ინტერვიუ
ქართველი ემიგრანტის შთამომავალი - ქუთაისში თითქოს სახლში ვარ
FaceBook
მხატვარი, ანრი მაჭავარიანი ქართველი ემიგრანტის შვილია. მამამისი, 1924 წლის აჯანყების მონაწილე ერისო მაჭავარიანი, საფრანგეთში საბჭოთა რეჟიმს გაექცა.

ანრი მაჭავარიანი საფრანგეთში დაიბადა და მრავალი წლის შემდეგ მამის მშობლიურ ქალაქს, ქუთაისს პირველად ეწვია. იგი თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი
-sheidzleba-yvela-ghonisdzieba-dedaqalaqshi-tardebodes-quthaisshi-qaravan-art-forumi-2016-gaikhsna" target="_blank">"ქარავან არტ ფორუმი 2016"-ის (რომელიც ქუთისში გაიმართა) მონაწილე გახლდათ. მხატვარი ქუთაისპოსტთან საუბრობს მამაზე, მის დაკარგულ სამშობლოზე და იმ იმედებზე, რომელიც 1921 წლის ოკუპაციის შემდეგ საქართველოდან დევნილ ყველა ქართველ ემიგრანტს ქონდა.

- მამაჩემი საბჭოთა ოკუპანტებს ებრძოდა. იგი 1924 წლის აჯანყების მონაწილე იყო, რომლის დამარცხების შემდეგ დააპატიმრეს და ციხეში ჩასვეს, საიდანაც მალე გაიქცა ათ თანამებრძოლთან ერთად. ისინი თურქეთში გადავიდნენ და მალე საფრანგეთში გაემგზავრნენ. საფრანგეთი მზაობას და კეთილ ნებას გამოხატავდა მიეღო ემიგრანტები. მამაჩემი პროფესიით ექიმი გახლდათ, თუმცა საფრანგეთში ყველანაირ სამუშაოს ასრულებდა და იმედოვნებდა, სხვებთან ერთად,სამშობლოში მალე დაბრუნებას. შემდეგ შეხვდა დედაჩემს, რომელიც რუმინელი გახლდათ ბესარაბიიდან. გადაწყვიტეს დაქორწინება. მალე მეც გავჩნდი. რადგან დედა და მამა სახლში ერთმენეთს რუსულად ესაუბრობდნენ, ამიტომ მეც რუსული ენა ვისწავლე. შემდეგ იყო მეორე მსოფლიო ომი, მამა ბევრს მუშაობდა და არ ქონდა დრო, რომ ჩემთვის ქართული ესწავლებინა. ასე დავრჩი რუსულ ენასთნ ერთად. აქ ბევრი მეკითხება რატომ არ ვლაპარაკობ ქართულად? აი, ამიტომ არ ვლაპარაკობ.

-მამა საიდან იყო წარმოშვებით, საქართველოს რომელი კუთხიდან?

- მამა სოფელ ლაშედან იყო. შემდეგ ცხოვრობდა ქუთაისში, ხაშურში, თბილისში და ბოლოს პარიზში. თუმცა, მისი გული დაჭრილი იყო. ჩემი მეგობრები, ქართველი ემიგრანტების შვილები, საფრანგეთში დაიბადნენ. მათი მშობლებიც, მამაჩემის მსგავსად, დაბრუნებას იმედოვნებდნენ. მამა მიყვებოდა, რომ საქართველოში ვაშლები ისეთი კი არ იყო როგორც საფრანგეთში, არამედ ძალიან განსხვავებული ზომის. მისთვის საქართველო ოცნების მხარე იყო...



მამას უნდოდა მეც ექიმი გამოვსულიყავი, მაგრამ მე არ მინდოდა ექიმობა. მერე სამხატვრო სკოლაში გამოცდები ჩავაბარე. მამა გაოცებული იყო ჩემი გადაწყვეტილებით, თუმცა თანდათან მიხვდა, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე. ვიყავი არტ-დირექტორი, კრეატივ-დირექტორი, შემდეგ ილუსტრატორი. ვაკეთებდი პლაკატებს. მიწვევდნენ იაპონიაში, გერმანიაში, ძალიან მოსწონდათ ჩემი სტილი. ჩემთვის ეს დიდი გამოცდილება იყო.

- თქვენ ბევრს მოგზაურობდით, თუმცა ქუთაისში პირველად ხართ...

