რეგიონი
"დავიწყეთ სხვადასხვა აქტივობები" - ველომარათონი ბაღდათში
FaceBook
ბაღდათში დღეს ველომარათონი გაიმართა. მისი მიზანი ახალგაზრდა თაობის ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცი იყო. მარათონი, ბაღდათის მუნიციპალიტეტის მოლაშქრეთა კლუბ "დიდმაღალის" ინიციატივით გაიმართა.
"ეს კლუბი უკვე ერთი წელია რაც არსებობს. ჩვენ დავიწყეთ სხვადასხვა აქტივობები და ლაშქრობები. შემდეგ გაგვიჩნდა იდეა და გადავწვვიტეთ, რომ გაგვეკეთებინა რაღაც ახალი, რაღაც უცხო შემოგვეტანა ბაღდათში. ვიფიქრეთ, რომ ეს უნდა ყოფილიყო ველოსიპედების კულტურა," - ამბობს კლუბის "დიდმაღალი" ერთ-ერთი მონაწილე.

მონაწილეებმა სტარტი  ბაღდათის ერთ-ერთი სოფელშ, დიმში აიღეს და ის კაკაურიძის ქუჩის მიმართულებით სამი კილომეტრისა და 300 მეტრის გარბენის შემდეგ დასრულდა.

"49 წლის ვარ და როგორც ვატყობ ყველაზე უხუცესი მონაწილე ვარ ამ ველოგარბენის. ზოგადად სპორტის ძალიან დიდი მოყვარული ვარ, მთელი ჩემი ცხოვრება სპორტთან მაქვს კავშირი. ძალიან მომეწონა ეს იდეა", - განმარტა ველომარათონის ერთ-ერთმა მონაწილე, სოსო კოტორეიშვილმა.
მარათონის დასრულების შემდეგ პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელები გამოვლინდნენ. რომლებსაც კლუბ "დიდმაღალისაგან" სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.

პირველი ადგილი 15 წლის ლუკა ენდელაძეს ერგო, ხოლო ნუგზარ მაღლაკელიძემ და გიორგი გორგიძემ მეორე და მესამე ადგილი დაიკავეს, რომლებსაც მაისური და საათი ერგოთ, ხოლო პირველ ადგილზე გასულ, 15 წლის ლუკა ენდელაძეს კლუბ "დიდმაღალისაგან" ველო-ჩაფხუტი გადაეცათ.



ველომარათონს ბაღდათის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურის უფროსი, კახა გოგნაძეც ესწრებოდა, რომელმაც ლუკა ენდელაძეს საჩუქრად თასი გადასცა.
" მიზიდავს ველოსპორტი. თუმცა, ასეთ შეჯიბრებაში პირველად მივიღე მონაწილეობა და ძალიან მიხარია. მართლაც, სასიხარულოა ჩემთვის მსგავს მარათონში მონაწილეობა და ორმაგად მიხარია კიდევ ის, რომ პირველი ადგილი ავიღე", - ამბობს ლუკა ენდელაძე.
კლუბი "დიდმაღალი" მსგავსი ღონისძიებების ჩატარებას მომავალშიც გეგმავს.

თეონა წითაძე

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.