ახალი ამბები
"სასწრაფოს მანქანაც ვერ ამოდის" - ტყიბულის სოფელში გზის გაყვანას ითხოვენ
FaceBook
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელი მუხურა წელიწადში 6 თვით გარესამყაროს წყდება.

700 კომლიან სოფელში ამის მიზეზი ის ერთდერთი გზაა, რომელიც რელიეფური მდებარეობის გამო, ნაადრევად დიდთოვლობისას იკეტება. ადგილობრივები გამოსავალს, ალტერნატიული, მუხურა-მუჯირეთის 7 კილომეტრიანი გზის მოწყობაში ხედავენ.

თეიმურაზ ქურციკიძის ოჯახი ერთ-ერთია იმათგან, ვინც მუხურაში ცხოვრობს და გზის ჩაკეტვის შედეგად შექმნილ პრობლემებს ხშირად აწყდება. 

,,ერთი წლის წინ, თებერვალში, დედა ავად გახდა. დიდი თოვლი იყო. სასწრაფო გამოვიძახეთ. 15 წუთში დამირეკეს და მითხრეს, რომ ტყიბულის ერთ-ერთ ცენტრალური ქუჩის ზემოთ ვეღარ მოდიან. მოვიძიე კერძო მანქანა და ისე წავიყვანე საავადმყოფოში. ასეთი შემთხვევები ხშირია. ამ სოფელში ადამიანების სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დგას."

მუხურასთან დამაკავშირებელი გზა ზამთარში, რომელიც  მუდმივად იკეტება


სოფელში არც მაღაზიაა და არც აფთიაქი. ამის გამო მოსახლოება მედიკამენტებს და საკვებს შეძლებისდაგვარად იმარაგებს. 

"ერთ მეზობელს აქვს პირველადი დახმარების სამედიცინო ნივთები, მაგრამ მარაგი მასაც ხომ ეწურება? როცა გზა იკეტება, სოფლის ტრანსპორტიც ვერ დადის. მუხურა-მუჯირეთის გზით რაიონულ ცენტრამდე რომელიმე ერთი მეზობელი მიდის, მედიკამენტებს და საკვებსაც ვაბარებთ და მოაქვს. ბუნებრივია, ყოველდღე ცენტრამდე სოფლიდან ასეთ დროს ვერავინ წავა." 

უგზოობის გამო სოფელს ადგილობრივებიც ტოვებენ. საყოველთაო  აღწერის მიხედვით, სოფელში 2002 წელს 2 250 ადამიანი ცხოვრობდა,  2014 წელს მათი რაოდენობა თითქმის განახევრდა და 1412 გახდა.

ცოტნე აბესაძე ამბობს, რომ მუხურაში ზამთარში ძირითადად მოხუცები რჩებიან. 

„იმის გამო, რომ თვეობით სოფელი იკეტება, ახალგაზრდები ნაკლებად რჩებიან".

პრობლემების გადასაჭრელად სოფელში ახალგაზრდებმა ახალგაზრდული მოძრაობა ,,ძლიერი მუხურა" შექმნეს. ორი წელია ისინი გზის პრობლემის მოგვარებას, ალტერნატურლი, მუხურა-მუჯირეთის 7 კილომენტრიანი გზის მოწყობით, ადგილობრივ თვითმმართველობასა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და მუნიციპალური განვითერების სააგენტოს სთხოვენ. 

,,3-დან 4 მილიონამდე ჯდება გზის გაკეთებაო. ბიუჯეტში გათვალისწინებული არ არისო, გვპასუხობენ."

ტყიბულის მერიაში ამბობენ, რომ სოფლამდე მისასვლელი გზის პრობლემა არ არსებობს. გზა იშვიათად, დიდთოვლობისას, რამდენიმე დღე იკეტება. ტყიბულის მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი ზაზა ზოსიაშვილის თქმით, ალტერნატიურლი გზის მოსაწყობად კი, თანხა ბიუჯეტში არ აქვთ, რადგან გზის რეაბილიტაცია დააახლოებით 5-6 მილიონ ლარამდე ჯდება.

