რეგიონი
"სახელმწიფოს ჩარევა "ჯორჯიან მანგანეზში" აუცილებელი გახდა"
FaceBook
"სახელმწიფოს ჩარევა "ჯორჯიან მანგანეზში" აუცილებელი გახდა, სხვა გამოსავალი არ იყო ჰოლდინგი ან უნდა გაკოტრებულიყო ან ახალი მმართველი დაენიშნათ", - ასე შეაფასა "ჯორჯიან მანგანეზის" სპეციალური მმართველის ნიკა ჩიქოვანის  დანიშვნა, მისმა ყოფილმა მრჩეველმა გია ჯანდიერმა. გია ჯანდიერი ნიკოლოზ ჩიქოვანის მრჩეველი იყო, როდესაც ის ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის დირექტორი იყო. ჯანდიერის ინფორმაციით,  საწარმოს მილიონობით დავალიანება  აქვს.

"საწარმოს 500 მილიონი ლარის  დავალიანება აქვს. ჩემი აზრით,  სახელმწიფო უფრო ადრე უნდა ჩარეულიყო ამ პროცესებში. ეს გადარჩენის ერთადერთი გზაა. პროცესები პოლიტიკური ხაზით მიდის, სხვაგვარად ამ პრობლემის მოგვარება არ მოხერხდა. არ ვიცი რამდენად საჭირო იყო ძველი აქციონერების გამოჩენა. ალბათ, უფრო ნეიტრალური ადამიანი უნდა მოეძებნათ. თუმცა, ნიკა ჩიქოვანი საქმის მცოდნეა და იმედი მაქვს რომ მდგომარეობის გამოსწორებას შეძლებს", - ამბობს  ქუთაისიპოტთან საუბარში გია  ჯანდიერი. 

ნიკოლოზ ჩიქოვანი შპს "ჯორჯიან მანგანეზში", სპეციალური მმართველის პოსტზე მიმდინარე წლის 11 მაისს დაინიშნა. ზესტაფონში ის საპარლამენტო არჩევნების დროს გამოჩნდა და მხარს დამოუკიდებელ  (რომელიც ასევე, "ქართული ოცნების" კანდიდატად მოიაზრებოდა) მაჟორიტარობის კანდიდატ ილია კოკაიას უჭერდა.

ეკა  დუგლაძე
Print E-mail
FaceBook Twitter



მსგავსი სიახლეები
15:14 / 11.09.2021
"წარდგენის ჩაშლა სცადეს" - ასე აფასებენ ოპოზიციური პარტიის წევრები დღეს ვანში მომხდარ ინცინდენტს.
ტყიბულში, გიორგი გახარიას პარტიის 
მაჟორიტარობის კანდიდატმა, კლინიკა
11:56 / 10.09.2021
ტყიბულში, გიორგი გახარიას პარტიის  მაჟორიტარობის კანდიდატმა, კლინიკა "თერჯოლამედის" ქირურგმა თენგიზ ჭიქაბერიძემ,  კანდიდატურა მოხსნა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.