- ქუთაისი გასაოცარი ქალაქია. აქ თითქოს სახლში ვარ. თითქოს ყველაფერი ვიცი. მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის ახალი ქალაქია. რა თქმა უნდა, ქალაქმა სახე იცვალა, სხვა ცხოვრებაა, მაგრამ მე ამას ვიღებ როგორც ჩემსას. ცოტა ხნის წინ ქუთაისის ბაზარში ვიყავი. ერთ ადამიანს ვეუბნები "გამარჯობა", "საიდან ხარ?" - მეკითხება. "საფრანგეთიდან, თუმცა ნახევრად ქართველი ვარ. მამაჩემი მაჭავარიანი იყო". "მაჭავარიანი?"- აღფრთოვანდა ის კაცი. მერე ვიღაცებს დაუძახა მაჭავარიანი გაიცანითო. იმათ სადღაც დარეკეს, სხვა მაჭავარიანებთან. მოკლედ შესანიშნავი იყო.

- ნათესავებიც იპოვეთ...

- ბაზარშიც მკითხეს, თუ რატომ არ ვლაპარაკობდი ქართულად. რუსულად კი არა, ქართულად უნდა ლაპარაკობდეო, მითხრა ერთმა ქალმა. თუმცა, რუსულად საუბარიც ხომ მაძლევს ურთიერთობის საშუალებას?! ენის ცოდნა ხომ შესაძლებლობას გიქმნის გქონდეს კონტაქტი ადამიანებთან. საქართველოში პირველი რასაც ვამბობ ეს არის, რომ "ბოდიში ქარულად რომ არ ვლაპარაკობ". მართალია, რამდენიმე სიტყვა ვიცი ქართულად. იმედი მაქვს ვისწავლი. დრო მაქვს. ყველაფერი წინაა. წარსულში რაც მოხდა, უკვე დასრულებული ამბავია, ამიტომ წინ უნდა ვიყუროთ და მომავალზე ვიფიქროთ, რას გავაკეთებთ მომავალში.

- რამდენად საინტერესო ფესტივალია "ქარავან არტ ფორუმი 2016", რის შესაძლებლობებს აჩენს ასეთი ფორუმები?


- ფორუმი შესანიშნავია. ეს საშუალებას გაძლევს შეხვდე სხვა არტისტებს. მათ სხვა გამოცდილება აქვთ. მუშაობის სხვა ფორმებს გვთავაზობენ. ყოველთვის საინტერესოა შეხვედრა ადამიანებთან და დიალოგი მათთან. ეს მხატვრები პირველად ავტობუსში გავიცანი, დღეს კი მეგობრები ვართ. საერთო ენა ვიპოვეთ. არტიც ენაა, ინტერნაციონლური ენა, ამიტომ ხელოვნება აუცილებელია. არტის გარეშე სიცოცხლე წარმოუდგენელია. არიან ადამიანები, რომლებმაც არ იციან რომ ხელოვნება ასეთი მნიშვნელოვანია.

- ალბათ ქართულ კულტურას კარგად იცნობთ?

- ქართველ მხატვრებს ვიცნობდი. თუმცა, აქ აღმოვაჩინე ბევრი ძლიერი არტისტი. აქაურ მუზეუმში ვნახე მათი ნამუშევრები. გული მწყდება, მათ უნდა იცნობდეს მსოფლიო. ფიროსმანის გამოფენა იყო საფრანგეთში. მისი სტილი ძალიან მოსწონთ. ერთ-ერთ ბაზრობაზე აღმოვაჩინე ფრანგულად გამოცემული წიგნი ფიროსმანზე. ფილმიც ვნახე გიორგი შენგელაიასი და ძალიან მომეწონა. მხატვრობასთან ერთად, ქართულ კინოსაც ვიცნობ და ძალიან მომწონს.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში
16:00 / 27.02.2024
ქუთაისში "გუბერსკის ციხის" ყოფილი შენობა,  2021 წელს გაიყიდა, თუმცა ამ დრომდე გაურკვეველია რას უპირებს გუბერნსკის ციხის ისტორიულ შენობას ახალი მფლობელი.
ბოლო რამდენიმე წელია ხელისუფლების მხრიდან კულტურის სფეროს
წარმომადგენლებისა და კონკრეტული ინსტიტუციების მიმართ მიმდინარეობს
შეტევა.
15:20 / 05.07.2023
ბოლო რამდენიმე წელია ხელისუფლების მხრიდან კულტურის სფეროს წარმომადგენლებისა და კონკრეტული ინსტიტუციების მიმართ მიმდინარეობს შეტევა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.