,,მივმართეთ რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროსაც და გვითხრა, რომ სამინისტროს მიერ გამოყოფილ ბიუჯეტში გავითვალისწინოთ, მაგრამ ძვირადღირებულია და არ ვიცით მომავალი წლის ბიუჯეტში როგორ გავითვალისწინებთ. ჯერჯერობით გადაწყვეტილება მიღებული არაა.“

ახალგაზრდული მოძრაობის წევრები პრობლემის მოგვარებას ამჯერდ აქციით შეეცდებიან.


ავტორი: ანა ჯიქია
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი
შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.



შახტის ყოფილი თანამშრომელი ხვიჩა გაბუნია
ფეისბუქპოსტში წერს, რომ საწარმოში გახშირებული ავარიები მოშლილი
სისტემის შედეგია და არსებული მდგომარეობის გაგრძელებამ შესაძლოა
შახტის დახურვა და ასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენა
გამოიწვიოს.


მისი განცხადებით, მძიმე მდგომარეობაა ნახშირის
მომპოვებელ უბნებზეც, სადაც დასაქმებულებს მუშაობა მაღალი რისკის
პირობებში უწევთ. გაბუნიას თქმით, არ ხდება ტექნიკის განახლება და
მოძველებული მექანიზმების ახლით ჩანაცვლება, ხოლო საწარმოს მართვაში
გამოცდილი კადრების როლი შემცირებულია.

შახტის ყოფილი თანამშრომელი არსებულ ვითარებას 2018
წლის პერიოდს ადარებს, როდესაც, მისი თქმით, საწარმოში ავარიები და
ფატალური შემთხვევები გახშირებული იყო. ის იხსენებს მეშახტეების
მაშინდელ პროტესტსაც, რომელშიც თავად მონაწილეობდა და რომლის მიზანი
საწარმოში მდგომარეობის გაუმჯობესება იყო.

გაბუნია მეშახტეებს მოუწოდებს, სამუშაო პირობებთან
დაკავშირებულ რისკებზე ხმა აიმაღლონ. მისი შეფასებით, პრობლემების
მოუგვარებლობამ შესაძლოა შახტის დახურვა და ტყიბულში ასობით ადამიანის
უმუშევრად დარჩენა გამოიწვიოს.
14:19 / 10.10.2026
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.


შახტის ყოფილი თანამშრომელი ხვიჩა გაბუნია ფეისბუქპოსტში წერს, რომ საწარმოში გახშირებული ავარიები მოშლილი სისტემის შედეგია და არსებული მდგომარეობის გაგრძელებამ შესაძლოა შახტის დახურვა და ასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენა გამოიწვიოს.


მისი განცხადებით, მძიმე მდგომარეობაა ნახშირის მომპოვებელ უბნებზეც, სადაც დასაქმებულებს მუშაობა მაღალი რისკის პირობებში უწევთ. გაბუნიას თქმით, არ ხდება ტექნიკის განახლება და მოძველებული მექანიზმების ახლით ჩანაცვლება, ხოლო საწარმოს მართვაში გამოცდილი კადრების როლი შემცირებულია.

შახტის ყოფილი თანამშრომელი არსებულ ვითარებას 2018 წლის პერიოდს ადარებს, როდესაც, მისი თქმით, საწარმოში ავარიები და ფატალური შემთხვევები გახშირებული იყო. ის იხსენებს მეშახტეების მაშინდელ პროტესტსაც, რომელშიც თავად მონაწილეობდა და რომლის მიზანი საწარმოში მდგომარეობის გაუმჯობესება იყო.

