რეგიონი
"ხელისუფლებასთან თანამშრომლობის მისწრაფება შერყეულია" - "ჯორჯიან მანგანეზის" დამფუძნებლები
FaceBook
შპს "ჯორჯიან მანგანეზის" მფლობელები საწარმოში სპეციალური მმართველის დანიშვნას უკანონობას უწოდებენ. ისინი ამის შესახებ ერთობლივ განცხადებას აქვეყნებენ.

"ჩვენი კომპანია უმსხვილესი დამსაქმებელია ქვეყანაში და ბოლო დრომდე პოზიტიური ურთიერთობა გვქონდა საქათველოს მთავრობასთან. "ჯორჯიან მანგანეზმა" მისი დაფუძნებიდან, ასობით მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა და ათასობით სამუშაო ადგილი შექმნა ქართველებისთვის.

სამწუხაროდ, უკანასკნელი მოვლენების გათვალისწინებით, ხელისუფლებასთან თანამშრომლობის აღნიშნული მისწრაფება შერყეულია და ჩვენ გავხდით მსხვერპლნი ისეთი გადაწყვეტილებებისა, რომლებიც არ მოიაზრება არც საქართველოს კანონმდებლობაში, არც საერთაშორისო სამართალში და არც საერთაშორისო ბიზნეს საზოგადოებაში.

საფრთხის ქვეშაა ათასობით სამუშაო ადგილი საქართველოში, ისევე როგორც კანონის უზენაესობა, საქართველოს საერთაშორისო რეპუტაცია და აშშ-ს ნედლეულით მომარაგება მისი ფოლადის წარმოებისთვის, რაც აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხია. ჩვენ იმედს გამოვთქვამთ რომ ვითანამშრომლებთ საქართველოს მთავრობასთან ამ გამოუვალი მდგომარეობიდან თავის დასაღწევად, რათა "ჯორჯიან მანგანეზმა" შეძლოს სამუშაოების სწრაფად და ეფექტურად შესრულება", - ნათქვამია საწარმოს დამფუძნებლების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

"ჯოჯიან ემერიქენ ელოიზ" (GAA) – ამერიკული კომპანიაა, შტატ დელავერში დაფუძენბული კორპორაცია რომლის სათავო ოფისი მდებარეობს ქ.მაიამიში და ფლობს ფეროშენადნობების ქარხნებს დასავლეთ ვირჯინიასა და კენტუკიში.

GAA 100%-ით ფლობს საქართველოში მდებარე შვილობილ კომპანიას „ჯორჯიან მანგანეზი“ (“GM”).

სპეციალური მმართველის დანიშვნას წინ საწარმოს რამდენიმე დღიანი გაჩერება უძღოდა წინ. მიმდინარე წლის 11 მაისს გარემოსდაცვის სამინიტრომ საწარმოში არსებულ დარვევებზე განცხადება გაავრცელა და ფეროშენადნობთა ქარხნის ყოფილი დირექტორი სპეციალურ მმართვალად დანიშნა. ნიკოლოზ ჩიქოვანი ზესატფონსი საპარალამენტო არჩევნების დროს დამოუკიდებელი კანდიდატის ილია კოკაიას (რომელიც "ქართული ოცნების" კადრად მოიზრებოდა) უჭერდა მხარს.  


ამავე თემაზე:

დარღვევების გამო "ჯორჯიან მანგანეზში" სპეციალური მმართველი დანიშნეს

"სახელმწიფოს ჩარევა "ჯორჯიან მანგანეზში" აუცილებელი გახდა"

"ჯორჯიან მანგანეზის" სპეციალური მმართველი საწარმოს ფინანსურ პრობლემებზე საუბრობს


ეკა დუგლაძე
Print E-mail
FaceBook Twitter



მსგავსი სიახლეები
15:14 / 11.09.2021
"წარდგენის ჩაშლა სცადეს" - ასე აფასებენ ოპოზიციური პარტიის წევრები დღეს ვანში მომხდარ ინცინდენტს.
ტყიბულში, გიორგი გახარიას პარტიის 
მაჟორიტარობის კანდიდატმა, კლინიკა
11:56 / 10.09.2021
ტყიბულში, გიორგი გახარიას პარტიის  მაჟორიტარობის კანდიდატმა, კლინიკა "თერჯოლამედის" ქირურგმა თენგიზ ჭიქაბერიძემ,  კანდიდატურა მოხსნა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.