ახალი ამბები
"უნდა გარისკო და იცხოვრო" - პირველი ქართული მოგზაური ოჯახი (ფოტო)
FaceBook
გაყიდეს სახლი, ეზო და სხვა ყველა ნივთი წიგნების გარდა. დაივიწყეს საავადმყოფოები, გადასახადები, გამორთეს ტელევიზორი და თავისუფალ სივრცეში გადასახლდნენ - გეგმა დედამიწის წყლით შემოვლაა.

ეს ერთი დიდი ოჯახია. პირველი ქართველი მოგზაური ოჯახი.

მათი სახლი გემია. ის თეთრია და ლამაზი. სახელადაც "ლამაზია" ჰქვია.


ირმა ქუთაისელია, რალფი ამერიკელი.  წყვილმა ლამაზია" 2 წლის წინ შეიძინა


"ლამაზიას"  კაპიტანი რალფია. რალფი ირმას მეუღლეა.

ირმა ქუთაისელია. როცა მშობლიური ქალაქი დატოვა 16 წლის იყო. ბევრი ქვეყანა და ქალაქი შემოიარა. რალფი ცხრა წლის წინ ამერიკაში გაიცნო. კარგად ახსოვს მათი პირველი შეხვედრა. მაშინ რალფი "მაიკროსოფტის" ერთ-ერთი ვიცე-პრეზიდენტი იყო. ირმა უკვე პიანისტი.

"16 წლის ვიყავი, როდესაც ქუთაისი დავტოვე და სწავლა პარიზში, კონსერვატორიაში გავაგრძელე. შემდეგ იყო ბრიუსელის სამეფო კონსერვატორია, ვიყავი ამერიკაში ლექსო თორაძეს გუნდშიც. ბოლოს ტრამვა მივიღე ერთ-ერთი გასტროლის დროს და მას მერე ვეღარ დავუკარი," - ამ ტრამვამ ირმასთის ერთი კარი დაკეტა, სამაგიეროდ, მეორე გააღო და თავგადასავლებით სავსე ცხოვრებაც დაიწყო.

"კორპორაციული ცხოვრებით, 24-საათიანი სამუშაო რეჟიმით ვიყავით გადაღლილები. რა ხელფასიც არ უნდა გქონდეს, სულ ორომტრიალში ხარ და ბავშვები იზრდებიან მარტო. ამიტომ ასეთი ცხოვრებისთვის თავი დაღწევა გვსურდა. მე და რალფი ერთნაირები ვართ, ორივეს გვიყვარს მოძრაობა, დინამიკა, სიახლეები. გვინდა მეტი ვნახოთ, ამიტომაც მოვიშორეთ მუდმივ რუტინაზე ფიქრი, სახლი, ვალი და გემზე წავედით," - ირმასა და რალფის გარდა, "ლამაზიაზე" მათი გოგონა ანაბელი და ორი ძაღლი ცხოვრობს.


რალფი, მამბო, ანაბელი და ირმა -  ოჯახისთვის ზაფხული  ყველაზე საყვარელი სეზონია



თავგადასავლების მოყვარული ოჯახი ყოველი გასვლის წინ მარშუტს რუკაზე სწავლობს. ისინი "ლამაზიასთან" ერთად უამრავ მზიან, ქარიშხალიან ამინდებს გადიან და ამ გზას სხვადასხვა ნაპირთან მიჰყვებიან.

"გემით მოვიარეთ კარიბის კუნძულები. ბევრი კუნძულია კარიბის ზღვაში. თითოეული ულამაზესია. ზოგჯერ თავი სამოთხეში გგვონია," - აღმოჩენების პარალელურად, ირმასთვის რთულია გემის დიასახლისად ყოფნა.

გემზე ცხოვრებას ორი მხარე აქვს: პირისპირ ხვდები უზომო შიშს და განუზომელ ბედნიერებას. აქ დისკომფორტის საფასური საოცნებო შთაბეჭდილებები, ხოლო განსაცდელების შედეგი გამოცდილებაა.


