ახალი ამბები
რა ბედი ელის მუზეუმის ყოფილი შენობის ფასადს - ექსპერტიზის დასკვნა ცნობილია
FaceBook
ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე, მუზეუმის ნაცვლად, საგამოფენო სივრცის მოსაწყობად დარჩენილი ერთადერთი კედელიც დაიშლება.

საუბარია მუზეუმის ყოფილი შენობის დასავლეთ ფასადზე, რომელიც ამ სივრცისთვის უნდა გამოეყენებინათ.

ობიექტის წინა კედლის არამდგრადობა და ავარიულობა სამხარაულის ექსპერტიზამაც უკვე დაადასტურა.

ექსპერტიზის დასკვნაში, რომელიც „ქუთაისიპოსტმა“ მოიპოვა, გარკვევით წერია:

"ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე ყოფილი მუზეუმის შენობის წინა მხარის (დასავლეთის მხარეზე ფასადის) კედლის ტექნიკური მდგომარეობა (მდგრადობა) არადამაკმაყოფილებელია (ავარიულია) და საჭიროებს გამაგრება გაძლიერებითი სამუშაოების ჩატარებას, თუმცა კედლის დაზიანებითა და ფიზიკური ცვეთის გათვალისწინებით, არარენტაბელობიდან გამომდინარე, მისი აღდგენა არ მიგვაჩნია მიზანშეწონილად".




ექსპერტის დასკვნის ეს პასუხი ნიშნავს იმას, რომ მერიას თანამედროვე მულტიფუნქციური საგამოფენო სივრცის მოსაწყობად მე-19 საუკუნის შენობის დანგრევა მოუწევს, იმ შენობის, რომელიც 2012 წლამდე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებდა.

შესაბამისად, კიდევ ერთხელ შეიცვლება პროექტი და გადაიწევს სამუშაოების დასრულების თარიღიც. არადა, თავდაპირველი პროექტის მიხედვით, მულტიფუნქციური საგამოფენო სივრცე, მუზეუმის ყოფილი შენობის სამივე კედლის გამოყენებით უნდა აშენებულიყო, ვინაიდან ობიექტის მთავარ არქიტექტურულ ღირებულებას სწორედ ეს ფასადები (დასავლეთის, სამხრეთისა და ჩრდილოეთის) წარმოადგენდა.

თუმცა, როგორც მერიაში განმარტეს, სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესში გაირკვა, რომ შენობა არ იძლეოდა სამხრეთის და ჩრდილოეთის კედლების შენარჩუნების საშუალებას, ამიტომ, ორივე კედელი დაშალეს. მესამე კედლის მდგრადობის შესწავლა კი, მხოლოდ მას შემდეგ დაიწყეს, რაც სამუშაოების შეჩერების მოთხოვნით არქიტექტორი გამოვიდა, შემდეგ კი კედლის მცირე ნაწილიც ჩამოიშალა.

არქიტექტორი ვახტანგ დვალიშვილი, რომელიც მერიას არასწორი სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესახებ მიუთითებდა, ახლაც მიმართავს, სამუშაოები ქალაქგეგმარებითი ნორმების მოთხოვნების შესაბამისად წარიმართოს. 

ქუთაისში, მუზეუმის ყოფილ შენობაში საგამოფენო სივრცის მოწყობითი სამუშაოები ზაფხულში დაიწყო. კომპანია "ართვინ ჯორჯია" ტერიტორიაზე ღია ტიპის საგამოფენო სივრცის მოწყობას 4 მილიონ 999 227 ლარის სანაცვლოდ ახორციელებს.

ახალი სივრცის პროექტი შპს "ნს სტუდიომ" მოამზადა, რომლის მიხედვითაც შენობას ძველი იერსახე შეუნარჩუნდება და მოხდება ახალ არქიტექტურასთან სინთეზი.

ეთნოგრაფიული მუზეუმის ყოფილი შენობა 1860 წელს აშენდა. 2013 წლამდე აქ მუზეუმი ფუნქციონირებდა. 2017 წელს, ფუნქციის გარეშე დარჩენილ შენობაში ბიზნესმენი თემურ ჭყონია სასტუმროს მშენებლობას გეგმავდა, თუმცა, საბოლოოდ, შეთანხმება არ შედგა.

წლების განმავლობაში მერიამ შენობას ფუნქცია ვერ მოუძებნა. ისტორიულ ნაგებობას ერთადერთი დატვირთვა ჰქონდა - ადგილობრივი ხელისუფლება მის ფასადს ქალაქში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების ამსახველი ბანერების გამოსაფენად იყენებდა.


ამავე თემაზე:


მულტიფუნქციური საგამოფენო სივრცე - სამუშაო ვადებსა და იერსახეში აბნეული პროექტი

მერია მუზეუმის შენობის ფასადის მდგრადობას სამუშაოების დაწყებიდან 6 თვის შემდეგ შეისწავლის

ქუთაისის მუზეუმის ყოფილი შენობის ფასადის ნაწილი ჩამოიშალა

"დროებით შეჩერდეს სარეკონსტრუქციო სამუშაოები"- არქიტექტორი ხელისუფლებას მიმართავს

ცენტრალურ მოედანზე საგამოფენო სივრცის მოწყობითი სამუშაოები დაიწყო

რა ისტორია უკავშირდება მუზეუმის ყოფილ შენობას, სადაც ახალი სივრცე უნდა მოეწყოს



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში
არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.
13:02 / 25.04.2024
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების
წარმომადგენლები, ზაზა ლომინაძის შემდეგ, შეხვედრაზე ქუთაისის მერსა და
საკრებულოს თავმჯდომარეს იწვევენ.
12:12 / 25.04.2024
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლები, ზაზა ლომინაძის შემდეგ, შეხვედრაზე ქუთაისის მერსა და საკრებულოს თავმჯდომარეს იწვევენ.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.