ინტერვიუ
ანა არგანაშვილი - ბავშვებს ბულინგის ქცევის მოდელს უფროსები აძლევენ
FaceBook
ბოლო წლებში აქტირუად დაიწყო სკოლებში ბულინგის (ჩაგვრა) არსებობაზე საუბარი, თუმცა ძირითადად მხოლოდ საუბარი და ნაკლებად კვლევა, შედეგების ანალიზი და მიდგომების ძიება კონკრეტულ სოციალურ ჯგუფებში.
როგორ უყურებს ბულინგის პრობლემას ქართული კანონმდებლობა? რა მიდგომები გააჩნია განათლების სამინისტროს? როგორ იაზრებენ პრობლემას პედაგოგები?

ამ და სხვა საკითხებზე გვესაუბრება პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის წარმოამდგენელი ანა არგანაშვილი.

-ბულინგთან დაკავშირებით კანონში ზოგადი განათლების შესახებ თუ არის რაიმე ჩანაწერი, კანონი, ან კანონქვემდებარე რაიმე აქტი, რომელიც დაავალდებულებდა სკოლას, რომ განსაკუთრებული სერიოზულობით მიხედოს ამ საკითხს?


- ბულინგთან დაკავშირებით სპეციალური ჩანაწერი არ გაგვაჩნია კანონმდებლობაში. ბულინგი კანონში ერთიანდება ზოგადად ძალადობის ფორმებში, ეს მართლაც არის ძალადობის ფორმა, მაგრამ ბულინგს გააჩნია სპეციალური მახასიათებლები, რომლებიც ცალკე უნდა იყოს გამოყოფილი. ზოგადი ძალადობის შემცირების ღონისძიებები სამწუხაროდ საკმარისი არ არის ხოლმე ბულინგთან მუშაობის კუთხით. ვფიქრობ, კანონი ზოგადი განათლების შესახებ, უახლოეს პერიოდში უნდა გახდეს განხილვის საკითხი. თუკი კანონში არ მოხდება დაკონკრეტება, მაშინ სულ მცირე კანონქვემდებარე აქტებში მაინც დაკონკრენტდეს ის სპეციალური ღონისძიებები, რაც ბულინგის შესამციებლად ან აღმოსაფხვრელად უნდა იყოს მიმართული.

- ბოლო წლებში განათლების სამინისტროს მხრიდან რაიმე სასიკეთო ცვლილება, ნაბიჯი, მეთოდი ხომ არ განხორციელებულა ბულინგის მიმარულებით სკოლებში?

- განათლების სამინისტრო დიდი ხნის განავლობაში ბულინგს არ აღიარებდა, როგორც მნიშვნელოვან პრობლემას. სამინისტროს წარმომადგენლებს მიაჩნდათ, რომ ეს არის ბუნებრივი და ასაკობრივი მოვლენა. მაგრამ ეს არ არის სწორი მიდგომა, დადგენილია, რომ ბულინგზე მიზანმიმართული მუშაობით გახდება შესაძლებელი ამ პრობლემის მნიშვნელოვანად შემცირება. ბულინგის გავლენისა და ეფექტის გარდა, განათლების სამინისტროს დღემდე არა აქვს შესწავლილი თუ რა ტრაგიკული შედეგები შეიძლება მოყვეს ბულინგს, მათ შორის - ფატალურიც.

სამინისტროს ბულინგზე მუშაობა არ ეყრდნობა შედეგების გაზომვას. სკოლები ფრაგმენტულ ღონისძიებებს მიმართავენ, რაც საშუალებას გვართმევს გავზომოთ - ეს იყო მუშაობა, თუ იმის ჩვენება, რომ ჩათვლა მიიღონ ამ კუთხით. საუკეთესო შემთხვევაში აუცილებელია წინასწარ გაიზომოს იმ კონკრეტულ მიკროსოციუმში რა სახის და ტიპის ბულინგია გავრცელებული. შემდეგ ჩატარდეს მუშაობა, გარკვეული პერიოდის შემდეგ კი გაიზომოს მუშაობის შემდგომი მდგომარეობა, იმისთვის, რომ შევამოწმოთ ჰქონდა თუ არა შედეგი კონკრეტული მიმართულებით წარმოებულ აქტივობას. სხვა შემთხვევაში ჩაგვეთვლება, რომ საქმეს ვაკეთებთ და არ გვეცოდინება რა ასახვა ჰპოვა ჩვენმა მუშაობამ.

