პოლიტიკა
შსს მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ მყოფი ბაღდათის პოლიციელის სანიაღვრე არხში ჩავარდნას უარყოფს
FaceBook
შინაგან საქმეთა სამინისტროში უარყოფენ ინფორმაციას მარიხუანის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ბაღდათის პოლიციის თანამშრომლის სამსახურებრივი ავტომობილით სანიაღვრე არხში ჩავარდნის თაობაზე.

შსს-ში აცხადებენ, რომ ინფორმაცია სიცრუეა.

"არც პოლიციელი ყოფილა მარუხუანას ზემოქმედების ქვეშ და არც სანიაღვრე არხში ჩავარდნის ფაქტი დაფიქსირებულა" - აცხადებენ შინაგან საქმეთა სამნისტროში.

მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ მყოფი ბაღდათის პოლიციის თანამშრომელის სამსახურებრივი ავტომობილით სანიაღვრე არხში გადავარდნის შესახებ ინფორმაცია "ტოპნიუსმა", ერთ წყაროზე დაყრდნობით გაარცელა.

სააგენტო წერს, რომ შემთხვევა ბაღდათში, 3 აგვისტოს დაახლოებით 01.35 სთ-ზე საირმის გზაზე მოხდა.

"ბაღდათის პოლიციის თანამშრომელმა, რომელიც იმყოფებოდა მარიხუანის ზემოქმედების ქვეშ და მართავდაა სამსახურეობრივ მანქანას, ე.წ პოლიციის პიკაპს, ქუჩაში მოძრაობის დროს ვერ უზრუნველყო უსაფრთხო გადაადგილება, გადავიდა გზის სავალი ნაწილიდან და გადავარდა სანიაღვრე არხში. რა თქმა უნდა, შემთხვევის ფაქტი არ შეუტყობინებიათ შსს-ს შესაბამის სამსახურებისათვის და აღნიშნული ფაქტის დამალვის მიზნით, დროულად ამოიყვანეს სანიაღვრე არხიდან გამვლელი მოქალაქეების საშუალებით,"- განუცხადეს "ტოპნიუსს".



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
''ამ კანონს ვეტოს ნამდვილად დავადებ,'' - ამის შესახებ საქართველოს
პრეზიდენტმა, სალომე
ზურაბიშვილმა რუსული კანონის მიღების შემდეგ განაცხადა.
16:59 / 17.04.2024
''ამ კანონს ვეტოს ნამდვილად დავადებ,'' - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსული კანონის მიღების შემდეგ განაცხადა.
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით
გამოეხმაურებიან.
15:30 / 17.04.2024
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით გამოეხმაურებიან.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.