გაბუნია მეშახტეებს მოუწოდებს, სამუშაო პირობებთან დაკავშირებულ რისკებზე ხმა აიმაღლონ. მისი შეფასებით, პრობლემების მოუგვარებლობამ შესაძლოა შახტის დახურვა და ტყიბულში ასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენა გამოიწვიოს.

"ბოლო დროს, შახტში ხშირია მარცხი, რომელიც სავალალო შედეგებით მთავრდება, ნახშირმომპოვებელი უბნები, ერთმანეთის მოყოლებით ფეთქდება და იწვის. რისი თქმა მინდა მეგობრებო, ამ წარმოებაში, მოშლილა სისტემა.

ორმა არაპროფესიონალმა ადამიანმა, ერთპიროვნულად ჩაიგდო ხელთ, მართვის სტრუქტურა. გამოცდილ კადრებს, რომლებიც თითზე ჩამოსათვლელი დარჩა ამ წარმოებაში, ( ჩემი პატივისცემა მათ) აღარაფერს ეკითხებიან. წარმოების სადავეები რამოდენიმე ნარკომანს და სოცკისთან დაახლოებული, არაპროფესიონალ კადრებს უჭირავს, რაც იწვევს შახტში, მოხშირებულ მარცხებს. ყველა, მექანიზმი და სატრანსპორტო საშვალება, რომელიც ემსახურება, მშრომელების გადაადგილებას და ნახშირის ტრანსპორტირებას, შახტიდან ზედაპირამდე , თითქმის 100% -ით გამოსულია მწყობრიდან, რაც საფრთხეს უქმნის მეშახტეთა სიცოცხლეს.

ნახშირ მომპოვებელი უბნები, კატასტროფულ მდგომარეობაშია, იქ ადგილზე მომუშავე პერსონალი, ძალიან დიდი რისკის ქვეშაა. არანაირი გადაიარაღება და ახლით ჩანაცვლება არ ხდება, რაც წარმოებას საბოლოოდ მიიყვანს დაკეტვის პირას და 100 ობით ადამიანის უმუშევრად დარჩენას. რისი თქმა მინდა მეგობრებო? ეს წარმოება უბრუნდება, 2018 წლის ნიშნულს, მარცხისა და სიკვდილიანობის მხრივ, როდესაც მოცემულ წლებში, ყოველ სამ თვეში, ათობით ადამიანი, მარცხდებოდა და იღუპებოდა. მაშინ, პირადად მე, ყველა მეშახტემ, ვისთვისაც ღირებილი იყო ადმიანის სიცოცხლე, გული შესტკიოდა წარმოების მომავალზე ხმა ამოვიღეთ და მიზანსაც მივაღწიეთ.

უპირველეს ყოვლისა, წლების განმავლობაში, აღარ ხდებოდა შახტში მარცხი, წარმოებაც შევინახეთ და გადავარჩინეთ. მეამაყება, მაშინდელ წლებში პროტასტის, რომელსაც პირადად მე,100 ობით მეშახტესთან ერთად ვხემძღვანელობდით და შედეგიც დავდეთ, ეს ყველა მეშახტეს კარგად ახსოვს. ამიტომ იყო, რომ წლების შემდგომ, არ მაპატიეს, მეშახტეების გვერჩიდგომა, ყველა მათ არასწორ გადაწყვეტილებაზე ხმის ხმამაღლა ამოღება და სისტემამ, მომიშორა თავიდან. მინდა მივმართო ყველა მეშახტეს! ხმა ამოიღეთ მეგობრებო, ყველა იმ რისკებზე, რაც თქვენ ჯამთელობას და სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს, თორემ შემდგომ, ჯვარი დაგწეროთ ღმერთმა გვიანი იქნება", - წერს  შახტის ყოფილი  თანამშრომელი. 

„ქუთაისიპოსტი“ შახტში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით საწარმოს ადმინისტრაციის პოზიციის გარკვევას შეეცდება.
საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში
მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული
შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება
დაასრულა.
13:20 / 10.10.2026

საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.