ახალი ამბები
„ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა “- ომბუდსმენის 2022 წლის ანგარიში
FaceBook
ახალმა ომბუდსმენმა, ლევან იოსელიანმა ყოველწლიური ანგარიში, წარადგინა. 

იგი ყოფილი სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას გუნდის მიერ არის მომზადებული. 

იოსელიანის თქმით,  ანგარიშში  არაფერი შეუცვლია.

2022 წელს ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ მთავარი შეფასება შესავალშივე იკითხება და აღნიშნულია, რომ  2022 წელს ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობა არსებითად არ გაუმჯობესებულა, მეტიც, რიგი მიმართულებებით მნიშვნელოვანი გაუარესებაც კი შეინიშნებოდა.

პირველ რიგში საგულისხმოა, რომ საანგარიშო პერიოდში - 2022 წლის პირველი მარტიდან გაუქმდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და შეიქმნა ორი დამოუკიდებელი ინსტიტუტი - სპეციალური საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურები. ამ სამსახურის მთავარი გამოწვევა დღესდღეისობით არის ის რომ არანაირი ინსტიტუციური გარანტიები არ მოქმედებენ ამ სამსახურების გამართული და ეფექტური ფუნქციონირებისთვის.

ანგარიშში ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად და პრობლემად მითითებულია სასამართლო რეფორმა. 

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ  "საქართველოში ყველა სახელმწიფო ორგანოს აქვს კონსტიტუციური ვალდებულება მიიღოს ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად. ამ ფონზე, ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ 2022 წლის 17 ივნისს სწორედ სასამართლო ხელისუფლებასთან მიმართებით მიიღო საქართველომ ყველაზე მეტი წინაპირობა ევროკავშირისგან კანდიდატის სტატუსის მისაღებად. მიუხედავად ამისა, საქართველოს პარლამენტმა ე.წ. 12 პუნქტიანი გეგმის შესრულებისას სასამართლოს რეფორმირების ნაწილში არ გაიზიარა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიც არის: იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ძირეული რეფორმა; საქმეთა განაწილების სისტემის გაუმჯობესება და ამ პროცესში ზეგავლენების სრულად გამორიცხვა და ა.შ."

ანგარიშში საუბარია "რუსული კანონის" დამანგრეველ შედეგებზე.

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტის იდეის გაჟღერება 2022 წელს და შემდგომ 2023 წელს მისი ინიცირება, რაც განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო. კანონპროექტი საქართველოს სახალხო დამცველთან და უფლებადამცველებთან ერთად არაერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ და ქვეყნის სტრატეგიულმა პარტნიორმა გააკრიტიკა, რადგან ეს უკანასკნელი საფრთხეს შეუქმნიდა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას".

ანგარიშში მითითებულია, რომ ბოლო პერიოდში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები კითხვის ნიშნებს აჩენს სასამართლოს დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით.

დოკუმეტში  საუბარია გამოხატვის თავისუფლების სივრცის უფრო მეტად შეზღუდვის ტენდენციაზე.  "სამწუხაროდ, მედიის წარმომადგენლებს 2022 წელს კვლავ საფრთხის შემცველ გარემოში უწევდათ საქმიანობა. 2022 წელს, სახალხო დამცველის აპარატმა მედიის წარმომადგენელთა მიმართ ჩადენილი შესაძლო დანაშაულებრივი ქმედებების არაერთი შემთხვევა აღრიცხა, რაც გულისხმობდა პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას, ნივთის დაზიანებას, თავდასხმას, დევნას, მუქარას და პირადი ცხოვრების საიდუმლოების ხელყოფას... ცნობილი ხდება მედიის წარმომადგენლების სავარაუდო არაკანონიერი მიყურადების შესახებ".

სახალხო დამცველი პირდაპირ წერს, რომ ნიკა გვარამიას მიმართ განხორციელებული მართლმსაჯულება პოლიტიკური მოტივით ხასიათდება.

სახალხო დამცველის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესების ტენდენცია და მისი პატიმრობა შეიძლება არაადამიანურ მოპყრობად ჩაითვალოს.

ანგარიშს მალე პარლამენტმა უნდა მოუსმინოს.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში,
შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი
მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
14:13 / 26.04.2024
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს,
ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან
შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.
13:08 / 26.04.2024
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.