსიარულეთა ტერიტორიას, ე.წ. პასაჟების ერთ ნაწილს შუაზე ყოფს.

ბაზრის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ პროექტი ადგილობრივ თვითმმართველობასთან შეთანხმებულია. ქუთაისის მერიაში კი განმარტავენ, რომ ფეხითმოსიარულეებს გადაადგილების პრობლემა არ შეექმნებათ.

ქუთაისის ცენტრალური ბაზრის მესაკუთრე, შპს "ფარის" დირექტორი, ოლეგ არგვლიანი ქუთაისიპოსტთან საუბარში ამბობს, რომ მოქალაქეებს ავტოსადგომზე უფრო მეტ პრობლემას ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გარევაჭრობა უქმნის.

"პარკინგის მშენებლობით არ ირღევვა მოქალაქეების უფლება. ვფიქრობ, მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონო გარევაჭრობა უფრო არის მათი უფლებების დარღვევა.  ავტოსადგომის პროექტი შეთანხმებულია ქუთაისის მერიასთან, საპატრულო პოლიციასთან და კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოსთან. პროექტზე მუშაობდნენ მაღალკვალიფიციური სპეციალისტები და მაქსიმალურად იქნა გათვალისწინებული მოქალაქეთა ინტერესები.  ასეთი ავტოსადგომი უამრავია მსოფლიოში და მათ აქვთ ხელშეწყობა ხელისუფლების მხრიდან", –აცხადებს ოლეგ არგვლიანი.

ავტოსადგომის მშენებლობის გამო ყოველდღიური შემოსავლის დაკარგვის საფრთხის წინაშე არიან გარემოვაჭრეები. მათი თქმით, ავტომობილების მოძრაობის გამო ტერიტორიაზე გაჩერება შეუძლებელი იქნება. 

"ჩვენ ვინ გვკითხავს ვინმე რამეს? მერიას მიუცია ნებართვა. ისედაც სულ გვეჩხუბებიან და არ გვაჩერებენ აქ. მოგვიწევს სხვა ადგილზე გადასვლა ან წავალთ სახლში", – ამბობს ერთ–ერთი გარემოვაჭრე ნადია  კილასონია.

ქუთაისის მერიაში ამბობენ, რომ ავტოსადგომისთვის განკუთვნილ ტერიტორიაზე, რომელიც ქალაქის საკუთრებაშია, მოქალაქეები უპრობლემოდ გადაადგილდებიან. რაც შეეხება გარემოვაჭრეებს, ისინი ისედაც უკანონოდ ახორციელებენ ადგილზე ვაჭრობას. 

"ის, რომ ძალიან შეიზღუდება ფეხითმოსიარულეთა გადაადგილება, ასეთი რამ არ იქნება. იქ შეიძლება დაიდგას შუქნიშანი და უპირატესი იქნება ფეხითმოსიარულე და არა მანქანა. ყველანაირი პირობა უნდა იქნას შექმნილი, რომ მოქალაქეს არ შეექმნას პრობლემა. რაც შეეხება გარემოვაჭრეებს,  ისინი ისედაც  არ უნდა იყვნენ იქ და თუ არ იქნებიან მითუმეტეს კარგი იქნება, "–აცხადებს ქუთაისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსი,  ბაქარ ჭეიშვილი.

ქუთაისის ცენტრალურ ბაზარში ავტოსადგომის მშენებლობა 2013 წელს დაიწყო და მიმდინარე წლის გაზაფხულზე უნდა დასრულდეს.

ავტოსადგომი პირველ ეტაპზე 35 მანქანაზეა გათვლილი.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან
ბეტონის მასალები ცვივა.
11:46 / 18.12.2023
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან ბეტონის მასალები ცვივა.
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის
იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
17:15 / 11.12.2023
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.