ახალი ამბები
NDI – 2012 წლის შემდეგ ოჯახების მდგომარეობა იგივე დარჩა
FaceBook
ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტი "საზოგადოების განწყობა საქართველოში" კვლევის შედეგებს აქვეყნებს.

NDI -ის მიერ გამოკითხული 4 113 ინტერვიუერიდან 51% ამბობს, რომ 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ მათი და მათი ოჯახის მდგომარეობა იგივე დარჩა.

"ყველაფერის გათვალისწინებით, 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ, თქვენი და თქვენი ოჯახის მდგომარეობა შედარებით ხართ ..." - ორგანიზაციის მიერ ამგვარად ფორმულირებულ შეკითხვაზე გამოკითხულთა 32% პასუხობს, რომ უარესად, 1% კი ირწმუნება, რომ არ იცის, დანარენი კი თვლის, რომ უკეთესად არის შეცვლილი.

კვლევის მიხედვით, 2012 წლის ოქტომბერთან შედარებით, გაუმჯობესდა ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურება (55%), სიტყვის თავისუფლება (42%), განათლება (25%), ხოლო გაუარესდა ფასების ზრდის კუთხით არსებული ვითარება (86%), სიღარიბე (62%), კრიმინალი (57%).

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტისტუტმა კვლევის საველე სამუშაოები მიმდინარე წლის 8 ივნისიდან 6 ივლისამდე პერიდოში ჩაატარა. კვლევის საშუალო ცდომილება არის +/_2,1/ .

წარმომადგენლობითი შერჩევა ქვეყნის მასშტაბით განხორცილედა. ამასთან დამატებით წარმომადგენლობითი შერჩევა თბილისში, ქალაქის და სოფლის ტიპის დასახლებებში, ეროვნული უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებშიც მოხდა.

კვლევის მიზანია ქვეყანაში ისეთი პოლიტიკისა და მმართველობის ჩამოყალიბება, რომელიც უკეთ იქნება მორგებული მოსახლეობის საჭიროებებზე.

კვლევის შედეგები ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველოს მიერ. კვლევა დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) მიერ.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „უცხოური
გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე
დღეს გავა.
11:30 / 16.04.2024
პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე დღეს გავა.
თბილისში, რუსული კანონის წინააღმდეგ, პარლამენტთან გამართულ აქციაზე
ქუთაისელი აქტივისტი იმედა კლდიაშვილი დააკავეს.
11:00 / 16.04.2024
თბილისში, რუსული კანონის წინააღმდეგ, პარლამენტთან გამართულ აქციაზე ქუთაისელი აქტივისტი იმედა კლდიაშვილი დააკავეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.