ახალი ამბები
ბერნარდ ნებიერიძის ოჯახს საცხოვრებელი სახლიდან გამოსახლება ემუქრება
FaceBook

ქუთაისელი მხატვარ-მოქანდაკის, ბერნარდ ნებიერიძის ოჯახი შესაძლოა საცხოვრებელი სახლიდან გამოასახლონ.



ოჯახის ინფორმაციით, აღსრულების ეროვნული ბიუროს გაფრთხილება მხატვრის მეუღლემ, სვეტლანა მინაძემ, ორი დღის წინ, 21 ივნისს მიიღო.


დოკუმენტის მიხედვით, ოჯახს 7-დღიანი ვადა აქვს, ნებაყოფლობით დაცალოს ქონება, რომელიც "საქართველოს ბანკის" საკუთრებაშია და გასაღები ბანკის წარმომადგენელს გადასცეს.


„მოგმართავთ თხოვნით, 7 დღის ვადაში ნებაყოფლობით დაცალოთ საქართველოს ბანკის კუთვნილი ქონება და გადასცეთ გასაღები ბანკის წარმომადგენელს. ზემოაღნიშნულ ვადაში გაფრთხილებით განსაზღვრული კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის შემთხვევაში იძულებული ვიქნებით მივმართოთ კანონმდებლობით განსაზღვრულ ღონისძიებებს იძულებითი გამოსახლების მიზნით“, – ნათქვამია აღსრულების დოკუმენტში.


ნებიერიძეების თქმით, პრობლემების სათავე რამდენიმე წლის წინ აღებული სესხია, რომელიც ბერნარდ ნებიერიძის სახლ-მუზეუმისა და გალერეის მოსაწყობად უნდოდათ.

სვეტლანა მინაძის განცხადებით, მისი მეუღლის ოცნება იყო, მისი ნამუშევრების მუზეუმი შექმნილიყო, თუმცა პროექტის განხორციელებას არაერთი დაბრკოლება შეხვდა.


მისივე თქმით, სახლ-მუზეუმის მოსაწყობად საჭირო თანხა სესხით მოიძიეს, თუმცა პროცესს ჯერ სხვადასხვა პრობლემამ, მოგვიანებით კი პანდემიამ შეუშალა ხელი. შედეგად, პროექტი ვერ დასრულდა, ხოლო სესხის მომსახურება ოჯახისთვის სულ უფრო რთული გახდა.


„მინდოდა მომეწყო ბერნარდ ნებიერიძის სახლ-მუზეუმი, რომელსაც ეყოლებოდა როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი დამთვალიერებელი. ვფიქრობდი, რომ ეს პროექტი ქალაქისთვისაც სასარგებლო იქნებოდა და შემოსავალსაც მოიტანდა“, – ამბობს სვეტლანა მინაძე.


მისივე თქმით, მეგობრების რჩევით, ვიდრე სახლ-მუზეუმი მოეწყობოდა, მეუღლის ნამუშევრები საკუთარ საცხოვრებელ სახლში გამოფინა.

ოჯახის ინფორმაციით, თავდაპირველი სესხის გადასაფარად საცხოვრებელი სახლი იპოთეკით დატვირთეს, რამაც საბოლოოდ არსებული მდგომარეობა გამოიწვია.

სვეტლანა მინაძე-ნებიერიძის თქმით, ოჯახი სესხის დაფარვას გეგმავს, რის გამოც მისი  შვილი და შვილიშვილი ემიგრაციაში წავიდნენ, თუმცა მათ დამატებითი დრო და ბანკთან შეთანხმებული ახალი გადახდის გრაფიკის შედგენა სჭირდებათ.

"მაგრამ ოჯახმა ვერ შეძლო ამ თანხის გადახდა და შესაბამისად,  მხარეებს შორის  მორიგებაც  ვერ შედგა", - აღნიშნავს ადვოკატი. 

სალომე ბოჭორიშვილის თქმით, მორიგების მიზნით ბანკს არაერთხელ მიმართა და ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ბერნარდ ნებიერიძის ოჯახი და მისი შემოქმედებითი მემკვიდრეობა ქუთაისისთვის მნიშვნელოვან ღირებულებას წარმოადგენს. მისი თქმით, ეს გარემოება სასამართლომაც გარკვეულ ეტაპზეც გაითვალისწინა.


„ვფიქრობ, გამოსახლება არ მოხდება. ემიგრაციაში მყოფი სვეტლანა მინაძის შვილი და შვილიშვილი მზად არიან ოჯახის დასახმარებლად. ამ საკითხის შესახებ დღეს აღსრულების ეროვნულ ბიუროსაც მივმართავ, რათა ინფორმაცია კრედიტორამდე მივიდეს. იმედი მაქვს, ბანკთან შეთანხმების შესაძლებლობა კვლავ დარჩება“, – აღნიშნავს ადვოკატი.


###

ქუთაისელი მხატვარ-მოქანდაკე ბერნარდ ნებიერიძე ცნობილია მონუმენტური და დეკორატიული ხელოვნების ნამუშევრებით.

იგი არის ავტორი კერამიკულ პანოს — „კოლხეთი“, რომელიც ქალაქის ერთ-ერთ ცნობილ ურბანულ ნამუშევრად ითვლება. ნებიერიძე ადგილობრივ კულტურულ სივრცეში აღიქმება როგორც ავტორი, რომელმაც თავისი შემოქმედებით კვალი დატოვა ქალაქის მხატვრულ იერსახეზე.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საქართველოში სულ 3,617 სოფელია, აქედან 3,417 დასახლებულია, ხოლო
200 — დაუსახლებელი (ანუ სოფელი, სადაც მუდმივი მოსახლეობა არ
ფიქსირდება)  ამის შესახებ აღნიშნულია საქსტატის მოსახლეობისა და
სასოფლო-სამეურნეო აღწერის (2024) დაზუსტებულ მონაცემებში.
16:29 / 22.06.2026

საქართველოში სულ 3,617 სოფელია, აქედან 3,417 დასახლებულია, ხოლო 200 — დაუსახლებელი (ანუ სოფელი, სადაც მუდმივი მოსახლეობა არ ფიქსირდება)  ამის შესახებ აღნიშნულია საქსტატის მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერის (2024) დაზუსტებულ მონაცემებში.

საქართველოს 2024 წლის აღწერის შედეგების მიხედვით, კლების
ტენდენცია გამოვლინდა. მოსახლეობის რიცხოვნობის მიხედვით, ყველაზე
კლებად მუნიციპალიტეტებს წარმოადგენენ მაღალმთიანი აჭარა, ასევე
ცაგერის, წყალტუბოს, ტყიბულისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტები.
13:00 / 22.06.2026

საქართველოს 2024 წლის აღწერის შედეგების მიხედვით, კლების ტენდენცია გამოვლინდა. მოსახლეობის რიცხოვნობის მიხედვით, ყველაზე კლებად მუნიციპალიტეტებს წარმოადგენენ მაღალმთიანი აჭარა, ასევე ცაგერის, წყალტუბოს, ტყიბულისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტები.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.