ახალი ამბები
სერვისების განვითარება ერთჯერადი დახმარებების ნაცვლად - რეკომენდაციები ქუთაისის მერიას
FaceBook
მონაცემთა ბაზის არარსებობა, საჭიროებების მოკვლევა, არაადაპტირებული გარემო, - ეს ის ძირითადი გამოწვევებია, რაც დღეს ქუთაისში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ცხოვრებაში დგას.
შშმ პირების საჭიროებებზზე 27 ნოემბერს გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს, რომელიც ქუთაისში განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრის ინიციატივით, ევროკავშირის პროექტის "თანაბარი შესაძლებლობები შშმ პირთათვის" ფარგლებში გაიმართა.

ორგანიზაცია "პარტნიორობა სოციალური კეთილდღეობის" დირექტორმა გია კაკაჩიამ მთავრობის არასწორ მიდგომაზე ისაუბრა.  მისი თქმით, მთავრობა შშმ პირებისთვის ერთჯერადი დახმარებების გაცემით შემოიფარგლება და სერვისების განვითარებას ხელს არ უწყობს, რაც წყალში გადაყრილი ფულია. 

"ჰიგიენური საფენები და სალფეტკები, მკვეთრი შშმ პირების სატრანსპორტო ხარჯები, საზაფხულო დასვენების მოწყობა შავი ზღვის კურორტზე და სხვა. მსგავსი ერჯერადი დახმარებები არა მხოლოდ ქუთაისის პრობლემა, არამედ ქვეყნის გამოწვევაა და ამის დაძლევა მრავალი უწყების კომპეტენციაა", - ამბობს გია კაკაჩია. 

შეხვედრას ქუთაისის მერის მოადგილე, ნინო თვალთვაძე ესწრებოდა. მან აღნიშნა, რომ ერთჯერადი დახმარებების წილი 2019 წლის ბიუჯეტში შემცირებულია, ხოლო აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე პირთა დაფინანსება 50 000 ლარიდან 125 000-მდე გაიზარდა. 

"2019 წლის ბიუჯეტი 60 ბავშვის სარეაბლიტაციო კურსს ფარავს. სიაში კიდევ 20 არასრულწლოვანია, რომელიც დახმარების მიწოდებას ელოდება. ასევე, უსინათლოთათვის გამცილებელთა პროგრამა დავაფინანსეთ", - ამბობს ნინო თვალთვაძე. 

საკუთარ საჭიროებებზე ისაუბრეს შშმ პირებმაც. დასაქმების საკითხი და არაადაპტირებული გარემო მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემაა. 

"მე პირადად გადაადგილება მიჭირს. მესაჭიროება ისეთი ტრანსპორტი, რომელსაც დაბალი საფეხური ექნება. მსგავსი საქალაქო ტრანსპორტის არარსებობის გამო, კერძო ავტომანქანით მიწევს გადაადგილება, რასაც ყოველთვის ვერ ვახერხებ", - ამბობს მაია კოსტავა. 

შეხვედრის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ შშმ პირების საჭიროებების გამოვლენისთვის და აღწერისთვის აუცილებელია სოციალური მუშაკის ჩართულობის გაზრდა.

მრგვალი მაგიდის ფორმატში საკუთარი გამოცდილება კოლეგებს თბილისის მერიის შშმ პირთა მხარდამჭერი სერსვისების საბჭოს აღმასრულებელმა მდივანმა, გიგა სოფრომაძემ გაუზიარა. მან იმ პროგრამებზე ისაუბრა, რასაც  ამ დროისთვის დედაქალაქის მერია ახოციელებს: უსინათლო პირთა გამცილებელთა მომსახურება, ჟესტური ენის სწავლება, პერსონალური ასისტენტის პროგრამა და სხვა. 

ბოლო თვის მონაცემებით ქუთაისის მუნიციპალიტეტში 14 000 შშმ პირია აღრიცხული, აქედან 459 ბავშვია. 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ,
17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
08:13 / 18.04.2024
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ, 17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით
გამოეხმაურებიან.
15:30 / 17.04.2024
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით გამოეხმაურებიან.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.