საზოგადოება
"ნაცნობი-უცნობი ქუთაისი"- რას უწოდებდნენ ქუთაისის ცენტრალურ მოედანს და რა ისტორია უკავშირდება მას?
FaceBook

1927 წელს მოედანზე ლენინის ძეგლი დაიდგა და შესაბამისად, მოედანსაც ლენინის სახელი ეწოდა.


რა ვიცით ქუთაისში იმ ადგილებზე და სხვადასხვა არქიტექტურულ ნაგებობებზე, რომელთაც შესაძლოა ყოველდღე ვხედავთ?
რა ისტორია უკავშირდება თითოეულ მათგანს, რომელსაც გარკვეული საზოგადოებრივი სახელი თავად მოქალაქეებმა და დრომ დაუმკვიდრა.ნაცნობი-უცნობი ქალაქი ნახეთ "ქუთაისიპოსტ"-ის რუბრიკაში "ნაცნობი-უცნობი ქუთაისი".
რუბრიკის არსი მდგომარეობს კონკრეტულ ადგილზე მოქალაქეთა ვიდეოგამოკითხვაში – რა იციან გამოკითხვის ობიექტის შესახებ? – ხოლო გამოკითხვის შემდეგ, "ქუთაისიპოსტ"-ზე განთავსდება ინფორმაცია გამოკითხვის ობიექტის ისტორიის შესახებ. ერთად გავიგოთ ქალაქში არსებული ადგილებისა თუ არქიტექტურული ნაგებობების ისტორია. თვეში ორჯერ (შაბათს)  - www.kutaisipost.ge- ზე ადევნეთ თვალი რუბრიკას – "ნაცნობი-უცნობი ქუთაისი"
რუბრიკის მორიგი შეკითხვა გახლდათ: რა ისტორია უკავშირდება ქუთაისში ცენტრალურ მოედანს? - (ნახეთ ვიდეო):


###

"მოედნის ადგილმდებარეობის შესახებ პირველი ცნობები მხოლოდ გვიანდელი ხანიდან მოგვეპოვება", - ასე იწყება ნაშრომი ქალაქის ცენტრალური მოედნის შესახებ ზურაბ ჯავახაძის საავტორო წიგნში "ქუთაისო ჩემო დედავ".

ამავე წიგნის მიხედვით, მე-19-ე საუკუნის დასაწყისში იმერეთის რუსეთთან შეერთების (1810 წელს) შემდეგ ქალაქის ზრდა განაშენიანება მდინარე რიონის მარცხენა მხარესაც დაიწყო. ახალი ქუჩების განაშენიანებამ და ბინათმშენებლობამ ხელი შეუწყო მეტად გამოკვეთილყო ქალაქის ცენტრალური მოედანი.

"მე-19-ე საუკუნის 30-იანი წლებისთვის დღევანდელი აღმაშენებლის მოედნის მომავალი კონტური უკვე გამოიკვეთა, რამაც ასახვა ჰპოვა ქუთაისის განვითარებისა და რეკონსტრუქციის პირველ გეგმაში, რომელიც 1829 წელს უნდა იყოს შედგენილი და გამოცემული დიუბუა დე მონპერეს მიერ" - ვკითხულობთ ჯავახაძის საავტორო წიგნში.

მე-19-ე საუკუნის 20-იან წლებში ქალაქის ცენტრალური მოედნის ირგვლივ ქუთაისის განაშენიანებამ და სობორის ტაძრის მშენებლობამ თავისებური წვლილი შეიტანა მოედნის იერსახის შეცვლის საქმეში. ქუთაისიპოტის მიერ მოკვლეული ინფორმაციით, მე-19-ე საუკუნის მეორე ნახევარში, დღევანდელი დავით აღმაშენებლის მოედანი სწრაფი ტემპით შენდებოდა და თანდათან კეთილმოწყობილ სახეს იღებდა.

1921 წლის 5 მაისს, ქუთაისის რევკომის გადაწყვეტილებით ცენტრალურ მოედანს პარიზის კომუნის სახელი მიანიჭეს, ხოლო ორი წლის შემდეგ იმავე რევკომის სხდომაზე გადაწყდა სობოროს დანგრევა იმ მიზნით, რომ იქ თეატრი აეშენებინათ. აღნიშნულ ფაქტს სასულიერო პირების აღშფოთება მოჰყვა,  მაგრამ ვიდრე ზემდგომ ორგანოებში სარჩელი შეიტანეს, მანამდე სობორის ეკლესია მიწასთან გასწორებული იყო. მოგვიანებით ცენტრალურ მოედანზე გადაწყდა პროლეტარიატის ბელადის, ლენინის ძეგლის  დადგმა.

1927 წელს მოედანზე ლენინის ძეგლი დაიდგა და შესაბამისად, მოედანსაც ლენინის სახელი ეწოდა.

წიგნის "ქუთაისო ჩემავ დედავ"  მიხედვით, ცენტრალური მოედნის ჩრდილოეთის მხარის გაფართოებამ ერთგვარი ცვლილება შეიტანა ქალაქის ცენტრის იერსახეში. რამაც, ლენინი ძეგლი კუთხეში მოაქცია.

"ქალაქის თავკაცების მიერ გადაწყდა, რომ ქალაქის ცენტრალური მოედნის შუაგულში იოსებ სტალინის ძეგლი დაედგათ, რომელიც 1948 წელს საზეიმოდ გაიხსნა კიდეც. ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის 31- წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო აღლუმი აწ უკვე სტალინის მოედანზე ჩატარდა. 1956 წლის მარტში თბილისში მომხდარმა სისიხლიანმა მოვლენებმა მთელი საქართველო მოიცვა. დიწყო ჯგუფური გამოსვლები სტალინისა და ლენინის სურათებით", - წერია ზურაბ ჯავახაძის საავტორო წიგნში.

1988 წელს ცენტრალურ მოედანს დავით აღმაშენებლის სახელი ეწოდა და 1995 წელს მოედნის ცენტრში დაიდგა აღმაშენებლის ძეგლი.

2011 წელს აღმაშენებლის ძეგლი გადატანილ იქნა მისივე სახელობის პროსპექტზე. ცენტრალურ მოედანზე კი არქიტექტორ დავით გოგიჩაიშვილის მიერ დაპროექტებული "კოლხური შადრევანი" მოწყო. შადრევანზე გამოყენებულია ვანის გათხრებში მოპოვებული ქართული საგანძურის ელემენტები.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან
ბეტონის მასალები ცვივა.
11:46 / 18.12.2023
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან ბეტონის მასალები ცვივა.
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის
იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
17:15 / 11.12.2023
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.