ტექნიკოსი - დიასახლისი - ირმას გემის შეკეთება  რალფმა ასწავლა



"აქ ყველა კომფორტზე უარი უნდა თქვა. ინტერნეტი ლიმიტირებულია. ტელევიზორი არ არსებობს. ელექტროენერგია გვექნება თუ არა ეს მზეზეა დამოკიდებული. წყალიც უნდა გამოვიზოგოთ. ასევე ყოველდღიურად რაღაც ფუჭდება და საჭიროა ტექნიკის, ძრავების, იალქნებისა თუ სხვა მოწყობილობების შემოწმება, შეკეთება. როცა აქ ცხოვრობ კომფორტის ზონიდან გადიხარ. თუმცა, სწორედ ამ დროს ხდები ბედნიერი," - გვიყვება ირმა.

უკვე ბევრი ასეთი დღე დაგროვდა მოგზაური დიასახლისის მეხსიერებაში. ირმა ამ წამებს ფოტოკადრებით ინახავს.

თითოეულ ფოტოს თავისი პერსონაჟი ჰყავს. მათ თავიანთი ისტორია აქვთ.

ერთ-ერთი ასეთი ნალაა.

ნალა ლამაზი, კეთილი და პრინციპული გოგოა - გემზე საკუთარ ადგილს არავის უთმობს.


ნალა ქართული ჯიშის ძაღლია. ის სამი წლისაა



"ნალა ხაშურსკის ვეძახით ხოლმე. ის საქართველოდან, ხაშურის გზიდან წამოვიყვანეთ. ხუთი ლეკვი იყო მკვდარი. ეს გადარჩენილი, აბუზული დაგხვდა. ყველაზე ულამაზო ლეკვი იყო რაც კი მინახავს. ჭუჭყიანი, დაავადებული, დაკბენილი. მერე მოვაწესრიგეთ და მისი ფოტო დავდეთ გასაჩუქებლად. ორ კვირაში ისე შეგვაყვარა თავი, აღარ გავაჩუქეთ. ამერიკაში წავიყვანეთ. ახლა ნალა დიდია და ჭკვიანი. ის ძალიან მადლიერია. ჩვენსავით უყვარს მოგზაურობა. ძალიან თბილი ძაღლია, სულ მოფერება და კალთაში ყოფნა სურს," - ყვება ირმა.
ხაშურელ ნალასთან ერთად, გემზე მამბოც ცხოვრობს. მამბო ამერიკელია და ნალასაგან განსხვავებით, კალთაში ყოფნას ვიოლინოს ბუდე ურჩევნია.


მამბო ამერიკული ჯიშის ძაღლია. გემზე ხშირად იკარგება და განცალკავებულ, მყუდრო ადგილებს ირჩევს




მამბოს არც ნალასავით ბოხი ხმა აქვს. ამიტომ მისი ყეფა მცველის როლს ვერ ეხამება. სამაგიეროდ, კარგად ცეკვა და სიმღერა გამოსდის. ქართველ ნალასა და ამერიკელ მამბოს მეგობრობაც კარგი გამოსდით.


"მუსიკოსი" მამბო მნახველების აღფრთოვანებას იწვევს




ცხოველები განსაკუთრებით გემის ყველაზე უმცროსს წევრს - ანაბელს უყვარს . ის რვა წლისაა. დედმ-მამის მსგავსად, მოგზაურობაზე შეყვარებული.

გემზე მისი პირადი სკოლა აქვს, სამკითხველოც. სწავლობს ყველაფერს რაც აინტერესებს.

ისტორიას მარშუტის მიხედვით ეცნობა, სწავლობს იმ ქვეყნის შესახებ, რომელშიც იმ მომენტისთვის იმყოფება. ანაბელი ასე პირდაპირ ეხება ისტორიას. ის ძალიან ლაღი და ბედნიერია.


