რეგიონი
საჯარო მოხელეები, რომლებსაც დეკლარაციებში ქონების შეტანა "დაავიწყდათ" , შესაძლოა, დაჯარიმდნენ
FaceBook

იმერეთის რეგიონის სამი მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეები, რომლებმაც 2017- 2018 წლებში არასრულად შეავსეს დეკლარაციები, შესაძლოა, დაჯარიმდნენ.

საჯარო პირები აცხადებენ, რომ მათ სახელზე არსებული ქონების აღიცხავა "დაავიწყდათ" და დეკლარაციაში შესწორებებს შეიტანენ. საჯარო სამსახურის ბიუროში კი, განმარტავენ, რომ თუ დეკლარაციის შევსებიდან 48 საათი გავიდა მასში ცვლილებებს ვერ განახორციელებენ.

 

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეები


თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი ბონდო სოფრომაძე შპს “ახალ დონეში” 100%-იანი წილის მფლობელია. თუმცა,  მას ეს  გასულ წელს დეკლრაციის შევსების დროს არ შეუტანია. მან მხოლოდ ის აღნინა დეკლარაციაში, რომ ამ კომპანიის ხელმძღვანელი მისი შვილია. თერჯოლის მერი აცხადებს, რომ ის ახლა კომპანიის მფლობელი არ არის და მმართველობა შვილს გადააბარა.

" მე მაქვს უფლება წილი მქონდეს კომპანიაში, მაგრამ ამ კომპანიის დირექტორი  არის ჩემი შვილი, იმიტომ რომ ვარ საჯარო მოხელე. არავითარი პრობლემა ამ მხრივ არ არსებობს", -  ამბობს ბონდო სოფრომაძე.

კომპანიის  მესაკუთრეობა "დაავიწყდა"  ამავე მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს ნოდარ ფანჩულიძეს. ის შპს “იმერეთი 2017_ის” 100%-იანი წილის მესაკუთრეა. ის ასევე, შპს “ბერტა იმერეთის" დირექტორი გახლავთ, რომელიც მისი თქმით, ამ დროისთვის აღარ ფუნქციონირებს. 

"რადგან დეკლარციებში მინიშნება არ იყო ამ კუთხით მეც გადავწყვიტე, რომ არ მიმეთითებინა და აუცილებლად გავასწორებ ამ ხარვეზებს თუ შესაძლებელია“, - ამბობს ნოდარ ფანჩულიძე.

„კომპანიები აღარ ფუნქციონირებს, რის გამოც აღარ ჩავთავალე საჭიროდ რომ ჩამეწერა“, - ამბობს კონსტანტინე ამაშუკელი, რომელიც თერჯოლის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება - მრეწველების” თავმჯდომარეა. ის შპს “სხივის" მეწილე და დირექტორიცაა. 

კოლეგების მსგავსად, საჭიროდ არ ჩათვალა  ჩაეწერა თავისი და მისი მეუღლის წილები სხვადასხვა კომპანიებში ნუგზარ ფანჩულიძემ, რომელიც თერჯოლის 
მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსია. მეუღლე ნათელა გაბელაშვილი შპს “პანინის"  და შპს “ალტ-სოლუშენის" 100 %-იანი წილის მფლობელი და ამავე კომპანიების ხელმძღვანელია. თავად, ფანჩულიძე შპს “კოლხიდა+"-ის დირექტორია, რომელიც ასევე არ მიუთითა. 

„2006 წლის შემდეგ  არ უფუნქციონირებია ჩემი მეუღლის კომპანიებს. აქედან გამომდინარე იმდენად დიდი ხანი იყო გასული რომ არ მიფიქრია ესეც მიმეთითებინა“,  - ირწმუნება ნუგზარ ფანჩულიძე.

ხოლო თერჯოლის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელ ავთანდილ ურიადმყოფელმა 2017 წელს შევსებულ დეკლარაციაში არ მიუთითა, რომ იგი შპს “მომმარაგებელის” 25 % წილის მესაკუთრეა. ავთანდილ ურიადმყოფელი ამბობს, რომ "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ" ის კვლევაში შეცდომით შეიყვანა, რადგან მას არავითარი კომპანია არ უფიქსირდება.

"მყავს სეხნია და მას აქვს ნამდვილად ეს კომპანია, მე საჯარო მოხელე ვარ და მხოლოდ ხელფასზე ვცხოვრობ არავითარი კომპანი არ გამაჩნია, მექნებოდა სიამოვნებით მაგრამ რა ვუყოთ, რომ არ მაქვს. თუ დაიჯერებთ ძროხაც კი არ მყავს არათუ კომპანია“, - ამბობს ავთანდილ ურიდმყოფელი. მისი თქმით, ის არასამთავრობო ორგანიზაციას მიმართავს, რომ კვლევაში შესწორება შეიტანოს და მის შესახებ ცრუ ინფორმაცია კვლევიდან ამოიღონ.


წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეები

წყალტუბოს  მერიაშიც  2017 წელს შევსებულ დეკლარაციაში არ მიუთითეს ოჯახის წევრების კომერციული წილები და სხვადასხა წილები. მაგალითად, წყლტუბოს საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება-მრეწველების” თავმჯდომარემ, გიორგი დოლიძემ დეიდის, მარიამ ჩიხლაძის  საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი. ის ამბობს, რომ დეკლარაციის შევსების მომენტში დეიდასთან აღარ ცხოვრობდა ამიტომ საჭიროს არ ჩათვლა მისი დეკლარაციაში ასახვა. თუმცა, ამბობს, რომ "ტექნიკურ შეცდომას" გამოასწორებს. 

"უახლოეს მომავალში მე შევიტან დეკლარაციაში შეწორებას თუ მოხერხდა“,  - ამბობს გიორგი დოლიძე. დეიდის არა, მაგრამ მეუღლის, ნანა წიწილაშვილის საქმიანობა არ ასახა ამავე ფრაქციის “ქართული ოცნება - კონსერვატორების” თავმჯდომარემ, სერგო კირკიტაძემ. ასევე, არ ასახა შპს “დანსის” 100%-იანი წილის მესაკუთრეობა. ის ამბობს, რომ მისმა მეუღლემ შპს “პროგრესი + 2006”- მუშაობა გასულ  წლიდან აღარ მუშაობს და ამიტომ არ ჩაწერა დეკლარაციაში. 

"როდესაც წლებია კომპანიის ბრუნვა 0 ლარს შეადგენს არ ჩავთვალე საჭიროდ, რომ მიმეთითებინა ეს დეკლარაციაში. ვგეგმავ საგადასახადოს მივმართო ამოვიღო ჩამი დეკლარაცია და იქ განვმარტო აღნიშნული დეტალები და მივუთითო ორივე კომპანიის შესახებ. რის შემდეგაც, არასამთავრობო ორგანიზაციასაც მივმართავ იმისთვის, რომ მის კვლევაში შეიტანოს კორექტირება“,  - ამბობს  სერგო კირკიტაძე.

„ეს კომპანია გურამი სოფრომაძემ დააფუძნა 2005 წელს მე მთხოვა პირადობა და მითითებულია რომ მე მაქვს წილი. მაგრამ არც უარსებია იმ კომპანიას საგადასახადოშიც კი არ რეგიტრირდება. მივმართე საჯარო რეესტრს და გააუქმებენ მალე ამ შპს და ეს საკითხიც მოგვარდება. არც კი მახსოვდა ეს კომპანია თუ ოდესმე  არსებობდა ახლა ამ კვლევით გავიხსენე “,  - ეს საკრებულოს ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, მამუკა საღარეიშვილია.  ის გვარწმუნებს, რომ კოპანია, რომელიც კვლევაში  მოხდა არ ახსოვდა და შესაბამისად, ვერ შეიტანდა დეკლარაციაში. კვლევის მიხედვით, ის შპს “კურორტის” 25% წილის მესაკუთრეა. 

დეკლარაციის ჩასწორებას გეგმავს წყალტუბოს მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის უფროს გიორგი ჩაკვეტაძე. მან გასულ წელს შევსებულ დეკლარაციაში არ მიუთითა, რომ ის წყალტუბოს სოფელ მეორე უბანში 2295 კვ.მ. მიწის ნაკვეთის მფლობელია. 

„2006 წლიდან ჩემს სახელზეა აღნიშნული მიწის ნაკვეთი. შემდეგ საჯარო რეესტრს ახალი რეგიტრაციისთვის მივმართე და სწორედ ამ პერიოდში გამომრჩა რომ მიმეთითებინა რომ ის ჩემს სახელზე იყო. აუცილებლად ჩავასწორებ თუ ჩასწორება შესაძლებელია“,  - ამბობს გიორგი ჩაკვეტაძე.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეები

ზესტაფონის მერმა კახაბერ მახათაძემ 2018 წლის იანვარში შევსებულ დეკლარაციაში არ აღნიშნა, რომ იგი არის შპს “იმერეთი 777” 34% წილის მფლობელი.  მან ასევე, არ ასახა მეუღლის, ნატო შავლაყაძე წილები კომპანიებში:  შპს MATO - 50 % იანი წილი, შპს “მწვანე კონცხი” 10% წილი; შპს “თბილისის ტაქსი” - 50 წილი.

ზესტაფონის მერიაში აცხადებენ, რომ კახაბერ მახათაძის და მისი მეუღლის სახელზე არსებული კომპანიები გაუქმებულია და მან საჭიროდ არ ჩათვალა საჭიროდ დეკლარაციაში მითითება.

