რეგიონი
მეშახტის ერთი დღე (ვიდეო)
FaceBook
ტყიბულის მინდელის შახტის ეზო მეშახტებით ნელ-ნელა ივსება. ზოგი პატარა, ყვითელ ვაგონებში ზის, ზოგიერთები ეზოში დგანან. ხუმრობენ, ერთმანეთს სიყვრულით  და  პატივისცემით  უყვებიან სახალისო ამბებს.
სულ ცოტა ხანში ისინი 400 მეტრ სიღრმეზე უნდა ჩავიდნენ. ასეთია მზადება 6 საათიანი სამუშაოსთვის.

თითოეული მეშახტე სპეციალური ფორმით და ეკიპირებითაა აღჭურვილი.

ჩაფხუტი, მეშახტის სინათლე ინდივიდუალური ჩიპითა და ნომრით, სამთო-მაშველი ბალონი და აირის საზომი აპარატი - ეს ის მოწყობილობაა, რაც მათ უბანზე გასვლამდე გადაეცემათ.

მეშახტეები 6 საათისთვის მინდელის შახტის ადმინისტრაციულ შენობაში იკრიბებიან. აქ ისინი სამედიცინო შემოწმებასაც გადიან. ექიმი, ნანა ჩესნაკოვა გვიხსნის, რომ მეშახტის წნევა, ასაკის მიხედვით, 140/90 ფარგლებში უნდა იყოს. იმ შემთხვევაში თუ წნევა მაღალია, ექიმი მედიკამენტებს უნიშნავს და უბანზე გასვლის რეკომენდაციას არ გაცემს.

ამ პროცედურების გავლის შემდეგ მეშახტეები, სპეციალური ხიდით, ეზოში გადიან და იმ დრომდე იცდიან, ვიდრე ბოლო კოლეგაც მათ რიგებს არ შემოუერთდება.









ყვითელი ვაგონები თანდათან ივსება.

საერთო რიტუალი არ აქვთ, თუმცა რამდენიმე მეშახტემ საიდუმლო გაგვიმხილა და გვითხრა, რომ უბანში ჩასვლამდე "მამაო ჩვენოს" გულში რამდენჯერმე იმეორებს. ვიდრე უბნამდე მივლენ, წინ 1 საათიანი გზაა - ჯერ 3 კმ ჰორიზონტალურად მატარებლის ვაგონებით, შემდეგ 300 მეტრი ვერტიკალური ჭავლით, სპეციალური კაბინით და ბოლოს 1 კმ. ფეხით უნდა იარონ.



ზუსტად 7 საათზე მატარებელი ნელ-ნელა მოძრაობას იწყებს, მეშახტეებიც ემშვიდობებიან დედამიწის ზედაპირს და სიღრმეში ლოცვით და სიმღერით მიდიან.

ყვითელი ვაგონები ბნელ გვირაბში უჩინარდებიან. უკანა გზაზე ვაგონებმა მუშაობისგან დაღლილი, "შავი" ადამიანები უნდა ამოიყვანოს. მათ ხომ ოჯახში ელოდებიან.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისიპოსტის ინფორმაციით,
წყალტუბოს #2 საჯარო სკოლის  დირექტორმა გიორგი ბენიძემ, 
მეხუთე კლასის სამი მოსწავლე,  კლასში, გაკვეთილის მიმდინარეობის
დროს  დააჩოქა.
15:47 / 10.10.2019

ქუთაისიპოსტის ინფორმაციით, წყალტუბოს #2 საჯარო სკოლის  დირექტორმა გიორგი ბენიძემ,  მეხუთე კლასის სამი მოსწავლე,  კლასში, გაკვეთილის მიმდინარეობის დროს  დააჩოქა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.