ცხოველები დიდ დროს პატარა ანაბელთან ერთად ატარებენ




"უმეტეს შემთხვევაში პატარა რამეებშია ბედნიერება. მთავარია გადაწყვიტო იყო იქ, რაც ბედნიერს გხდის. ამისთვის რაც პირველ რიგში ადამიანს სჭირდება, ეს არის გამბედაობა. რადგან თუ იმას ელოდები როდის დადგება შენი დრო, წამი გაგექცევა. თუ ოცნებობ და ელოდები როდის გექნება რაღაც საოცარი, ამის გამო ვერ დაინახო რა შეიძლება გქონდეს დღეს. მე მესმის რომ ყველას გვაქვს ყოველდღიური პრობლემები, მაგრამ მთავარია იმ ყოველდღიურობაში რომელიც შენია და ვერ გაექცევი, რას დაიჭერ. გრანდიოზული რაღაცეები ხან ხდება, ხან არა, ამიტომ უნდა იცხოვრო დღეს. გარისკო და იცხოვრო," – ასეთია პირველი ქართველი კრუიზერი ოჯახის დიასახლისის აზრი ბედნიერებაზე.

ქართულ- ამერიკული ოჯახის თითოეული წევრი  იღიმის, ისინი მოგზაურობაში თავს ბედნიერად გრძნობენ



მოგზაური ოჯახის მომდევნო რისკი და ბედნიერების მოლოდინი სამხრეთ ამერიკაა.

ამ მარშუტისთვის"ლამაზიას" ხუთი თავგადასავლების მოყვარული ბინადარი 2019 წლისთვის ემზადება.

ამ გზით დედამიწას უნდა შემოუარონ.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი
შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.



შახტის ყოფილი თანამშრომელი ხვიჩა გაბუნია
ფეისბუქპოსტში წერს, რომ საწარმოში გახშირებული ავარიები მოშლილი
სისტემის შედეგია და არსებული მდგომარეობის გაგრძელებამ შესაძლოა
შახტის დახურვა და ასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენა
გამოიწვიოს.


მისი განცხადებით, მძიმე მდგომარეობაა ნახშირის
მომპოვებელ უბნებზეც, სადაც დასაქმებულებს მუშაობა მაღალი რისკის
პირობებში უწევთ. გაბუნიას თქმით, არ ხდება ტექნიკის განახლება და
მოძველებული მექანიზმების ახლით ჩანაცვლება, ხოლო საწარმოს მართვაში
გამოცდილი კადრების როლი შემცირებულია.

შახტის ყოფილი თანამშრომელი არსებულ ვითარებას 2018
წლის პერიოდს ადარებს, როდესაც, მისი თქმით, საწარმოში ავარიები და
ფატალური შემთხვევები გახშირებული იყო. ის იხსენებს მეშახტეების
მაშინდელ პროტესტსაც, რომელშიც თავად მონაწილეობდა და რომლის მიზანი
საწარმოში მდგომარეობის გაუმჯობესება იყო.

გაბუნია მეშახტეებს მოუწოდებს, სამუშაო პირობებთან
დაკავშირებულ რისკებზე ხმა აიმაღლონ. მისი შეფასებით, პრობლემების
მოუგვარებლობამ შესაძლოა შახტის დახურვა და ტყიბულში ასობით ადამიანის
უმუშევრად დარჩენა გამოიწვიოს.
14:19 / 10.10.2026
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.


შახტის ყოფილი თანამშრომელი ხვიჩა გაბუნია ფეისბუქპოსტში წერს, რომ საწარმოში გახშირებული ავარიები მოშლილი სისტემის შედეგია და არსებული მდგომარეობის გაგრძელებამ შესაძლოა შახტის დახურვა და ასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენა გამოიწვიოს.


მისი განცხადებით, მძიმე მდგომარეობაა ნახშირის მომპოვებელ უბნებზეც, სადაც დასაქმებულებს მუშაობა მაღალი რისკის პირობებში უწევთ. გაბუნიას თქმით, არ ხდება ტექნიკის განახლება და მოძველებული მექანიზმების ახლით ჩანაცვლება, ხოლო საწარმოს მართვაში გამოცდილი კადრების როლი შემცირებულია.

შახტის ყოფილი თანამშრომელი არსებულ ვითარებას 2018 წლის პერიოდს ადარებს, როდესაც, მისი თქმით, საწარმოში ავარიები და ფატალური შემთხვევები გახშირებული იყო. ის იხსენებს მეშახტეების მაშინდელ პროტესტსაც, რომელშიც თავად მონაწილეობდა და რომლის მიზანი საწარმოში მდგომარეობის გაუმჯობესება იყო.

