საზოგადოება
"ეს პრობლემა არის უფროსებშიც" - ბავშვები ლაპარაკობენ ბულინგზე
FaceBook

ბოლო ხანებში მოზარდებს შორის გამოვლენილი ძალადობის შემთხვევების ერთ-ერთ მთავარ და პირველ მიზეზად სპეციალისტები ბულინგს (ჩაგვრას) მიიჩნევენ. ჩაგვრისა და გარიყვის ფაქტებზე საუბრობენ ბავშვები, რომლებსაც მსგავს შემთხვევებთან თითქმის ყოველდღიური შეხება აქვთ.

ქუთაისიპოსტი გაესაუბრა ქუთაისის ოთხი საჯარო სკოლის სხვადასხვა ასაკის მოსწავლეებს. მათ ბულინგის შემთხვევებზე ილაპარაკეს. და იმ მიზეზებს შეეხნენ რაც მათი აზრით ბადებს ბულინგს. ბულინგი კი - ძალადობას.

"ერთ შემთხვევას გავიხსენებ და ასეთი ბევრია. შეძლებული ოჯახიდან იყო ერთი ბიჭი და ჯიბის ფული სულ ჰქონდა. მეორე ფულს ძალავდა. ისიც უარს ვერ უბედავდა და იჩაგრებოდა. ფიზიკურადაც უსწორდებოდა, შეურაცხყოფასაც აყენებდა და აიძულებდა ფული მიეცა. ეს წინააღმდეგობას ვერ უწევდა, ვერაფერ ამბობდა. ბოლოს ამ ამბავს ფიზიკური შეხლა -შემოხლაც მოყვა, მაგრამ ეს გამოძალვები მაინც გაგრელდა კიდევ რამდენიმე თვე... ბულონგის ქვეშ შედარებით სუსტი ნებისყოფის მქონე ბავშვები ხვდებიან. ბულერიც არ არის დიდი ნებისყოფის მქონე. თავადაც ცხოვრებისგან დაჩაგრულია. შეიძლება სწორედ ამიტომ ჩაგრავს სხვას. თუმცა ვისაც აბულინგებენ ისინი არ არიან ბულინგისკენ მიდრეკილი, ისინი სხვას ვერასდროს დაჩაგრავენ, ალბათ ამიტომ ძალადობენ მათზე", - ამბობს 17 წლის რომა.

"მჩაგვრელებმა გარდა იმისა რომ ჩაგრავენ, ასევე თავის გამოძვრენაც კარგად იციან ყველა სიტუაციაში. ყველაზე მეტად ეს მაღიზიანებდა. როდესაც ყოჩი რაიმეს აშავებს და ყველაზე უწყინარ ადამიანს გადააბრალებს. ერთმა ასეთმა ჟურნალი დაწვა და სრულიად უწყინარ ადამიანს გადააბრალა, ცხოვრებაში არავისთვის არაფერი რომ არ დაუშავებია ისეთს, თან გოგოს", - ამბობს 16 წლის ალეკო.

ბავშვები უფროსების პასუხისმგებლობებზე, ნაკლებ ინფორმირებულობასა და რიგ შემთხვევებში მგრძნობელობის არასებობაზე საუბრობენ. როდესაც ბავშვისთვის ძალიან მნიშვნელოვანი შეიძლება მშობლისა და მასწავლებლისთვის არასერიოზული იყოს.

"ეს პრობლემა არის უფროსებშიც, როდესაც სკოლის ამბები მომიყოლია უფროსებს მიუჩნევიათ, რომ ეს არასერიოზულია. იგივე დამოკიდებულება აქვს ზოგიერთ მასწავლებელსაც. მიაჩნიათ რომ ჩაგვრა, ბულინგი ეს ასაკობრივი პრობლემაა და მერე გაივლის. არადა,არ არის აბუჩად ასაგდები თემა, სერიოზული ამბავია და ბავშვის ფსიქიკა ძალიან ზიანდება", - მიაჩნია 17 წლის რომას.

"ბულინგი ასაკობრივ პრობლემად არ უნდა მიიჩნიონ მშობლებმა, უნდა ჰქონდეთ მეტი მგრძნობელობა, ისე ესაუბრონ, მოუსმინონ შვილებს, რომ ბავშვები არ იყვნენ აგრესიულები ერთმანეთის მიმართ, თუნდაც განსხვავებული ორიენტაციის ან რაიმე სხვა ნიშნით გამორჩეულობის გამო", - ამბობს მარიამი 14 წლის

მოსწავლეები მიუთითებენ იმ ნიშნებზე, რითაც ბავშვების გამორჩევა და მათი დაბულინგება ხდება.

