რეგიონი
ტყიბულში გახარიას პარტიის წევრმა კანდიდატურა მოხსნა - პარტიაში "ოცნების" მხრიდან ზეწოლაზე საუბრობენ
FaceBook
ტყიბულში, გიორგი გახარიას პარტიის  მაჟორიტარობის კანდიდატმა, კლინიკა "თერჯოლამედის" ქირურგმა თენგიზ ჭიქაბერიძემ,  კანდიდატურა მოხსნა.

"საქართველოსთვის" ტყიბულის ორგანიზაციის თავმჯდომარე მაკა შარვაძე აცხადებს, რომ მათ თანაგუნდელზე ორი დღის წინ  მმართველი პარტიის მიერ ზეწოლა განხორციელდა, რის შედეგადაც ჭიქაბერიძემ არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვა.

"თენგიზ ჭიქაბერიძე იყო როგორც მაჟორიტარულ, ასევე პროპორციულ სიაში. ორი დღის წინ მასზე  "ქართული ოცნების" მხრიდან განხორციელდა ზეწოლა, რის შედეგადაც მან საკუთარი ნების წინააღმდეგ კანდიდატურა მოხსნა"
, - ამბობს "ქუთაისიპოსტთან" საუბარში მაკა შარვაძე.

მისი თქმით, საქმეში ჩართულია პარტიის ცენტრალური ოფისი, რომელმაც უცხოურ სადამკვირვებლო ორგანიზაციას ზეწოლის ფაქტის შესახებ ინფორმაცია უკვე მიაწოდა.

თავად ჭიქაბერიძეს მომხდარზე საუბარი არ სურს.

"ამ თემაზე არ მინდა საუბარი", - გვითხრა სატელეფონო საუბრისას  ყოფილმა კანდიდატმა.

ტყიბულში ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ყოფილი პრემიერ-მინისტრის პარტიის მხარდამჭერები  მმართველ გუნდს ზეწოლაში ადანაშაულებენ. მსგავს შემთხვევაზე საუბრობდა ტყიბულის მერიის თანამშრომელიც. ნელი ქარელი ამბობდა, რომ მის მიმართ ზეწოლა მას შემდეგ დაიწყო, რაც იგი გიორგი გახარიას პარტიის  ადგილობრივ წარმომადგენელს ტელეფონით ესაუბრა.


ამავე თემაზე:



Print E-mail
FaceBook Twitter



მსგავსი სიახლეები
15:14 / 11.09.2021
"წარდგენის ჩაშლა სცადეს" - ასე აფასებენ ოპოზიციური პარტიის წევრები დღეს ვანში მომხდარ ინცინდენტს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.