საზოგადოება
კაფკა, ფამუქი, ქართული გვარების ისტორია და ა.შ.- რას კითხულობენ ქუთაისში?!
FaceBook
ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლოთეკაში მკითხველთა რაოდენობა იმატებს.

ამაზე მიუთითებენ ბიბლიოთეკის წარმომადგენლები, თუმცა კონკრეტულ ციფრებზე საუბარს წლის ბოლოსთვის აპირებენ.

სამაგიეროდ, რა ტიპის ლიტერატურის მიმართ იყო მთელი წლის განმავლობაში ინტერესი, ამის შესახებ, საჯაროში საუბარი უკვე შეუძლიათ.

"ბუნებრივია, ყველა განყოფილებას თავისი მკითხველი ყავს. შესაბამისად, მკითხველების მხრიდან მოთხოვნებია როგორც სამეცნიერო ლიტერატურაზე, ისე მხატვრულზე. ყველაზე ერთგული და სტაბილური მკითხველები სტუდენტებია, თუმცა მაინც ვერ იტყვი, რომ რომელიმე ასაკობრივი კატეგორიის მკითხველი ჭარბობდეს", - აღნიშნა ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა, ციცი ჯინჯიხაძემ.

ბიბლიოთეკაში აღნიშნავენ, რომ სამეცნიერო ლიტერატურიდან კვლავ მოთხოვნად ტექსტებად რჩება ქართული ლიტერატურის ოთხტომეული, საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ქართული ხელოვნება და არქიტექტურა, ქართული ეთნოგრაფიის საკითხები, ასევე მუდმივ "ბესთსელერთა" სიაშია ენციკლოპედიური სახის სხვადასხვა ლიტერატურა, ისევე როგორც ალბომები და ლექსიკონები.

თუმცა, ბიბლიოთეკაში სიახლეზეც მიუთითებენ. მათი თქმით, გაიზარდა უცხო ენების თვითმასწავლებლებზე მოთხოვნა, მათ შორის რუსული ენის. როგორც ბიბლიოთეკაში განმარტავენ, ეს ტენდენცია ადრე არ შეიმჩნეოდა.

ბიბლიოთეკაში გენდერის საკითხებში ინტერესის ზრდაზეც საუბრობენ, თანაც ისეთი ლიეტარატურის მიმართ, სადაც საუბარია გენდერის პრობლემატიკაზე არა იმდენად დასავლეთის, რამდენადაც აღმოსავლეთის ქვეყნებში.

"საკმაოდ პოპულარულია მკითხველში ქველიძის "გენდერული თანასწორობის პრობლემები ახალ არაბულ ლიტერატურაში". აღმოსავლეთში სხვანაირად უყურებენ ამ საკითხს. ისინიც, რომელთაც ეგონათ კარგად იცოდნენ გენდერის თემატიკა, ბევრი სიახლე აღმოაჩინეს ამ ტექსტით, ამიტომ ბევრი ითხოვს და კითხულობს", - აღნიშნა ციცი ჯინჯიხაძემ.

მოთხოვნა გაიზარდა გვარების ისტორიის მიმართ. ბიბლიოთეკაში ქართული გვარების წარმოშვებაზე ინტერესის არსებობას გასულ წლებში ვერ იხსენებენ.

"ქართული გავრების მიმართ ინტერესი ადრე არ გვახნდება", - აღნიშნავენ ბიბლიოთეკაში.

მკითხველთა "რეიტინგის" მაღალ პოზიციებს იკავებენ კლასიკოსი მწერლები. პოპლარულია კაფკა, კამიუ, რემარკი, თანამედროვე კლასიკოსებიდან პოზიციებს არ თმობს ორჰან ფამუქი.

ფამუქისა და კაფკას მიმართ მყიდველთა ინტერესზე მიუთითებენ ქუთაისში არსებულ წიგნის მაღაზიებშიც. გაყიდვების მიხედვით "ბესთსელერთა" სიაშია უმბერტო ეკო, ჯერომ სელინჯერი და გურამ დოჩანაშვილი.

საბავშვო ლიტერატურაში მოთხოვნად ტექსტებად რჩებიან ასტრიდ ლინდგრენი, მარკუს ზუზაკის "წიგნის ქურდი", ასევე, არ იკლებს ინტერესი საბავშვო ენციკლოპედიებისა და საბავშვო ბიბლიის მიმართ.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან
ბეტონის მასალები ცვივა.
11:46 / 18.12.2023
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან ბეტონის მასალები ცვივა.
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის
იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
17:15 / 11.12.2023
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.