ახალი ამბები
სალომე ზურაბიშვილი - "ჩვენ ვდგავართ ოქროზე, მაგრამ არ ვიცით როგორ გამოვიყენოთ"
FaceBook
საქართველოს პრეზიდენტი პრემიერთან ერთად წყალტუბოში რეგიონულ ფორუმს ესწრება. 

სალომე ზურაბიშვილმა წყალტუბოში ვიზიტისას რეგიონებში არსებულ ტურისტულ პოტენციალეზე ისაუბრა.

მისი თქმით, ქვეყნის მომავალი არის ძლიერ რეგიონებში. პრეზიდენტმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა წყალტუბოზე, როგორც ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტურისტული პოტენციალის მქონე ქალაქზე.

"აქ წყალტუბოში ყველაზე კარგად ჩანს რა ტურისტული პოტენციალის მატარებელია საქართველოს რეგიონები. ჩვენ ვდგავართ ოქროზე, მაგრამ არ ვიცით როგორ გამოვიყენოთ. ჩვენი ქვეყნის მიმზიდველობა დევს სწორედ რეგიონებში, ამიტომ უნდა შევიმუშაოთ საშუალო და გრძელვადიანი გეგმა, რომ ეს არ დარჩეს მხოლოდ განცხადებების დონეზე " - განაცხადა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილმა დღესვე ოკუპირებულ რეგიონებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ პრობლემის მშვიდობიანი მოგვარების გზა გადის ძლიერ რეგიონებზე.

წყალტუბოში მიმდინარე რეგიონულ ფორუმზე, პრეზიდენტთა და პრემიერთან ერთად , მიწვეული არიან სამინისტროების წარმომადგენლები, პარლამენტის დეპუტატები, გუბერნატორები და მერები, ასევე, ბიზნესმენები და პოტენციური ინვესტორები. 
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები


საგაზაფხულო ფლიმარკეტი სინათლისთვის უკვე მეორედ
იმართება როგორც ონლაინმედიების მხარდამჭერი ღონისძიება და 30-31
მაისს Slink Cafe-ში ჩატარდება, რომელიც ილიას ბაღი-ში
მდებარეობს.
14:40 / 18.05.2026

საგაზაფხულო ფლიმარკეტი სინათლისთვის უკვე მეორედ იმართება როგორც ონლაინმედიების მხარდამჭერი ღონისძიება და 30-31 მაისს Slink Cafe-ში ჩატარდება, რომელიც ილიას ბაღი-ში მდებარეობს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სპეციალური სამმართველო
შეიქმნება, რომელიც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი
კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის მონიტორინგსა და სამართლებრივ
რეაგირებაზე იმუშავებს.
11:28 / 18.05.2026
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სპეციალური სამმართველო შეიქმნება, რომელიც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის მონიტორინგსა და სამართლებრივ რეაგირებაზე იმუშავებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.