"იმდენად დიდი ხნის წინ იყო, რომ არ მივიჩნიე საჭიროდ ეს მიმეთითებინა, ახლა მოვიკვლიე და გავაუქმებ საჯარო რეესტრში ამ კომპანიას არ არის პრობლემა და ამით მორჩება ეს საქმე",  - ამბობს საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის განვითარებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე კობა გოჩალეიშვილი. მანაც  მიმდინარე წელს შევსებულ დეკლარაციაში არ  აღნიშნა  შპს “ალმაკო” , რომლის 33% წილის მფლობელია. 

საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ტარიელ ხუსკივაძე კი ამბობს, რომ მას დაავიწყდა დეკლარაციაში იმ კომპანიის მითითება, რომელის მფლობელი და დირექტორიცაა. 2018 წლის იანვარში შევსებული დეკლარაციის მიხედვით ის შპს “კატ-ის” 34% წილის მფლობელი და დირექტორია.

"2013 წელს გაუქმდა კომპანია და ამდენი ხნის მერე ჩავთვალე რომ აღარც არსებობდა და დამავიწყდა მისი მითითება",  - ამბობს ტარიელ ხუსკივაძე.

ზესტაფონის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა, მაია ხვედელიძემ 2017 წლის სექტემბერში შევსებულ დეკლარაციაში არ მიუთითა, რომ მისი მეუღლე ბახვა სუქნიძე 2017 წლის ივლისში დაფუძნებული შპს “როიალ კომფორტის” დირექტორი და 50% წილის მესაკუთრეა. მაია ხვედელიძე აღნიშნული ინფორმაციის მიუთითებლობის გამო 1 000 ლარით დაჯარიმდა.

რას ითვალისწინებს კანონი

კანონმდებლობის მიხედვით, თანამდებობის პირი ვალდებულია, ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია დანიშვნიდან ორი თვის ვადაში წარადგინოს. დეკლარაცია ივსება ყოველწლიურად, ყოველი წინა დეკლარაციის შევსების დღიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ, ორი კვირის ვადაში. 

"საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ’’ კანონის კიხედვით,  საჯარო პირი ვალდებულია მიუთითოს მისი და მისი ოჯახის წევრების სახელზე არსებული უძრავ მოძრავი იქნება. ამავე დოკუმენტის თანახმად, დეკლარაციის არასრულად შევსებისთვის 1000 ლარით ჯარიმდება.

არის თუ არა შესაძლებელი დეკლარაციების ჩასწორება და "დავიწყებული" ქონებების და თუ ბიზნესწილების აღრიცხვა, საჯარო სამსახურის ბიუროში  განგვიმარტეს, რომ თუ დეკლარაციის შევსებიდან 48 საათი გავიდა ისინი ახალ ინფორმაციას ვეღარ დაამატებენ. ხოლო არასრული შევსებისთვის,  შესაძლოა, დაჯარიმდნენ. 

ბიუროში აცხადებენ, რომ საჯარო მოხელეების მიერ დეკლარაციის შევსების დროს აღმოჩენილი დარვევის შეთხვევაში ისინი შესაძლოა 1000 ლარით დაჯარიმდნენ. ხოლო თუ განძრახ ქონების დამალვის შესახებ გაჩნდა გარკვეული ეჭვი ამ შემთხვევაში საქმე პროკურატურას გადაეცემა.

„ იმისთვის რომ საქმის მოკვლევა დავიწყოთ, აუცილებალი არასამთავრობო ორგანიზაციამ შესაბამისი განცხადებით მოგვმართონ, თუ ჩვენი კვლევის დროს დარღვევა დადგინდა აუცილებლად მოხდება დაჯარიმება“, - ამბობს საჯარო სამსახური ბიუროს უფროსის მოადგილე, თეიმურაზ ჩიხრაძე.

თემურ ჩიხრაძის თქმით,  არასამთარვრობო ორგანიზაციის მიერ მომართვის შემთხვევაში საჯარო სამსახურის ბიურო აღნიშნული შემთხვევების მოკვლევას დაუყონებლივ დაიწყებს და შესაბამის ანგარიშს შემდეგ გამოაქვეყნებს.


"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში" აცხადებენ, რომ კვლევაში მათ უკვე მიმართეს საჯარო სამსახურის ბიუროს, რომ აღნიშნულ შემთხვევებზე მოკვლევა დაიწყოს.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” მიმართავს საჯარო სამსახურის ბიუროს, წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე დაიწყოს კვლევაში აღნიშნული პირების ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგი“, - ნათქვამია კვლევაში.

ამავე თემაზე:

ზესტაფონში მერიის ერთ-ერთი სამსახურის უფროსი 1 000 ლარით დააჯარიმეს

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.