პოლიტიკა
"ნაციონალური მოძრაობის'' წევრები ყოფილმა თანაგუნდელებმა თავიანთი ფრაქციიდან გარიცხეს
FaceBook
ენმ-ის ქუთაისის ორგანიზაციის ყოფილმა წევრებმა, რომლებმაც პარტია უკვე დატოვეს, ქუთაისის საკრებულოს ფრაქციას ''ნაციონალური მოძრაობა'' სახელი შეუცვალეს და იქედან ყოფილი თანაგუნდელები გარიცხეს.
ენმ-ის ხუთი დეპუტატიდან ფრაქცია ორ მათგანს - ხათუნა არველაძეს და ლაშა შალამმბერიძეს დაატოვებინეს, ორმა დეპუტატმა ფრაქციის წევრობაზე უარი თავად თქვა, ერთი მათგანი კი დღემდე ფრაქციაში რჩება.

''პროგრესული პლატფორმა'' - ეს არის იმ ფრაქციის სახელი, რომელიც ენმ-ის ყოფილი 7 დეპუტატით იქნება დაკომპლექტებული. თავად ''ნაციონალური მოძრაობის'' 4 წევრი კი უფრაქციოდ დარჩა.

''თვითონ პატრიიდან წავიდნენ, ჩვენ კი ფრაქციიდან გვრიცხავენ. თუმცა აქ მთავარი ის არის, რომ ჩვენ დეპუტატებად ხალხმა აგვირჩია და ვალდებულები ვართ, ქუთაისელებისთვის მაქსიმალური გავაკეთოთ. ფრაქციაში ვიქნებით თუ არა, ამას მნიშვნელობა არ აქვს,'' - ამბობს ფრაქციიდან გარიცხული ენმ-ის ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე ხათუნა არველაძე.

იმავეს ამბობს ''ნაციონალური მოძრაობის'' ქუთაისის ორგანიზაციის წევრი გიგა შუშანია, რომელმაც ფრაქციის დატოვების გადაწყვეტილება თავად მიიღო.

''ხელფასს ვინ აიღებს, ეს არ არის მთავარი. მთავარია, რომ ჩვენ საკრებულოში მოქალაქეთა საჭიროებებს დღის წესრიგში დავაყენებთ და ჩვენს საქმეს გავაკეთებთ,''- ამბობს გიგა შუშანია. 

ის, რომ ''ნაციონალური მოძრაობის'' ყოფილი წევრები ყოფილი თანაგუნდელების ფრაქციიდან გარიცხვას აპირებდნენ, ამის შესახებ ენმ-ს ინფორმაცია ჯერ კიდევ გასულ წელს ჰქონდა. ამასთან დაკავშირებით ''ნაციონალური მოძრაობის'' ქუთაისის ორგანიზაციის წევრებმა ბრიფინგიც გამართეს და პარტიის ყოფილი წევრები პოლიტიკურ თაღლითობაში დაადანაშაულეს. 

''ნაციონალური მოძრაობის'' ყოფილი დეპუტატები და ახლა უკვე ფრაქციის ''პროგრესული პლატფორმა'' წევრები ამბობენ, რომ ყოფილი თანაგუნდელების გარიცხვის გადაწყვეტილება განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო მიიღეს. 

''ფრაქცია კოლეგიალური ორგანოა, სადაც ადამიანები ერთი პოლიტიკური შეხედულებისამებრ უნდა იყვნენ გაერთიანებულები. ამ ადამიანებს კი განსხვავებული აზრი აქვთ, ამიტომ ერთ ფრაქციაში ვეღარ დავრჩებოდით,''-ამბობს ენმ-ის ყოფილი წევრი თედო მესხი. 

გასული წლის 11 დეკემბერს ენმ ქუთაისის საკრებულოს 12 დეპუტატიდან 7-მა დატოვა და ნიკა მელიას გუნდს შეუერთდა, თუმცა ''ნაციონალური მოძრაობის'' ყოფილი დეპუტატები ფრაქციიდან არ წასულან. 

დაპირისპირება „ენმ“-ში შიდა პარტიული არჩევნების შემდეგ დაიწყო, სადაც ხმების უმეტესობა ლევან ხაბეიშვილმა მიიღო და პარტიის ხელმძღვანელი გახდა.

არჩევნების შედეგებიდან მალევე ნიკა მელიამ ახალი ხელმძღვანელობის კრიტიკა დაიწყო. ბოლო კონფლიქტი ნოემბერში მოხდა, როცა ,,ნაციონალურმა მოძრაობამ’’ მანიფესტი შეადგინა, სადაც ნათქვამი იყო, რომ დოკუმენტი პარტიული ერთიანობის შეთანხმებას მოიცავდა და თუკი ვინმე ამ შეთანხმებაზე ხელის მოწერას ამ მოისურვებდა, ის თავს, ავტომატურად, პარტიის გარეთ დააყენებდა.

ნიკა მელიამ და მისმა თანამოაზრეებმა მანიფესტს ხელი არ მოაწერეს, რის შედეგადაც 27 ნოემბერს ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ ნიკა მელია პარტიის წევრი აღარ არის. უკვე 7 დეკემბერს კი თავად ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ''ნაციონალური მოძრაობას'' ტოვებს.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე ქუთაისში მესამე
სექტორისა და მედიის წარმომადგენლების მოწვევას იღებს.
18:26 / 23.04.2024
ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე ქუთაისში მესამე სექტორისა და მედიის წარმომადგენლების მოწვევას იღებს.
''ამ კანონს ვეტოს ნამდვილად დავადებ,'' - ამის შესახებ საქართველოს
პრეზიდენტმა, სალომე
ზურაბიშვილმა რუსული კანონის მიღების შემდეგ განაცხადა.
16:59 / 17.04.2024
''ამ კანონს ვეტოს ნამდვილად დავადებ,'' - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსული კანონის მიღების შემდეგ განაცხადა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.