სკოლებში ბულინგის შემაკავებლებად ასახელებენ: კლასის დამრიგებლის,, მორიგე მასწავლებლის, მანდატურის არსებობას, რომელიც, მათი თქმთ, აღმოფხვრის ბულინგის შემთხვევებს. საუბარია სკოლებში არსებულ წრეებზეც...

- ბულინგის მიზეზები და ზეგავლენის ფაქტორები ძალიან მრავალფეროვანია, ამიტომ, არ გამოვრიცხავ, რომ წრეებიც იყოს ერთ -ერთი საშუალება ბულინგის შესამცირებლად და სამართავად. ევროსაბჭოს აქვს დიდი კამპანია ბულინგის წინააღმდეგ. მასში გათვალისწინებულია მრავალფეროვანი საშუალებების დიდი არჩევანი, მათ შორის წრეებიც შეიძლება იყოს. მნიშვნელოვანია, უმიზნოდ არ დავხარჯოთ ჩვენი ისედაც მწირი რესურსი და გავზომოთ რეალუარად ამცირებს თუ არა, მაგალითად სხვადასხვა წრეებში ბავშვების ჩართულობა ბულინგის შემთხვევებს, დანამდვიებით შეიძლება ვთქვათ, რომ მხოლოდ წრეების ორგანიზება ბულინგის გლობალური პრობლემის შემცირებას და მართვას არ ეყოფა.

ღონისძიებები უნდა იყო კომპლექსური და მტკიცებულებებზე-დაფუძნებული. ანუ ჩვენ გვჭირდება მტკიცებულებები, რომელსაც მოგვცემს ბულინგის ვითარების კვლევა და ბულინგის წინააღმდეგ დაგეგმილი ღონისძიებების ეფექტურობის გაზომვა. წრეების გარდა, აუცილებლად მიმაჩნია სხვა ბულინგის შემცირების და აღმოფხვრის მიზნით აპრობირებული მექანიზმების შემოტანაც, მაგ. საინფორმაციო და საგანმანათლებლო კამპანიები, თანასწორთა ურთიერთმხარდაჭერა, მიმართვიანობის მექანიზმის ამუშავება და ა.შ.. დღესდღეობით მიჭირს იმის შეფასება ბულინგის წინააღმდეგ მიმართული რომელიმე ღონისძიება მიზანშეწონილია თუ არა, ან ეფექტურია თუ არა. რადგან ეს კვლევების საშუალებით შესწავლილი არ გვაქვს. ვხედავ იმის რისკებსაც, რომ თუ დროულად არ დავიწყებთ არსებული მდგომარეობის შეფასებას და განხორციელებული ღონისძიებების ეფექტურობის გაზომვას დავკარგავთ ისედაც მწირ რესურსებს და დავკარგავთ დროს...

ბავშვებს ასწავლიან, რომ ბულერები არ უნდა იყვნენ. არადა. ბულინგის ქცევის მოდელს აძლევენ უფროსები, როგორც ოჯახში, ასევე სკოლაში. დიდი ყურადღება უნდა მიექცეს სკოლის კულტურას, ხომ არ არიან მასწავლებელები მოდელები ძალადობრივი ქცევისა?! ხომ არ ახალისებს ბულინგს, მაგალითად, ფავორიტიზმი?! რადგან ცნობილია, რომ ბულინგის ერთ- ერთი წამახალისებელი სწორედ ფავორიტიზმია. საკმარისია მასწავლებელმა თქვას რომელიმე მოსწავლეზე, რომ ის მისი ფავორიტია, ის ამ მოსწავლეს პირდაპირ სამიზნედ აქცევს დაბულინგებისთვის ამიტომ პირველ რიგში მასწავლებელმა უნდა გადახედონ თავად ხომ არ ახალისებენ ბულინგს საკუთარი ქცევით?!

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში
16:00 / 27.02.2024
ქუთაისში "გუბერსკის ციხის" ყოფილი შენობა,  2021 წელს გაიყიდა, თუმცა ამ დრომდე გაურკვეველია რას უპირებს გუბერნსკის ციხის ისტორიულ შენობას ახალი მფლობელი.
ბოლო რამდენიმე წელია ხელისუფლების მხრიდან კულტურის სფეროს
წარმომადგენლებისა და კონკრეტული ინსტიტუციების მიმართ მიმდინარეობს
შეტევა.
15:20 / 05.07.2023
ბოლო რამდენიმე წელია ხელისუფლების მხრიდან კულტურის სფეროს წარმომადგენლებისა და კონკრეტული ინსტიტუციების მიმართ მიმდინარეობს შეტევა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.