ახალი ამბები
ომბუდსმენი ჭიათურაში მომხდარ ინცინდენტს ეხმაურება
FaceBook
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ჭიათურაში მაღაროელის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება. უჩა ნანუაშვილი მწუხარებას გამოთქვამს მაღაროელის გარდაცვალების გამო.

"სახალხო დამცველი მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, ჩაატაროს სწრაფი და ეფექტური გამოძიება ადამიანის სიცოცხლის მოსპობის ფაქტზე, რაც შესაძლოა გამოწვეული იყოს სამთო–სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევით.

სახალხო დამცველი ასევე მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დაუყონებლივ დაიწყოს კონკრეტული ქმედითი ღონისძიებების გატარება შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, დასაქმებულთა ჯანსაღი და უსაფრთხო გარემოთი უზრუნველყოფისათვის შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის N81 კონვენციის (შრომის ინსპექციის შესახებ), N129 კონვენციის (სოფლის მეურნეობაში შრომის ინსპექციის შესახებ), N155 კონვენციისა (შრომის უსაფრთხოებისა და ჰიგიენის შესახებ) და ევროპის სოციალური ქარტიის მე–3 მუხლის (უსაფრთხო და ჰიგიენური სამუშაო პირობებით სარგებლობის უფლება) რატიფიცირების პროცესი.

ჭიათურის მაღაროში მომხდარი უბედური შემთხვევა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოების პრობლემების სიმწვავეს", - ნათქვამია ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ოკუპანტი ქვეყნის სამხედროებმა
უკრაინაში კუნძული ზმეინი დატოვეს.
13:02 / 01.07.2022
ოკუპანტი ქვეყნის სამხედროებმა უკრაინაში კუნძული ზმეინი დატოვეს.
საერთაშორისო უფლებადამცველმა
ორგანიზაცია Amnesty International -მა, ოკუპანტი ქვეყნის
სამხედროების მიერ მარიუპოლის თეატრის დაბომბვა ომის დანაშაულად
აღიარა.
12:07 / 01.07.2022
საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International -მა, ოკუპანტი ქვეყნის სამხედროების მიერ მარიუპოლის თეატრის დაბომბვა ომის დანაშაულად აღიარა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.