მართვის მოწმობის ასაღებად საჭირო ასაკი იცვლება
FaceBook

ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის მისაღებად საჭირო ასაკი შესაძლოა, შეიცვალოს და 17 წლიდან 18 წლამდე გაიზარდოს.


 

ამის შესახებ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების კანონპროექტშია აღნიშნული.

პროექტის ავტორი შინაგან საქმეთა სამინისტროა,იგი პარლამენტში უკვე წარდგენილია. ცვლილებების მიხედვით, საუბარია A1 ქვეკატეგორიისა (მოტოციკლი) და B კატეგორიის (მსუბუქი ავტომობილი) მართვის მოწმობებზე. შესაბამისად, თუ აქამდე ამ კატეგორიებზე მართვის უფლება პირი 17 წლიდან იღებდა, ცვლილების შედეგად ეს ასაკი 18 წელი გახდება.

„ევროკავშირის წევრი 28 სახელმწიფოდან დიდ უმრავლესობაში B კატეგორიის მართვის მოწმობის უფლების მინიჭება ხდება 18 წლიდან. იმ ქვეყნებში, სადაც აღნიშნული კატეგორიებისთვის მინიმალური ასაკი არის 17 წელი, საგზაო უსაფრთხოების ნორმები გაცილებით მაღალ დონეზეა, ვიდრე ამ ეტაპზე საქართველოში. მიუხედავად საქართველოში დღეისათვის მოქმედი ქულათა სისტემის, უკონტაქტო პატრულირებისა და ტექნიკური ინსპექტირების რეგულაციებისა, საგზაო უსაფრთხოება კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. შესაბამისად, აღნიშნული ცვლილებაც ემსახურება საგზაო უსაფრთხოების დონის გაუმჯობესებას,“-აღნიშნულია პროექტის განმარტებით ბარათში.

bpn.ge/article/58290-martvis-mocmobis-asagebad-sachiro-asaki-icvleba-ra-periodidan-shegezlebat-pravis-ageba/" target="_blank">bpn.ge

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით შინაგან
საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.
16:07 / 22.05.2025

ქუთაისში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.

15:28 / 22.05.2025

"ჭიათურაში, რეორგანიზაციის პროცესი შრომითი სამართლის ფუნდამენტური სტანდარტებისა და მაღაროელების შრომითი უფლებების მძიმე დარღვევებით მიმდინარეობს", - ასე ეხმიანება "სოციალური სამართლიანობის ცენტრი" ჭიათურაში მიმდინარე მოვლენებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.