ახალი ამბები
"შემდეგი წლიდან, სახელმწიფო უნივერსიტეტები ვერ მიიღებენ უცხოელ სტუდენტებს" - განათლების მინისტრი
FaceBook
საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტები, მომავალი სასწავლო წლიდან, უცხოელ სტუდენტებს ვეღარ მიიღებენ.



ამის შესახებ განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზანია სახელმწიფო უნივერსიტეტების მაქსიმალური ორიენტაცია „სახელმწიფო ინტერესებზე“ და საქართველოს მოქალაქეებისთვის ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფაზე.

გივი მიქანაძის განცხადებით, ეს შეზღუდვა არ შეეხება კერძო უნივერსიტეტებს, სადაც უცხოელი სტუდენტების მიღება ჩვეულებრივ გაგრძელდება. 

"მაგალითისთვის მოგიყვანთ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტატისტიკას, სადაც ზუსტი ციფრები რომ არ ვთქვა, 45% დღეს მოქმედი სტუდენტების არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები და 55% არიან საქართველოს მოქალაქეები. ეს ფაქტობრივად ნიშნავს, რომ თითქმის ნახევარია, და ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეების ხარისხიან განათლებაზე, რაზეც ჩვენ გვაქვს ორიენტირი და ამ უნივერსიტეტს აქვს თავისი ტრადიცია, ყველანაირი რესურსი და შესაძლებლობა, მაქსიმალურად ამ უნივერსიტეტის ფარგლებში უნდა ვიყოთ ორიენტირებული.

ამიტომ, ჩვენ ვამბობთ, რომ ამიერიდან, აქ აღარ მივიღებთ უცხოელებს, რომლებიც, სხვათა შორის, რამდენჯერმე მეტ გადასახადს იხდიან, ვიდრე საქართველოს მოქალაქეებისთვის არის დაწესებული. ვეუბნებით კერძო სექტორის წარმომადგენლებს, აგერ არიან უცხოელი სტუდენტები, თქვენ შეგიძლიათ, რომ მათზე გააკეთოთ ორიენტირი. რა თქმა უნდა, მათ არ ეკრძალებათ, რომ საქართველოს მოქალაქეებიც ჰყავდეთ", - განაცხადა გივი მიქანაძემ.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ვენეციის მიმართულებით პირდაპირი
რეისები დაემატა.
13:45 / 03.12.2025
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ვენეციის მიმართულებით პირდაპირი რეისები დაემატა.
შსს-ს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, წინასწარი
შეთანხმებით ჯგუფის მიერ სადგომში ან საცავში შეღწევით ჩადენილი
ქურდობის ბრალდებით, ორი პირი დააკავეს.
11:58 / 03.12.2025
შსს-ს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სადგომში ან საცავში შეღწევით ჩადენილი ქურდობის ბრალდებით, ორი პირი დააკავეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.