ახალი ამბები
ქუთაისში, ცენტრალურ ბაზართან საჰაერო ავტოსადგომი შენდება
FaceBook
ქუთაისში, ცენტრალურ ე.წ "მწვანე ბაზართან" საჰაერო ავტოსადგომი შენდება.

მშენებლობას შპს "ფარი" ახორციელებს, რომლის დაქვემდებარებაშია ე.წ. "მწვანე ბაზარი". მისი დირექტორის, ოლეგ არღვლიანის თქმით, პირველ ეტაპზე ავტოსადგომი 35 ავტომანქანისთვის იქნება განკუთვნილი. მისივე თქმით, ავტოსადგომში, ასევე, ამოქმედდება ლიფტი. მოთხოვნის შემთხვევაში კი, შესაძლოა, პარკირების სივრცე გაიზარდოს.

ოლეგ არღვლიანის განმარტებით, ავტომანქანების პარკირება მეორე სართულის სივრცეზე იქნება შესაძლებელი. სადგომზე ტრანსპორტის შემოსვლა ლერმონტოვის ქუჩიდან, ხოლო გასვლა, პანდუსების მეშვეობით, ფალიაშვილის ქუჩით განხორციელდება.

"პარკირება ქუთაისში საკმაოდ პრობლემური საკითხია. ცენტრალური ბაზრით მოსარგებლე ადამიანები ამ პრობლემას განსაკუთრებით აწყდებიან, ამიტომ გადავწყვიტეთ ავტოსადგომის აშენება", – ამბობს შპს "ფარის" დირექტორი, ოლეგ არღვლიანი.

ავტოსადგომის მშენებლობა 2013 წლის ნოემბერში დაიწყო. თუმცა, ფინანსური პრობლემების გამო გადაიდო. შპს "ფარის" ხემლმძღვანელის ინფორმაციით, ავტოსადგომი მიმდინარე წლის გაზაფხულზე გაიხსნება.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ
15:58 / 14.05.2024
“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი იგივე რუსული კანონი  დამტკიცებულია.
ფესტივალი Rockაია პროტესტის ნიშნად  მუშაობას დროებით
წყვეტს.
16:25 / 13.05.2024
ფესტივალი Rockაია პროტესტის ნიშნად  მუშაობას დროებით წყვეტს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.