ახალი ამბები
ქუთაისში ორი წლის განმავლობაში 178 საკუთრების უფლების მოწმობა გაიცა
FaceBook
ქუთაისში, 2015 წლის იანვრიდან ამ დრომდე, 300-მეტი მსურველიდან, მიწის ნაკვეთი საკუთრებაში მხოლოდ 178 მოქალაქეს გადაეცა.

ექვს მათგანს უარი ეთქვა, ხოლო დანარჩენი საქმეები განხილვის პროცესშია.

მოქალქეების მიერ თვითნებურად დაკავებულ ქონებას, ქუთაისის საკრებულოსთან არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის პირების მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისია ამტკიცებს.

საუბარია, იმ მიწის ნაკვეთზე ან შენობა-ნაგებობაზე, რომელიც მათ წლების განმავლობაში სარგებლობაში ჰქონდათ, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო, საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი არ გააჩნდათ.

"ჩვენთან არის ისეთი საქმეები, როდესაც მოქალაქეს მიწის ობიექტი თვითნებურად აქვს დაკავებული და მხოლოდ მეზობლები ადასტურებენ, რომ ეს მიწის ნაკვეთი კონკრეტულ ადამიანს ეკუთვნის, რადგან სხვა რაიმე დოკუმენტი არ გააჩნიათ", - ამბობს ქუთაისის საკრებულოსთან არსებული ე.წ. მიწის კომისიის თავმჯდომარე, ლაშა გვენეტაძე.

მიწის საკადატრო ნახაზი, ამონაწერი საჯარო რესტრიდან და მეზობლების თანხმობა - ეს ის ძირითადი დოკუმენტებია, რომელიც მოქალაქემ კომისიას უნდა წარუდგინოს. ასევე, კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე, რომლის საკუთრებაში გადაცემასაც მოქალაქე ითხოვს, არ უნდა გადიოდეს სხვადასხვა კომუნიკაციების ხაზები. მაგალითად, ელექტროენერგიის, წყლისა და გაზის მილები.

განაცხადის შეტანის შემდეგ, 7 წევრიან კომისიას 6 თვიანი ვადა აქვს იმისთვის, რომ საქმე განიხილოს და გადაწყვეტილება მიიღოს.

მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარის, ლაშა გვენეტაძის განმარტებით, საბოლოო დასკვნის მიღებამდე ადგილზე მოწმდება თუ რა ობიექტზეა საუბარი და რამდენად შესაძლებელია მოქალაქისთვის მისი საკუთრებაში გადაცემა.

როგორც გაირკვა, ე.წ მიწის კომისია მხოლოდ 2007 წლამდე თვითნებურად ამ მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკეთების საქმეს იხილავს.
საკუთრების აღიარება მოქალაქეს უსასყიდლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია, თუკი ის სიციალურად დაუცვველია.

სხვა შემთხვევაში, საკუთრების დაკანონების ღირებულება იმაზეა დამოკიდებული, ესა თუ ის მიწის ნაკვეთი ქალაქის რომელ ზონაში მდებარეობს. მაგალითად, პირველ ზონაში 1 კვ.მ-ის ფასი 6 ლარია, მეორე ზონაში - 3 ლარი, ხოლო მესამე ზონაში 1,20 ლარს შეადგენს.

"თუკი შენობა არის განთავსებული მიწის ნაკვეთზე, მისი ღირებულება არ ანგარიშდება, რადგან კანონში არ არის მითითებული", - ამბობს ლაშა გვენეტაძე.

2015 წლიდან ამ დრომდე, საკუთრების უფლების დაკანონებისთვის, ადგილობრივ ბიუჯეტში მოქალაქეების მიერ გადახდილმა თანხამ, სულ 69 744 ლარი შეადგინა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, ყოფილი კინოთეატრის
12:19 / 10.05.2024
ქუთაისში, ყოფილი კინოთეატრის "სულიკოს" შენობის დემონტაჟი მიმდინარეობს.
თითქმის ორი თვეა, სოფელ შუქრუთში, კოროხნალის მაღაროსთან, მოსახლეობა
ღამეს კარვებში ათევს და ამ დრომდე მათ უკუკავშირი არც ერთი
უწყებისგან არ მიუღიათ.
12:34 / 09.05.2024
თითქმის ორი თვეა, სოფელ შუქრუთში, კოროხნალის მაღაროსთან, მოსახლეობა ღამეს კარვებში ათევს და ამ დრომდე მათ უკუკავშირი არც ერთი უწყებისგან არ მიუღიათ.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.