"განსხვავებულ ბავშვებს აბულინგებენ, გარეგნობით, თვისებით სხვანაირებს, ისეთებს, რომლებიც არ გვანან ყველას", - აღნიშნავს 13 წლის მარი.
"კლასებში ჯგუფებად არიან ბავშვები დაყოფილი. მაგალითად, არის "მაგრების" ჯგუფი ერთხელ შევესწარი ბავშვს ეუბნებოდნენ ჩვენ ჯგუფში ვერ იქნებიო, რადგან ჩვენ "მაგრები" ვართო. ბავშვები იყოფიან პოპულარულობითაც, ვინც პოპულარულია ყველას მასთან მეგობრობა უნდა და მას "ეტენება", მაგრამ რატომ - არ ვიცი",  - ამბობს 10 წლის ტასო.

ბავშვების ინფორმაციით კლასში გამორჩევა სოციალური მდგომარეობითაც ხდება. იჩაგრებიან ბავშვები მცირე შემოსავლიანი ოჯახებიდან. თანაც ეს დამოკიდებულება გააჩნიათ როგორც ბავშვებს ისე- მასწავლებლებს.

"მასწავლებელი არჩევდა ბავშვებს მატერიალური კუთხით - ვის მშობელს უკეთესი მანქანა ყავს, რამდენად მეტი ფული აქვს, გამოყოფენ - სიმდიდრით და სიღარიბით ", - ყვება სოფო.

" ბავშვები მეგობარს არჩევენ მდიდარია თუ ღარიბია იმის მიხედვით, ამგარი ტელეფონი აქვს თუ არა აქვს, და არა ადამიანობის და ნამუსის მიხედვით. ამას ყურადღებას არ აქცევენ. დაჯგუფებებია კლასებში. ბიჭების ერთი ჯგუფი რაღაც პოპულარულ თამაშს თამაშობდა თუ მათთან ურთიერთობა მინდოდა მეც ეს თამაში უნდა მქონოდა. სხვანაირად გარიყული ვიქნებოდი, - "ამბობს 11 წლის ნიკოლოზი.

"ერთი ბიჭი იყო, მისი ოჯახი სოციალურად დაუცველებს მიეკუთვნებოდა და უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობდა. კლასში მასთან ურთიერთობა არავის უნდოდა. მის გვერდითაც არავინ ჯდებოდა. იგნორს უკეთებდნენ მასწავლებლებიც. თითქოს არც ამჩნევდნენ. ვიცი რომ ამას ძალიან განიცდიდა", - ყვება 15 წლის ანანო.

ბავშვები დარწმუნებით ამბობენ, რომ დიდი ალბათობით განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის თანატოლის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულებები კიდევ უფრო მძაფრად გამოვლინდება. ასეთი ბავშვი გაირიყება.

"განსხვავბული სექსუალური ორიენტაციის თანატოლი რომ გამოჩნდეს ბევრი ადამიანი არ შეხვდება დადებითად. უარყოფითად შეხვდებიან არ მიიკარებენ და ისიც გარიყულად ჩათვლის თავს. მე ეგრე არ მოვექცევი ასეთ ადამიანს, მაგრამ არც მისაღები იქნება ჩემთვის ჰომოსექსუალთან მქონდეს ურთიერთობა", - ამბობს 13 წლის ანი.

"არა აქვს მნიშვნელობა, რასას, სქესს, ორინეტაციას, ძალადობა დაუშვებელია. ჩაბეჭდილი უნდა იყო ადამიანის თავში "არა ძალადობას". არა ბულინგს. ჩვენს მე-17 სკოლაში "არა ძალადობის" წინააღმდეგ მუდმივად ტარდება ღონისძიებები, რომ მუდმივად გვახსოვდეს ეს", -ამბობს 14 წლის მარიამი.

ბულინგთან ბრძოლის რა მექანიზმები არსებობს, რამდენად სუსტია ან ძლიერი ეს მექანიზმები?  ამის შესახებ იხილეთ აქ.

 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან
ბეტონის მასალები ცვივა.
11:46 / 18.12.2023
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან ბეტონის მასალები ცვივა.
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის
იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
17:15 / 11.12.2023
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.