გაბუნია მეშახტეებს მოუწოდებს, სამუშაო პირობებთან დაკავშირებულ რისკებზე ხმა აიმაღლონ. მისი შეფასებით, პრობლემების მოუგვარებლობამ შესაძლოა შახტის დახურვა და ტყიბულში ასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენა გამოიწვიოს.

"ბოლო დროს, შახტში ხშირია მარცხი, რომელიც სავალალო შედეგებით მთავრდება, ნახშირმომპოვებელი უბნები, ერთმანეთის მოყოლებით ფეთქდება და იწვის. რისი თქმა მინდა მეგობრებო, ამ წარმოებაში, მოშლილა სისტემა.

ორმა არაპროფესიონალმა ადამიანმა, ერთპიროვნულად ჩაიგდო ხელთ, მართვის სტრუქტურა. გამოცდილ კადრებს, რომლებიც თითზე ჩამოსათვლელი დარჩა ამ წარმოებაში, ( ჩემი პატივისცემა მათ) აღარაფერს ეკითხებიან. წარმოების სადავეები რამოდენიმე ნარკომანს და სოცკისთან დაახლოებული, არაპროფესიონალ კადრებს უჭირავს, რაც იწვევს შახტში, მოხშირებულ მარცხებს. ყველა, მექანიზმი და სატრანსპორტო საშვალება, რომელიც ემსახურება, მშრომელების გადაადგილებას და ნახშირის ტრანსპორტირებას, შახტიდან ზედაპირამდე , თითქმის 100% -ით გამოსულია მწყობრიდან, რაც საფრთხეს უქმნის მეშახტეთა სიცოცხლეს.

ნახშირ მომპოვებელი უბნები, კატასტროფულ მდგომარეობაშია, იქ ადგილზე მომუშავე პერსონალი, ძალიან დიდი რისკის ქვეშაა. არანაირი გადაიარაღება და ახლით ჩანაცვლება არ ხდება, რაც წარმოებას საბოლოოდ მიიყვანს დაკეტვის პირას და 100 ობით ადამიანის უმუშევრად დარჩენას. რისი თქმა მინდა მეგობრებო? ეს წარმოება უბრუნდება, 2018 წლის ნიშნულს, მარცხისა და სიკვდილიანობის მხრივ, როდესაც მოცემულ წლებში, ყოველ სამ თვეში, ათობით ადამიანი, მარცხდებოდა და იღუპებოდა. მაშინ, პირადად მე, ყველა მეშახტემ, ვისთვისაც ღირებილი იყო ადმიანის სიცოცხლე, გული შესტკიოდა წარმოების მომავალზე ხმა ამოვიღეთ და მიზანსაც მივაღწიეთ.

უპირველეს ყოვლისა, წლების განმავლობაში, აღარ ხდებოდა შახტში მარცხი, წარმოებაც შევინახეთ და გადავარჩინეთ. მეამაყება, მაშინდელ წლებში პროტასტის, რომელსაც პირადად მე,100 ობით მეშახტესთან ერთად ვხემძღვანელობდით და შედეგიც დავდეთ, ეს ყველა მეშახტეს კარგად ახსოვს. ამიტომ იყო, რომ წლების შემდგომ, არ მაპატიეს, მეშახტეების გვერჩიდგომა, ყველა მათ არასწორ გადაწყვეტილებაზე ხმის ხმამაღლა ამოღება და სისტემამ, მომიშორა თავიდან. მინდა მივმართო ყველა მეშახტეს! ხმა ამოიღეთ მეგობრებო, ყველა იმ რისკებზე, რაც თქვენ ჯამთელობას და სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს, თორემ შემდგომ, ჯვარი დაგწეროთ ღმერთმა გვიანი იქნება", - წერს  შახტის ყოფილი  თანამშრომელი. 

„ქუთაისიპოსტი“ შახტში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით საწარმოს ადმინისტრაციის პოზიციის გარკვევას შეეცდება.
საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში
მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული
შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება
დაასრულა.
13:20 / 10.10.2026

საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.